ჭიდაობა

თავისუფალი

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წავიდა

AutoSharing Option
2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი გორში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ხინჩეგაშვილი ამჟამად 30 წლისაა და საინტერესოა, რომ მას კარიერა ჯერჯერობით არ დაუსრულებია.

ხინჩეგაშვილი რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნია. 2012 წლის ოლიმპიადაზე მან ვერცხლის მედალი მოიპოვა. ის ასევე არის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული.
ასევე დაგაინტერესებთ