ჭიდაობა

თავისუფალი

ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე დღეს, 7 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე (97) რეპეშაჟში აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვს დაუპირისპირდა და 5:7 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენი 22 წამით ადრე 5:3-ს იგებდა, თუმცა მსაჯმა ჯერ მე-2 გაფრთხილება მისცა, შემდეგ კი მეტოქემ 2 ქულიანი გდება გაუკეთა, ბოლო წამებზე გაპროტესტებული შესაძლო გდებაც არ გამართლდა და მე-3 ადგილისთვის აზერბაიჯანელმა მოწინააღმდეგემ გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, რომ ოდიკაძემ პირველ ეტაპზე ირანელ მეტოქეს 6:3 სძლია, შემდეგ კი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:10 დამარცხდა.

ელიზბარი დამამშვიდებელში გადაერთო, სადაც უკვე მოგახსენეთ, რომ 2012
წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ აზერბაიჯანელ სპორტსმენთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა.