ფომენკო გარდაიცვალა.
ფეხბურთელობის დროს ფომენკო ლუჰანსკის "ზორიასა" და კიევის "დინამოში" გამოდიოდა.1972-78 წლებში სსრკ ის ნაკრების წევრიც გახლდათ, "დინამოსთან" ერთად საბჭოთა კავშირის ჩემპიონი 3-ჯერ გახდა, მოიგო უეფას თასების მფლობელთა თასი და სუპერთასი.
ფომენკო, ოლეგ ბლოხინის შემდეგ, მეორე უკრაინელი მწვრთნელია, რომელმაც ამ
ქვეყნის ნაკრები დიდ ტურნირის (ევრო 2016) ძირითად ეტაპზე გაიყვანა. 2016 წელს უკრაინელმა სამშობლოს ნაკრები
გუნდი დატოვა და კარიერაც დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიხაილო ფომენკო 1987-90 წლებში სათავეში ლანჩხუთის "გურიას"
გასულ წელს ფომენკომ განაცხადა, რომ ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა. როგორც უკრაინული გამოცემები წერენ, სიკვდილის მიზეზი სიმსივნე გახდა.