პეტრიაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა და კიდევ ორი მედალი ევროპირველობაზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის, გიორგი სულავამ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილი ფინალში თურქ ტაჰა აკგულთან 2:5 დამარცხდა და გასულ ევროპირველობაზე მარცხის გამო რევანში ვერ აიღო.

პეტრიაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი იტალიელ აბრაჰამ რუანოს (11:0) და პოლონელ რობერტ ბარანს (2:1) მოუგო.

სულავამ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სომეხ ჰრაირ ალიხანიანს სძლია, ხოლო მაისურაძემ - მოლდოვის სახელით მოასპარეზე გეორგი რუბაევს.

შეგახსენებთ, პირველ საასპარეზო დღეს ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ) ოქროს
მედალი მოიპოვა, ხოლო ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) - ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე 6 მედალს დაეუფლა და გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ვერ ხვდებით,რა დაემართა?ბავშვობიდან მოყოლებული,გენო ამირან სხირელთან ვარჯიშობდა და სულცხონებული,ზედ ოლიმპიადის წინ გარდაიცვალა!ეს არის მთავარი მზეზი,გენოს ჩავარდნისა.თუ ამას ჩავარდნა ჰქვია.მხოლოდ გენოსთვის არის ჩავარდნა,ოქროს თუ ვერ იგებს.20 წელი რომ ვიღაცასთან ხარ,ყველაფერს გასწავლის,გმართავს და უცბად ის გამოგეცლება,ადვილია?ეს სჭირს გენოს.როგორც მშობელი გრძნობს,შვილის გაჭირვებას,გრძნობებს,ფიქრებს და უთქმელად პოულობს დახმარების გზებს,ასეთი იყო ბატონი ამირანიც,გენოსათვის.მშობელიც,მასწავლებელიც,ალბათ მეგობარიც და მწვრთნელიც.ძნელია,შესაძლოა შეუძლებელიც,ვინმემ შესრულფასოვნად შეგიცვალოს ასეთი დამრიგებელი.თანაც მოკლე დროში.იმედი ვიქონიოთ,რომ ახალი მწვრთნელი იპოვის გზას,გენოს გულისაკენ და ამავე დროს,სრულყოფილად შეისწავლის მის ფსიქოლოგიას,სხეულს.მაშინ გენოც გაგვახარებს ძველებურად.გუშინ კი,გენო უბრალოდ მუშაობდა.სიამოვნების და აღმაფრენის გარეშე.შესაძლოა ტრავმაც აწუხებდა,ამას ვერ გამოვრიცხავთ,მაგრამ დარწმუნებული ვარ,ამირან სხირელი რომ ყოფილიყო ტოკიოში,ფინალს არ წააგებდა,გენო.იგრძნობდა მომენტს და გამოაფხიზლებდა მას.
სოსო
31 მარტი 2022 15:49
1
ამირანი არ ერქვა , ნუგზარი ერქვა სხიერელს , ცხონებულს . სოსო , ძამია , მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ათი ათასობით ბავშვი დარჩა საქართველოში ობოლი , მაგრამ გააგრძელეს ცხოვრება და ბევრი რამეც გააკეთეს .
გასაგებია , რომ ბასტონი ნუგზარი დიდი დანაკლისია , მაგრამ ამით არ დამთავრებულა ცხოვრება . არასწორი ვარჟში აქვს და არაფერისიახლე . პირიქით ,აღარც ძალა და აღარც გამძლეობა ძველებური აღარ აქვს . საქართველოს ნაკრების მწვრთნელები ვერ ართმევენ თავს თავის საქმეს . საშველია თავისუფალი ჭიდაობა საქართველოში . კომპეტენტური მწვრთნელია საჭირო . იანტბელიძემ წააგო გენოს ფინალი ოლიმპიადაზე . 2 ისეთი შეცდომა დაუშვა , იქვე უნდა გაეშვათ ნაკრებიდან , მაგრამ ...























































zaza
05 აგვისტო 2022 02:24
0
უჭირს ოლიმპიადის ფინალის სტრესიდან გამოსვლა.არაა გამორიცხული ვერც გამოვიდეს. წარმატებები.
გია-გივი
31 მარტი 2022 13:57
1
სამწუხარიდ დამთავრდა გენო პეტრიაშვილობიე, ანუ გენო ქართულ ჰიმნს ვეღარ დააგუგუნებიებს.
Sapienti Sat
31 მარტი 2022 13:35
2
ჯერ იყო "აბა მიდი გენო", მერე "ოქროს გენო", ბოლო დროს გახდა "ვერცხლის გენო", ახლა ნელა-ნელა ხდება "ეეეხ გენო", მაგრამ ჯერ არ გვინდა "ბრინჯაოს გენო" და სულ არ გვინდა "წადი გენო"...
ერთ-ერთი ძმა კეჟერაძე
31 მარტი 2022 11:23
0
ეგრევე სიზარმაცეს რომ აბრალებთ, იქნებ ტრავმით ჭიდაობა? ზარმაცი კაცი ამდენს მოიგებდა? იცნობთ და იცით როგორ ცხოვრობს ან როგორ ემზადება?
გიორგი
31 მარტი 2022 11:17
0
როგორც ქართველების უმრავლესობა ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი
ასეა ეს
31 მარტი 2022 11:04
2
რაღაც უნდა შეცვალოს, ხომ ხედავს, რომ ფეხში ვერ შედის და ეტყობა თანაც ძალა არ ჰყოფნის. მინდა დიდხანს დარჩეს სპორტში და როცა დრო დადგება გამარჯვებული წავიდეს
თემური
31 მარტი 2022 10:22
0
რა სჭირს და მოუმზადებელი იყო მსოფლიოსათვისაც და ახლაც . ვისაც ჭიდაობა ესმის , ის მიხვდებოდა . ფინალამდე არც აქ და არც იქ , სერიოზული არავინ შEხვედრია . ბარანს რო 2-1-ზე მეტს ვერ მოუგებს გენო , ე.ი. არაა მომზადებული . ფიზიკურად და გამძლეობაზე . ვერ გადაიყვანა აკგული ქულაზე ფეხიდან ,არც ძალა ეყო და ქანცი გასძვრა ვერ ხედავთ ?
ტარიელი
31 მარტი 2022 10:18
0
რა სჭირს ამ კაცს, ფინალამდე უპრობლემოდ მიდის და მერე რაღა ემართება.
დავით 67
31 მარტი 2022 01:31
5
რა უპრობლემოდ ორი ბრძოლა ჩაატარა სულ, პირველი არ ვიცი და მეორე ნახევარფინალი პოლონელთან ძლივს მოიგო2-1, ისიც მსაჯის გაფრთხილებებით არანაირი ილეთი არ ჩაუტარებია.
რრრ
31 მარტი 2022 10:25
0

სიახლეები პოპულარული