"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (-65 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს გამოტოვებს. ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ 30 წლის სპორტსმენს საამისო ლიცენზია არ ექნება, რადგან მას კორონავირუსის გამო სალიცენზიო ტურნირის გამოტოვება უწევს.

ვლადიმერის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ამ სამწუხარო ამბის შესახებ მისი სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვეთ:

"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია" - წერს ის.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 6-9 მაისს გასამართ ტურნირზე გიორგი იანტბელიძის ნაკრებს სხვა პრობლემებიც აქვს, კორონავირუსის გამო ვერც ზურაბ იაკობაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი იასპარეზებენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისგან
ოლიმპიადის ლიცენზია ჯერჯერობით მხოლოდ ავთანდილ კენჭაძეს, ელიზბარ ოდიკაძესა და გენო პეტრიაშვილს აქვთ მოპოვებული.

altთავისუფალი ჭიდაობა. ნაკრები: იანტბელიძე შემადგენლობის გამოცხადებას არ ჩქარობს


მკითხველის კომენტარები / 5 /
სახელი რა ქვია ამ ყველაფერს? ლიცენზია აქამდე რატომ არ ჰქონდა ჩვენს ჩემპიონს, რა დაგეგმარებაა ეს და რა ტაქტიკაა ბლინ?
?????????
11:32 29-04-2021
6
გეგეშიძის ხელში ესეც, რომ მიახწიეს დიდია.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული