2017 წლის მთავარი სამიზნე კონფედერაციათა თასია
კრიშტიანო რონალდოსთვის 2016 წელი წარმატებული გამოდგა. მადრიდის "რეალთან" და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მას ძალიან მძიმე ბრძოლები გადახდა თავს და ყველა შემთხვევაში ბეწვზე ეკიდა გამარჯვებულის ბედი.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიღებული ტრავმაც არ გვავიწყდება. თუმცა ფაქტია, რომ საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა მოიგო ევრო 2016-იც, ჩემპიონთა ლიგაც და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიც.

კიდევ ეთხელ მოიპოვა "ოქროს ბურთი" და ასევე ფიფას წლის ფეხბურთელის ახალი, სადებიუტო ჯილდოც ჰხვდა წილად, რომლისთვის ბრძოლაში მან კვლავაც ლიონელ მესისა და ანტუან გრიზმანს აჯობა.

რონალდო ამ ყველაფერზე Fifa.com-ს გაესაუბრა, საკუთარი მოსაზრება განვლილ წელზეც გაგვიზიარა და მომავალზეც: ძველი მიზნების გარდა იქნება ერთი ახალიც - წარმატებით თამაში კონფედერაციათა თასზე, სადაც პორტუგალია პირველად მოხვდა.

- კრიშტიანო გილოცავთ. თქვენთვისაც კი, ვისაც ისეთი დიდებული კარიერა აქვს და ფეხბურთში არაერთი წარმატებული წელი გაუტარებია, 2016 წელი ალბათ, მაინც გამორჩეულად დასამახსოვრებელი იქნება, არა?

- ეს უკვე რამდენჯერმე მითქვამს - 2016 წელი ალბათ, საუკეთესოა ჩემს კარიერაში. მოვიგე ევრო 2016 და ეროვნულ ნაკრებთან ერთად გამარჯვება განსაკუთრებულია და პირველ რიგში ეს ხდის ამ წელს გამორჩეულს. თანაც, პორტუგალიისთვის ეს პირველი ასეთი წარმატება გახლდათ.

გარდა ამისა, მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება არ უნდა დაგვავიწყდეს, რასაც წლის იდეალურად დაგვირგვინება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოჰყვა. ასე რომ, უნიკალური წელი გახლდათ, ნამდვილად განსაკუთრებული. რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, ყველაზე გამორჩეული წელია, ამაში ეჭვი აღარ მეპარება.

- როდესაც თვალს გადაავლებთ ხოლმე იმ უამრავ ინდივიდუალურ ჯილდოს, რომელიც მოპოვებული გაქვთ და ზოგადად მიღწეულ წარმატებებს გაიხსენებთ,… ფიქრობთ, რომ თქვენი ადგილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდითაა?

- ეჭვი არ მეპარება, რომ მე უკვე ფეხბურთის ისტორიის ნაწილი ვარ. ეს ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლდათ, თამაშის დაწყების დღიდან. მე უბრალოდ ფეხბურთელობა კი არ მსურდა, მინდოდა ვარსკვლავი ვყოფილიყავი და საუკეთესოთა შორის დამემკვიდრებინა ადგილი. მე ეს შევძელი - ტიტულები და ჯილდოები ყველაფერზე მეტყველებს…

ინდივიდუალური გამარჯვებები, გუნდური წარმატებები და რეკორდები. ეს სიამაყით მავსებს და მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ იგივე შემართებით გავაგრძელო და კიდევ მივაღწიო გამარჯვებებს.

- უამრავი ინდივიდუალური ჯილდო გაქვთ მოგებული, მაგრამ ახლა ახალ ბრენდზე ვსაუბრობთ: პირველი ჯილდო ფიფას წლის საუკეთესო მამაკაცი მოთამაშის ნომინაციაში.

- დიახ! ეს პირველია. ულამაზესი და მძიმე ჯილდოა (იცინის). ფიფამ პირველად გაუწია ორგანიზება ამ ცერემონიასა და ჯილდოს გადაცემას, რაც მის მოგებას უფრო განსაკუთრებულს ხდის. ეს ჩემთვის დიდი პრივილეგიაა.

- რა არის იმის საიდუმლო, რომ წლიდან წლამდე სათამაშო ფორმას ასე კარგად ინარჩუნებთ?

- საიდუმლო არ არის. უბრალოდ, თავდაუზოგავად ვშრომობ და ბოლომდე ვიხარჯები. ვთამაშობ გუნდისთვის, რომელიც მაძლევს საშუალებას ყველა ამ ჯილდოსთვის და ტიტულისთვის ვიბრძოლო. უნდა ვახსენო ნაკრებიც, საუცხოო ევროპის ჩემპიონატი გამოგვივიდა. ეს ახდენილი ოცნებების წელი იყო, როგორც კოლექტიური, ასევე ინდივიდუალური წარმატებების მხრივ. ყველა ფრონტზე გაამრჯვებას მივაღწიე.

- თქვენ გადამწყვეტი პენალტი გაიტანეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში 3 გოლით გამოიჩინეთ თავი. ევროპის ჩემპიონატი კი სხვაგვარი გახლდათ, ევროს ფინალში დებიუტშივე შესაცვლელი შეიქენით ტრავმის გამო. რა იგრძენით მაშინ?

- რთული გადმოსაცემია. თამაში დავიწყე, მაგრამ ვერ დავამთავრე. ძალიან ვნერვიულობდი. მახსოვს, რომ რაღაც პერიოდი გასახდელში ვიყავი, მერე გამოვედი. ჩემი ქცევა ყველაფერზე მეტყველებს, ვერაფერს ვამბობდი, ზედმეტად ვნერვიულობდი. რაც მთავარია, მთლიანობაში ეს პორტუგალიისთვის დიდებული დღე გამოვიდა.

- არადა, შორიდან ისე ჩანდა, რომ თავს კომფორტულად გრძნობდით….

- შეიძლება ასე ჩანდა, მაგრამ ასე არ იყო!

- მწვრთნელი სანტოსის გვერდით, ძალიან ბუნებრივად გამოიყურებოდით და ხანდახან დარიგებებსაც აძლდვდით თანაგუნდელებს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მომავალში კრიშტიანო რონალდოს მწვრთნელადაც ვიხილავთ?

- ძალიან რთული სათქმელია…, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ამ წუთას საკუთარ თავს მწვრთნელად ვერ ვხედავ.

- ერთი მომენტის გამორჩევა რომ გთხოვოთ 2016 წლიდან რომელს გამოარჩევდით და რატომ?

- ევროპის ჩემპიონატის მოგებას. ჩემი აზრით, ეს კარიერის პიკია. რასაკვირველია, არ ვაკნინებ დანარჩენ ტიტულებს. ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება უდიდესი წარმატებაა. უბრალოდ, სანაკრებო ტიტული გამორჩეულია. თანაც, იმითაც, რომ ეს პირველი დიდი გამარჯვება იყო პორტუგალიის ისტორიაში.

- რა არის თქვენი მთავარი მიზნები 2017 წელს?

- იგივე მიზნები მაქვს, ძველ-ახალი გამოწვევები. მინდა ტიტულების მოგება, ბევრი გოლის გატანა, ჯილდოების მოპოვება.… მსურს, რაც შეიძლება მეტ და დიდ წარმატებას მივაღწიო.

- წელს თქვენ კონფედერაციათა თასზეც გელით თამაში. რას ნიშნავს ეს პორტუგალიისთვის და პირადად კრიშტიანოსთვის?

- ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პორტუგალია კონფედერაციათა თასზე ითამაშებს და ეს ბრწყინვალეა. შევეცდებით, წარმატებულად თამაში გავაგრძელოთ და, რასაკვირველია, გამარჯვებაზე ვიოცნებებთ.

ვიცით, რომ ეს ძალიან რთული იქნება, რადგან არაერთი ძლიერი ნაკრები გვეყოლება მეტოქედ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Hahaa
Sanakrebo jildo ramdeni aqvs mesis:)))ronaldo magalitia momavali taobistvis.dges mesis da ronaldos epoqashi vcxovrobt da ertmanetze uketesia orive.es kamati iqneba manam sanam fexburti iarsebebs
მიშა
თუ რონალდოს ყოფნითაა ფეხბურთი ცოდო, მაშინ ამის დამწერს ფეხბურთი ალბათ მოტობურთი გონია.
milanistas-ს
სტატისტიკას კი არ უწერენ, თვითონ ფეხბურთელი ქმნის თავისი შესაძლებლობებით.
misha
ვერ გავიგე რატომაა ასეთი აგრესია ამ კაცის მიმართ. ვინმეს რამე დაგიშავათ? თუ ვინც ხმა მიცა ყველა დილეტანტია? თუ მესისგან განსხვავებით კაცური ქველმოქმედება ეშლება? აუცილებლად თმები უნდა შეიღებოს და ნაკოლკები გაიკეთოს?
რეზო
მატრაკვეცას ადგილი :-) ცოდოა ფეხბურთი.
milanista
ორ ოქროს ბურტზე მეტის გირსი არაა ამისი კარიერა,მესი დაფეინავდა წელს,ეს ფორტხავდა მინდორზე და მაინც ამას ... იქეოს ბურტი,მესის დონესტან ახლოსაც არ ყოფილა არასდროს სტატისტიკის გარდა!
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ მასზე დამოკიდებულები არ ვართ" - პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რონალდოზე
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
რონალდომ თანანაკრებელებს ძვირფასი საჩუქრები გაუკეთა