თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა. 2021 წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებას 19-25 აპრილს პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს და საქართველოს ნაკრები ტატამზე სრული გუნდით - ათი სპორტსმენით გავა.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას ბორჯომში, ორიოდ დღეში დაასრულებს. ვარშავაში კი 16 აპრილს გაემგზავრება.

ნაკრების შემადგენლობა ევროპის 2021 წლის ჩემპიონატზე:

57 კგ - ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ - ბექა ლომთაძე
65 კგ - შმაგი თოდუა
70 კგ - დავით ტლაშაძე
74 კგ -
ავთანდილ კენჭაძე
79 კგ - ნიკა კენჭაძე
86 კგ - სანდრო ამინაშვილი
92 კგ - ირაკლი მწითური
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125 კგ - გენო პეტრიაშვილი

წყარო: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული