ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]

AutoSharing Option
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ნაკრების წევრები 1/2-ფინალში არიან...

-79 კგ-ში მოასპარეზე ნიკა კენჭაძემ 1/8-ფინალში უკრაინელ ბაბიის 10:5 სძლია, მეოთხედფინალში დაძაბული ბრძოლა რუს მალიკ შავაევთან გადახდა, რის შემდეგაც ქართველი ფალავანი ნახევარფინალშია.


-97-მდე წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძე წინ დამაჯერებლად მიიწევს. მან ჯერ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნურვი დაამარცხა, 1/4-ფინალში კი იგივე ბედი ბელარუს ჰუშტინს არგუნა. ნახევარფინალში ოდიკაძის მეტოქე თურქი კარადენიზი  იქნება.


მეოთხედფინალებში დამარცხდნენ ბექა ბუჯიაშვილი(-57 კგ), შმაგი თოდუა (-65 კგ). უფრო ადრეულ ეტაპზე კი დათო ტლაშაძე (-70 კგ).

ნახევარფინალური ეტაპი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მე არ ვიცი საერთოდ რას ნიშნავდა ოდიკაძის მეორე პერიოდი ნახევარფინალში .ვფიქრობ ეს აუცილებლად გამოსაძიებელია .უბრალოდ ასე არ აგებენ ასეთი გამოცდილი მოჭიდავეები. ეს იყო მარაზმი .დადგმულს უფრი გავდა ვიდრე რეალობას
კობა
20 აპრილი 2021 03:57
1
მე მგონი დაიღალა,ოდიკაძე ნიჭიერი, მაგრამ ძალიან ზარმაცია, არა აქვს ლ ი დ ე რ ი ს ბუნება, მუდამ მე-3-ე ადგილს ჯერდება, არასოდეს უნდა ელოდო ჩემპიონობას... ზოგადად მძიმე წონის გარდა - ყველა წონაში მოსაძებნია ახალგაზრდები-ლ ი დ ე რ ი ს ბუნებით , ანუ მხოლოდ ჩემპიონობისათვის მებრძოლები!!! გენოსაც ძლიერი სპარინგ პარტნიორები ჭირდება... აგკულს რომ აძლიერებენ ძველი ქართველი მძიმეწონოსნები - ეს სადარი წესია, ამას როგორ უშვებს ფედერაცია?!
გლახუნა
22 აპრილი 2021 12:14
0
შავაევი ისე გააშავეს ბოლო წამებზე, კაი ხანს გაშავებული ივლის
: )))))))
19 აპრილი 2021 20:51
0

სიახლეები პოპულარული