გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

AutoSharing Option
გუშინ, 24 აპრილს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დღეს ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა.

"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
შევუმსუბუქო.

მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
აი სამარცხვინოც არარის ეს განცხადება. ფსკერია. რა ნიკამელია და ძმები წუოუკიძეები ვისზე ვსაუბრიბთ საერთოდ. ეს ძმები არიან ჩვეულებრივი ზონდერები
ლევანი
25 აპრილი 2021 15:28
35
ნიკა მელიას არა ჟორიკა რურუას მიუძღვენი ეგუფრო უდანაშაულოა)))
ჰაჰაჰა
25 აპრილი 2021 15:26
34
ჰაჰაჰა ნიკა მელიაო? ხოარ მომესმა. მემგონიეს ღირსი იყო რაცუქნეს
1-0
25 აპრილი 2021 15:24
34
ალბათ, ამიტომაც უქნეს.
.
26 აპრილი 2021 19:36
2
წადი რა სერბეთს მიხედე შენი ჭირიმე
ქართველი
25 აპრილი 2021 15:23
35
ნიკა მელია ვინც არის ყველამ იცის აღარ გავაგრძელებ. აი ძმები წულუკიძეები ბევრმა არიცის და ეს ის ხალხია გურიაში რო რელიგიურ შუღლს აღვივებდნენ. მერე ნამოხვანშიც ჩავიდნენ და მოინდომეს გულწრფელი პროტესტის გამოყენებაც მაგრამ ღირსეულმა ხალხმა მშვიდად გაუშვა აქციიდან. ტეხავს ეს განცხადება
ნიკა
25 აპრილი 2021 15:22
24
რურუა რატომ გამოტოვა? :))))) ეჰ, რა მარაზმატიკი ყოფილა... :(
გაუნათლებელი
25 აპრილი 2021 15:21
24
ვინ ნიკა მელიას და ძმებ წულუკიძეებს უძღვნის?? იმ ძმებ წულუკიძეებს გურიაში სოფელ ბუკნარში ეთნიკურ და რელიგიურ შუღლს რო აღვივებდნენ?? სირცხვილია ეს განცხადება და მეტი არაფერი
)))
25 აპრილი 2021 15:19
20
გლდანში ზის :)))
შე.ჩე.მა
25 აპრილი 2021 15:03
11
სერბეთის ოქრო ჩვენთვის დიდი ვერაფერი ბედენაა, მელიას კიდე თუ უნდა გამობრძანდეს არავინ უშლის
ნიკა
25 აპრილი 2021 14:59
24
მადლობას ვუხდი გეგეშიძეს რომ საქართველოდან წასვლაში დამეხმარა და სხვა ქვეყანას მოვუტანე ოქროო.. პირწავარდნილი ნაცია! თავისი ჰალსტუხიყლაპია ბელადივით ოღონდ თვითონ იყოს კარგად და საქართველოს მოქალაქეობას და პასპორტს დაუფიქრებლად მოისვრის სანაგვეში.
წიე
25 აპრილი 2021 14:55
27

სიახლეები პოპულარული