"სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ" - სერბულ კლუბს კიტეიშვილის დამატება სურს

AutoSharing Option
"შტურმის" ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის დამატებით "ცრვენა ზვეზდა" ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mozzart Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, სერბული კლუბის სკაუტები ქართველ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და კიტეიშვილი ვლადან მილოევიჩის სატრანსფერო სიის სათავეშია.

შეგახსენებთ, ოთარს "შტურმთან" მიმდინარე ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან.

ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 8 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

alt

კიტეიშვილის ლამაზი გოლი - "შტურმს" ოქროს დუბლის შანსი აქვს [VIDEO]

altკიტეიშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "შტურმი" "ზალცბურგს" დაეწია [VIDEO]

altკიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას - ოცნებები უნდა ავიხდინოთ

მკითხველის კომენტარები / 24 /
სერბეთის ჩემპიონატი?! კარგით რა, მანდ რა უნდა! ბიჭი ბუნდესლიგისთვის გვემეტება.
მერაბი
10:26 01-05-2024
0
ცრვენა ზვეზდა არა, ომსკის ირტიში კიდევ.
ეეე
23:33 30-04-2024
3

სიახლეები პოპულარული