კვარაცხელია თუ სიმონსი? - "ბარსელონას" შეტევაში ახალი ვარიანტი აქვს

AutoSharing Option
Football Transfers-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" პსჟ-ის საკუთრებაში მყოფი და ამჟამად "ლაიფციგში" იჯარით მოთამაშე ხავი სიმონსის დამატება სურს.

21 წლის ნიდერლანდელი უნივერსალია და მას ვინგერად, ან 10 ნომრად შეუძლია თამაში. სიმონსი "ბლაუგრანას" აღზრდილია, შემდეგ პარიზულ გუნდში გადაბარგდა და ახლა კატალონიურ გრანდში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ პოზიციაზე "ბარსელონას" ხვიჩა კვარაცხელიასაც უკავშირებენ. ნიდერლანდელის სატრანსფერო ღირებულებად 80 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპის ჩემპიონატის მერე გადაწყდება ბევრი რამე.. მანამდე ჭორაობაა..
berg
10:30 08-05-2024
0
არც ერტის ფული აქვს ბარსელონას არც მეორის. ტყუილი ოცნებაა.
Dima
18:16 30-04-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული