დაკარი არგენტინაში გადაბარგდა
"დაკარის" მერვე ეტაპზე მონაწილეებმა ბოლივიის საზღვარი გადაკვეთეს და არგენტინაში დაბრუნდნენ. ეტაპის სიგრძე 419 კილომეტრი იყო, რომლის გავლის შემდეგაც, შეიცვალა ლიდერი ავტომობილების კლასში.

"პეჟოს" წევრებმა სებასტიან ლოებმა და სტეფან პეტერანსელმა კიდევ ერთხელ მიანიშნეს ყველას, რომ ერთმანეთში აპირებენ პირველობის გათამაშებას "დაკარი-2017"-ზე. მერვე დღეს უკეთ ლოები გამოიყურებოდა. რაღაც მომენტში, მისი უპირატესობა პეტერანსელზე ხუთ წუთს გადაცდა, თუმცა ფინიშზე სხვაობა სამწუთნახევრამდე დავიდა. ასე რომ, გენერალურ კლასიფიკაციაში ლოები სულ რაღაც წუთნახევარს უგებს თანაგუნდელს, რაც ძალიან მცირე უპირატესობაა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "ტოიოტამ" საბოლოოდ დაკარგა საერთო გამარჯვების შანსი. იაპონური გუნდის წევრმა ნანი რომამ ლოებთან ამ ერთ ეტაპზე იმაზე მეტი წააგო, ვიდრე მთელი რბოლის განმავლობაში.

მოტოციკლების კლასში, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა გენერალური კლასიფიკაციის ლიდერისთვის სემ სანდერლენდისთვის. მართალია, ბრიტანელმა ეტაპზე მესამე დრო აჩვენა, სამაგიეროდ, უფრო სწრაფი იყო საერთო ჩათვლაში თავის მთავარ კონკურენტებზე - პაბლო კინტალიაზე და ადრიენ ვან ბევერენზე. არადა, სანდერლენდმა ბოლო 100 კილომეტრი უკანა მუხრუჭების გარეშე იარა. შთამბეჭდავი გამოსვლა იყო და ახლა, მისი უპირატესობა კინტალიაზე 21 წუთს შეადგენს.

ავტო. საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (პეჟო) - 20:10.05

2. სტეფან პეტერანსელი (პეჟო) - +1.38

3. სირილ დეპრე (პეჟო) - +17.17

4. ნანი რომა (ტოიოტა) - +23.36

5. მიკო ჰირვონენი (მინი) - +53:41

მოტო. საერთო ჩათვლა

1. სემ სანდერლენდი (KTM) - 22:01.08

2. პაბლო კინტალია (ჰუსკვარნა) - +20.58

3. ადრიენ ვან ბევერენი (იამაჰა) - +28.49

4. მატიას ვალკნერი (KTM) - +34.14

5. ხერარდ ფარეს გუელი (KTM) - +34:24

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
პირველი ქართული გუნდი Nascar-ის სერიაში - დათა ქაჯაიამ დეტალებზე ისაუბრა
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ