გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი

AutoSharing Option
გუშინ, 24 აპრილს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და დღეს ინტერვიუ "მთავარ არხს" მისცა.

"გამარჯვება მინდა პირველ რიგში ჩემს მუსლიმ ძმებს მივუძღვნა, წულუკიძეებსა და მის სამეგობროს ვგულისხმობ. მათ პროვოკაცია მოუწყვეს და უკანონოდ არიან დაკავებულები. ბიჭები, რომლებიც მთელი საქართველოს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ, დღეს უკანონოდ ციხეში სხედან.

რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება ასევე ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში თავისუფლების იდეის მატარებელია და ზუსტად ამისთვის ზის გლდანის საპყრობილეში. მსურს, გამარჯვებით ამ ხალხს ეს მძიმე წუთები ცოტათი მაინც
შევუმსუბუქო.

მინდა ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი სერბებს, რომლებიც გვერდში დამიდგნენ,"- თქვა დათუნაშვილმა.

ჟურნალისტმა დავით ერაძემ კი დაამატა, რომ ევროპის ჩემპიონმა მადლობა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესაც გადაუხადა, რადგან რომ არა მასთან კონფლიქტი, შესაძლოა ამხელა მოტივაცია არ ჰქონოდა და ევროპის ჩემპიონი ვერ გამხდარიყო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ახლა ხომ დარწმუნდით, რომ ,,გაქანებული ნაცია,,
,,AMPREDUZZO,,
27 დეკემბერი 2022 23:43
1
დააგვიანდა გეგეშიძეს,თანაც ვერ ჩაუტარა სათანადოდ.............
გელა 8
29 აპრილი 2021 21:28
7
მე რაც ვუყურე ყველაზე მაგარი ქართველი მოჭიდავე იყო ამ ჩემპიონატზე და როგორც ასჩვენა თავის წონაშიც ვინმე თუ ლიდერია ეგაც მაგათ შორისაა. ძალიან განვითარებულა და ტყუილად არ მოუხადა მადლობა გეგეშიძეს მოტივაციის გამიძლიერებისთვის. მით უმეტესს საინტერესო მაგალითია დათუნაშვილი თუ რა პოტენციალის მატარებელია ქართველი ჭიდაობაში და რა მცირე ნაწილს იყენებს კარიერის განმავლობაში როცა ნელ-თბილად ვარჯიშობს და არ თავს არ იკლავს შრომით. ჩემთვის ამ კუთხით უფრო საინტერესო იყო მისი მაგალითი. თორემ სხვა მხრივ ნამდვილად სჯობდა ეს პოლიტიკური განცხადება, თუ არ ვიცი რა დავარქვა, არ გაეკეთებინა. მარტო თვითონ იზარალა, მე კი პირადად გული დამწყდა. არაფრის დამატება აღარ იყო საჭორო მაგის მხრიდან რომ ყველას დაენახა რომ მაგრად შეეშალათ დათუნაშვილთან როცა აიძულეს წასულიყო, ისე დამაჯერებლად მოიგო ოქრო, მაგრამ ჭკუა არ ეყო და ბოღმას ვერ მოერია. საწყენია.
გიორგი
27 აპრილი 2021 20:41
11
გიორგი, რბილი შენი შეფასებაა ამათ ნამოქმედართან დაკავშირებით. კი არ შეეშალათ ამ ბიჭის მიმართ კრიმინალი პირდაპირ ეთერში ჩაიდინეს, 1000 მოწმე ყავდა მასზე ძალადობას, სისხლის ღვარი გადმოდიოდა სახეზე. სამარცხვინოდ ბიჭებმა (მოჭიდავეებმა) რომლებსაც ყვე..... არ აქვთ, იმის მაგივრად რო თანაგუნდელს დადგომოდნენ გვერდით და სასამართლოში ჩვენება სათითაოდ მიეცათ გეგეშიძის წინააღმდეგ, მოძალადის მხარდასაჭერი განცხადებები აფრქვიეს და მხარდამჭერი აქციები მოაწყვეს. მე მართალი გითხრა ასეთ არასოლიდარულ ხალხზე გული მერევა. წონის პირველი ნომრები, მათ შორის პეტრიაშვილი, ხინჩეგაშვილი გამოვიდნენ და გეგეშიძეს აულოკეს. სამარცხვინოზე მეტიცაა. დათუნაშვილმა ყველას დაანახა როგორი ათლეტიცაა. მას აქვს პოლიტიკური შეხედულება, როგორც ყველა ადამიანს და სტაბილური ხელფასის გამო არ ჩაიგუბა პირში წყალი.
თორნიკე
28 დეკემბერი 2021 11:30
2
კაიი კაცო:) ძმასვენაცვალე შენ ისეთ რაზგონზე ჩანხარ ოლიმპიურს ალბათ სააკაშვილს მიუძღვნი. მემგონი ბოლო ტიტულია ღაც Mოიგე ეგ. :)
BTS
26 აპრილი 2021 22:39
23
Ar yopila es tanadgomis ghirsi jereserti piradulis gamo qveyanas ras emdhrebi mere meore politikosebistvis chidaob abdala yopilxar.
Kaxa
26 აპრილი 2021 19:48
10
გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. მოგწონთ თუ არ მოგწონთ ჩემპიონია და გამარჯვებულია თავისი დაამტკიცა. უნდა მიიღოთ, შეეგუოთ. ცხოვრება




*
26 აპრილი 2021 19:46
20
ვინ ართმევს მერე ჩემპიონობას??? ქვეყანას სპეც-სამსახური ყავდეს და გამოჩნდებოდა რა წესიერების მატარებლები არიან წულუკიძეები....
კაკო
26 აპრილი 2021 20:37
6
ტყუილად ლანძღავთ ამ ბიჭს. ცემა ფედერაციის პრეზიდენტმა. ამისთვის პრეზიდენტი არც დასაჯეს და თანამდებობაზეც დატოვეს. დათუნაშვილი კი აიძულეს ქვეყნიდან გაქცეულიყო. ამაში ხელისუფლების დანაშაული დაინახა, ვიღაცა მფარველობდა გეგეშიძეს.,ამიტომაც ცხელ გულზე გადავიდა "ოპოზიციაში". რა არაა სწორი!?
ბადრი
26 აპრილი 2021 18:37
29
თუ ვიღაცამ გაწყენინა , უნდა *გამსუბყოფაქცევდე* ? მაგ *სისწორით იაროს* მაგან და ვინც მაგის *სისწორეს* იწონებს !
კახაბერი
26 აპრილი 2021 20:14
9
იხარე წარმატებები
givi
26 აპრილი 2021 17:39
23
სწორად დაგიწერა ერთმა ფორუმელმა, შე აბდალო, დედ–მამისთვის მიგეძღვნა, იმ ქუჩის ხულიგანს რომ უძღვნიდიო.
:))
26 აპრილი 2021 17:38
11
მერე და მაგას მოფიქრება რომ უნდა არ იცი? ამას სად აქვს ან მოფიქრება ან ვაჟკაცობა?
გელა 8
29 აპრილი 2021 21:26
4
გეგეშიძე, თურმე მართალი ყოფილა!
დ.დ.
25 აპრილი 2021 16:25
159
მოწონებების რაოდენობას ვუყურებ და ვხვდები რომ საქართველოს არაფერი ეშველება. სპორტულ გვერდზეც მოძალადის გაპრავებას ორჯერ მეტი ლაიქი აქვს. გეგეშიძე ყველა თავმოყვარე ქვეყანაში 8 წლიანი მუხლით ციხეში იჯდებოდა, მაგრამ ჩვენ ქვეყანა არ ვართ. უფრო სწორედ ცნობილი გამოთქმაა: ყველას ყავს ისეთი მთავრობა, როგორსაც იმსახურებს. ქართველებსაც გვყავს ჩვენს ძალადობრივ ჩმორულ ძველბიჭურ მენტალიტეტზე იდეალურად მორგებული მთავრობა. როგორც კალაძე ამბობს, გამოექანეთ მთაწმინდიდან.....
თორნიკე
28 დეკემბერი 2021 11:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული