"როდესაც ნაკლებს თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია" - ანდრეა რანოკიამ კიმ მინ-ჯე დაიცვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში "ბაიერნმა" "რეალს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. "რეკორდმაისტერის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ-ჯემ რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა, რის გამოც გერმანული პრესისგან კრიტიკა დაიმსახურა.

"ინტერის" ყოფილმა მცველმა ანდრეა რანოკიამ სამხრეთკორეელი დაიცვა.

"როდესაც ასე ცოტას თამაშობ, ასეთი შეცდომები მოსალოდნელია. საერთო ჯამში, მას კარგი მატჩი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ სერიოზული შეცდომა დაუშვა.

პირველი გოლის ეპიზოდი? როდესაც მაღალი დონის შემტევების წინააღმდეგ გიწევს თამაში, სივრცეები არ უნდა დაუტოვო. სამწუხაროდ, კიმს ეს არ გამოუვიდა", - განაცხადა რანოკიამ Mediaset-თან ინტერვიუში.

altჩემპიონთა

ლიგა. 1/2-ფინალი: საბრძოლო ფრე მიუნხენში - გამარჯვებული მადრიდში გამოვლინდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კიმი ხომ არაფრად ვარგა და მეორე ცენტრალური მცველი უპამეკანო საერთოდ კატასტროფაა.არადა ჯიუტად ამ ორს ენდობოდა მთელი სეზონი ტუხელი.მაშინ როცა დააყენა ყველაზე ოპტიმალური დე ლიხტი-დაიერის დუეტი არსენალს უშანსოდ მოუგეს.ახლაც მათ დააყენებდა,მაგრამ დე ლიხტს ტრავმა ქონდა...
Master
15:36 01-05-2024
1
მე ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვამჩნებდი და დავიჯერო ბაიერნის სკაუტებმა ვერ შეამჩნიეს რომ უსუსტესი მცველია კიმი, ძალიან ბევრი შეცდომა ჰქონდა ნაპოლიშიც, უბრალოდ ნაპოლის გაუმართლდა შარშან, თორემ წელს ბაიერნის დაცვა რა დღეშიც არის კი ვხედავთ.
მამუკა
14:23 01-05-2024
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული