საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა ესპანეთი 6:5 დაამარცხა
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები დღეს, 15 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის ნახევარფინალში ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:5 დაამარცხა.

- "ზამთრის თასი 2017": საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო

- ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები უეფასთან გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა

ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით დავით მუჯირმა გახსნა, რასაც მალევე ხუან სანჩესმა ზუსტი დარტყმით უპასუხა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს - თავი გიორგი დემეტრაძემ და ალექსანდრე ამისულაშვილმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა დავით მუჯირმა და მასპინძელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა, თუმცა სტუმრებმა 3 ბურთის გაქვითვა მცირე დროში მოახერხეს - საქართველოს ნაკრების კარი მიყოლებით ხუანფრანმა, მარკოს სენამ და სერხი ბარხუანმა აიღეს. ამის შემდეგ, მოედანზე კვკავ გამოჩნდა დავით მუჯირი და ჰეთ-თრიკიც გაიფორმა, რასაც ხუან სანჩესმა მორიგი გოლით უპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

საქართველო: გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

ესპანეთი: ხულიო იგლესიასი, ხუანფრანი, ფერნანდო ხინერი, ლუის მილა, ხუან კაპდევილია, სალვა ბალესტა, ხუან სანჩესი, ხოსე ამავისკა, სერხი ბარხუანი, ხუან კარლოს აბლანედო, ლუის კემბრანოსი, სენიორი, მარკოს სენა.

bacho
barsaს: ეხლა გახდა ეს ხალხი პროფესიონალები?პროფესიონალები თავის დროზე უნდა ყოფილიყვნენ,რა სისულელეებს წერ
ბაჩო გ
ციბას : ეს ნაკრები არ იყო 5 წლის წინ?
ყოფილი გულშემატკივარი
თავის დროზე ეთამაშათ ერთი რა, როცა რამე აზრი ქონდა.
ბაჩო გ
ეს 3 თამაში ეროვნულ ნაკრებს ფიფას რეიტინგში არ ადგებაა? ;)
ციბა
ეს ნაკრები შესარჩევში უფრო მეტს მიაღწევდა,ვიდრე მომქმედი.თან არც უცხოელი მწვრთნელი სჭირდებათ.
barsa
ესპანეთი როგორ მოტივირებული იყო. აი ნამდვილი პროფესიონელები. პროფესიონალიზმს არ აქვს ასაკი ამას უნდა შეხედონ ახლანდელმა ქართველმა ფეხბურთელებმა. X5 რო იყიდიან და თავი მესი გონიათ ასე არაა არააააააა. შრომას მოაქვს ყველაფერი მანქანებიც და კარგი ცხოვრებაც
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორ აღნიშნა გოლი ლევან კობიაშვილმა ზამთრის თასზე [VIDEO]
ზამთრის თასი 2017. ფინალი: დინამო (თბ) - გაგრა [LIVE]
ზამთრის თასი 2017: "გაგრამ" ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა
ზამთრის თასი 2017. ფინალი: საქართველო VS უკრაინა [LIVE]
ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები ტურნირის გამარჯვებულია!
ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]