გენო პეტრიაშვილი: ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო!

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელმა, მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

Sportall.Ge

"გამარჯობა ყველას. მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემო მეგობრებო, ვინც გვიგულშემატკივრეთ და იდექით ჩვენს გვერდით... ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ მადლობა. ასევე მინდა მივულოცო ყველა სპორტსმენს ღირსეული გამარჯვება. ოლიმპიური თამაშები უმაღლესი მწვერვალია ყველა სპორტსმენისთვის, ამიტომ გული მწყდება რომ ვერ მივაღწიეთ უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ამით არაფერი მთავრდება. მე დავუშვი შეცდომა ხალიჩაზე, რასაც ვაღიარებ და ვიბრძოლებ, რომ გამოვასწორო. მადლობა ყველას, მალე შევხვდებით”.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი
ოლიმპიადის ფინალში 21 წლის ამერიკელ გებლ დენ სტივსონთან დრამატულად, უკანასკნელ წამზე დამარცხდა (8:10).

altგენო პეტრიაშვილი დასანანად დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 4 /
გენო ძალიან მაგარი მოჭიდავე ხარ, მჯერა შენი წარმატებების, ცოტა უფრო აგრესიულად იჭიდავე და ვერავინ მოგერევა
0
გენო გვიყვარხარ! პარიზი შენია, მეტი შემართებით და დაკვირვებით ძმაო და შენ ვერავინ დაგამარცხებს! ღმერთი შენსკენ და ქვეყნის გასახარად სულიერად უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდე!
llcl
16:52 13-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული