ტარიელ ხეჩიკაშვილის თქმით, დღეიდან კალათბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია

"2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა ისრაელში წარმატებულად იასპარეზონ და ასახელონ საქართველო", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსთან, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძესთან და გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან სამინისტროში 16 იანვარს გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროში შეაჯამეს 2016 წლის შედეგები და ეროვნული ნაკრების მიღწევები, ასევე ისაუბრეს კალათბურთელთა ნაკრების სამომავლო გეგმებსა და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა მომავალი, 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ეტაპზეც, სადაც საქართველოს ნაკრები მიმდინარე წლის ნოემბრიდან ჩაერთვება.

"ამ შეხვედრაზე პირველ რიგში შევაჯამეთ 2016 წელი, რომელიც ცალსახად წარმატებული იყო ჩვენი კალათბურთელებისთვის. სწორედ ამიტომაც კალათბურთის ეროვნული ნაკრები დასახელდა 2016 წლის საუკეთესო გუნდად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე. ქართველმა კალათბურთელებმა გულშემატკივრის გული კიდევ ერთხელ მოიგეს და ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე.

ასევე ვისაუბრეთ 2017 წლის გეგმებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა კალათბურთელებმა წარმატებულად იასპარეზონ. ამისათვის მზადება დღეიდანვე დავიწყეთ კალათბურთის ფედერაციასთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად.

სამინისტრო მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენს კალათბურთელებს იმისათვის, რომ გუნდი საუკეთესოდ მოემზადოს, მაღალ დონეზე შეხვდეს ევროპის ჩემპიონატს და ასახელოს საქართველო.

ზაზა ფაჩულია, რა თქმა უნდა, გამორჩეული სპორტსმენი და პიროვნებაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანში სიამაყის გრძნობას იწვევს და სამაგალითოა ყველა სპორტსმენისთვის. ზაზამ სწორი არჩევანი გააკეთა და იმედია, ეს არჩევანი მას, როგორც NBA-ს ჩემპიონობით, ასევე "ყველა ვარსკვლავის" მატჩში თამაშით დაუფასდება.

რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი თითო ხმას არ დავიშურებთ იმისათვის, რომ ზაზამ წარმოადგინოს საქართველო ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმზე", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მიხეილ გაბრიჩიძე:

"ილიას ზუროსი საქართველოში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მადლობას ვუხდით ბატონ მინისტრს მიღებისა და ასეთი საინტერესო საუბრისთვის. სახელმწიფოს დახმარების გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნებოდა ქართული კალათბურთის და, ზოგადად, სპორტის განვითარება.

ასე რომ, მადლობას ვუხდით მთავრობას მხარდაჭერისათვის. შეხვედრა მართლაც საინტერესო გამოდგა, განვიხილეთ გასული წლის შედეგები და მიმდინარე წლის გეგმები.

სახელმწიფოსთან ერთად მაქსიმალურად ვიზრუნებთ კალათბურთის პოპულარიზაციისათვის, ვიწყებთ მზადებას ევრობასკეტისათვის და ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ნოემბრიდან პირველად ჩავერთვებით მსოფლიო თასის გათამაშების შესარჩევ ეტაპზე".

ილიას ზუროსი:

"დიდი მადლობა როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. გასულ სეზონზე ჩვენ ერთი მთლიანი გუნდის პრინციპით ვიმუშავეთ და წარმატებული შედეგიც გვქონდა.

2017 წელს ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ საქართველოს ევრობასკეტზე, გუნდური მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება, რადგან სხვანაირად გაგვიჭირდება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

რა თქმა უნდა, ყველანი ერთად მხარს ვუჭერთ ზაზა ფაჩულიას, ვფიქრობ, მან დაიმსახურა NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩში თამაში".

ევრობასკეტ 2017-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელის ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები უკრაინა, ისრაელი, ლიტვა, იტალია და გერმანია იქნებიან. ევროპის ჩემპიონატი სტარტს 31 აგვისტოს აიღებს, 6-გუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში, ანუ მერვედფინალში 4 საუკეთესო გადის. პლეი-ოფის მატჩები თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაიმართება, სადაც მოსახვედრად საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ საქართველოს ეროვნული ნაკრები 13-15 აგვისტოს თბილისში ტრადიციულ მერიის თასზე იასპარეზებს, სადაც ისლანდიის, ბელგიისა და ჩეხეთის ნაკრებებს შეხვდება. ეროვნული გუნდი ასევე მონაწილეობას მიიღებს ლიტვისა და საბერძნეთის საერთაშორისო ტურნირებზე, ჯამში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე გამგზავრების წინ 9 მატჩს გამართავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტზე თამაშის უფლება ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრმა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან და ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოსესიას სპორტული მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორზის" ცენტრი ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მოსახვედრად იბრძვის. ხმის მიცემის პროცედურა 17 იანვრამდე გრძელდება და გულშემატკივართა აქტივობისათვის 16 იანვარი ბოლო დღეა. საბოლოო შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდება, "ყველა ვარსკვლავის" მატჩი კი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში ჩატარდება.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან