პეტრიაშვილი VS აკგული - გენო ფინალშია და ოქროსთვის იბრძოლებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 მარტს, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში საპრიზო სამეულები შეივსება. საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაეჭიდება.

92 კილოგრამში, რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებს მირიან მაისურაძე. მისი მეტოქე ავსტრიელი ბენჟამინ გრეილისა და მოლდოვის ნაკრების წევრ გიორგი რუბაევის შეხვედრაში გაირკვევა.

74 კილოგრამში გიორგი სულავა რეპეშაჟის ნახევარფინალში თურქ სონერ დემიტრაშს
დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს სომეხ ჰრაირ ალიხანიანთან.

61 და 86 კილოგრამებში საპრიზო სამეულები ქართველების გარეშე შეივსება. თეიმურაზ ვანიშვილი (61 კგ) და ტარზან მაისურაძე (86 კგ) ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი 20 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პირველ საასპარეზო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

altიაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]

altდრამატულად დამარცხებული აზერბაიჯანელი, ფინალში სომეხ მეტოქესთან და გენო პეტრიაშვილის დღე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
იმედი მაქვს,გენო ჩემპიონი გახდება,მაგრამ რაც აქ ჩანაწერი ვნახე,ეს გენოს ჭიდაობა არ არის.არასოდეს უჭიდავია, გაფრთხილებების იმედად.
სოსო
30 მარტი 2022 13:11
0
ასეთი ჭიდაობით ტახასთან შანსი არ ექნება...აბა შენ იცი გენო!!!!
koba
30 მარტი 2022 14:55
1
ლაივს ვერსად ვნახავთ?
ვვვ
30 მარტი 2022 19:22
0
ძველ ტრადიციით ევროპას ტახა იგებს, ხოლო მსოფლიოს გენო. ვნახოთ რა იქნება. ისე მსოფლიოს მოგება სჯობს.
ჟორა გაბრიჭიძე
30 მარტი 2022 16:15
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული