24 წლის ნახევარმცველმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი სწორედ მაკედონიურ კლუბზე გააკეთა
საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა Sportall.ge-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არჩევანი მაკედონიურ კლუბზე, სკოპიეს "ვარდარზე" გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯიღაური, რომელიც თბილისის "დინამოში" თამაშობდა, ამიერიდან მაკედონიის მოქმედი ჩემპიონის ღირსებას დაიცავს. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი 2 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

- ოფიციალურად: ჯაბა ჯიღაური სკოპიეს "ვარდარის" ფეხბურთელია

- საინტერესოა, როდის გაჩნდა "ვარდარის" ვარიანტი?

- ინტერესი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაჩნდა. "ვარდარის" სიძლიერეში მაშინ დავრწმუნდი, როცა ზაგრების "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ვნახე.

- იყო თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებიდან? "ვარდარი" რატომ აირჩიე?

- კი, იყო ინტერესი სხვა გუნდებიდან, თანაც უკეთესი ჩემპიონატებიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ინტერესის დონეზე იყო, კონკრეტული არაფერი. მთავარი მიზეზი, რის გამოც "ვარდარი" ავირჩიე, ისაა, რომ ეს ძალიან ამბიციური და პერსპექტიული გუნდია, რომელსაც ჩემპიონობა და ჩემპიონთა ლიგისა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში სურს. კლუბის პრეზიდენტთან მქონდა საუბარი და დავრწმუნდი ამაში.

საამისოდ კი გუნდში ყველანაირი პირობაა შექმნილი. აქ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას ვერ მისცემ, არ გაპატიებენ.

- რამდენად რთული იყო თბილისის "დინამოს" დატოვება?

- ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე.

მსურს, თბილისის "დინამოში" მომუშავე თითოეულ ადამიანს, ვინც დღემდე მომიყვანა, ვინც ზრუნავდა ჩემზე, მამხნევებდა, მადლობა გადავუხადო. "დინამო" ყოველთვის ჩემს გულში იქნება და იმედი მაქვს, მალე დაიბრუნებს ძველ დიდებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ყოფილ გუნდს.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რომის "ლაციოს" სურდი. ეს ჭორი იყო თუ ტრანსფერი ჩაიშალა?

- "ლაციოს" ვარიანტზე მეც მითხრეს, თუმცა სიმართლეს რამდენად შეესაბამებოდა, არ ვიცი.

- კლუბში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად განიხილები თუ ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლა მოგიწევს?

- ჩემს პოზიციაზე გუნდში საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ გადმოვედი, მწვრთნელის დიდი სურვილია - მას ჩემი სჯერა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

- რა უნდა მოგცეს მაკედონიაში გატარებულმა პერიოდმა?

- რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე და ვხვდები, რომ თუ საქმეს მონდომებას არ დავაკლებ, პროგრესი გარდაუვალია. საკმაოდ ძლიერი მწვრთნელების ხელში ვარ, გუნდელებმა კი მითხრეს, რომ ჩემპიონატის დონეც მაღალია. ფიზიკურადაც, ყველა ძლიერია...

- გუნდში როგორ მიგიღეს?

- ისეთი დახვედრა მომიწყვეს, ვერც კი წარმოვიდგენდი. ჩემ მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი და ეს მაძლიერებს.

- სავარჯიშო პროცესების დროს რას ექცევა ყველაზე მეტად ყურადღება?

- სიახლე ნამდვილად არაა, რომ ევროპული კლუბები სწრაფ და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობენ. გამონაკლისი არც "ვარდარია": აქ აქცენტი მაღალ ტემპზე კეთდება. ასევე - 1-2 შეხებით თამაშზე, რაც თამაშს უფრო სანახაობრივს ხდის.

- როგორია შენი პირველი შთაბეჭდილებები ქალაქზე?

- სკოპიე ლამაზი ქალაქია. სამზარეულოც მომეწონა.

გიორგი
ბიჭო წახვედი, წახვედი, მაგრამ რომ ამბობ საქართველოს ჩემპიონატში და ,,დინამნოში" განვითარება არ მქონდაო, რა მაკედონიის ჩემპიონატი მაღალი დონისაა? ან ეგ კლუბი არის დინამოზე მაღალი დონის? დაფიქრდი სანამ რაიმეს იტყვი..
ამო
otara-ს. შენ როგორ ხარ წვერთან, მოშვებული გაქვს თუ ქორფა ხარ და ახლა შეგდის წვერი?
guro
ეს ხუმრობს ალბათ თუ რა ხდება??? მართლა გონია რომ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში წავიდა?
ვარდარი თუ დინამო?
ვარდარის მიერ ციდან ვარსკვლავების მოწყვეტის არავის სჯერა, მაგრამ ვაი იმ დინამოს, ვარდარზე უკეთესი რომ არ არის.
Dato-s
ხო, ყველა ფეხბურთელი მასე რომ ფიქრობს, ყველამ თავის თავს მიხედოსო, იმიტომაა, ცარიელი ტრიბუნების წინ რომ უწევთ თამაში. ნუ გაუწევენ ნურავის და ნურაფერს ანგარიშს და მერე ნუღა წუწუნებენ, აქ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, აქ ვერ ვვითარდებით და არავის ვაინტერესებთო .
luk
ვერ დაგეთანხმებით რო ვარდარი დინამოს არ ჯობია. პირობებით შეიძლება ვერა მაგრამ ნახეთ შარშან როგორ ებრძოლა ზაგრების დინამოს მაშინ როცა დინამომ უშანსოდ წააგო! წელს შეიძლება რომელიმე ჯგუფშიც შეზვრნენ,იმიტომ რომ ქართული კლუბებისგან განსხვავებით წლიდან წლამდე ვითარდებიან!
ნიკო
ეს ქართველი ფეხბურთელები ისეთ რაღაცას იტყვიან წარმატება რომ უსურვო მაგის სურვილსაც დაგიკარგავენ, ავადმყოფური თვით განდიდებით არიან შეპყრობილი. მაკედონიის ისეთივე ნაგავი ჩემპიონატი აქვს როგორც ჩვენ ვის აბოლებთ ხალხო, მაინც წარმატება ოღონდ შენი მოსატყუებელი არავინ არ არის.
ქომაგი
ამთთვის ფულია მთავარი და არა გუნდი. რც კი ცხვენია, ეროვნული ჩემპიონატი თურმე არ აძლევდათ განვითარების შანს. თითქოს 5-0 იგებდნენ ყველ თამაშს. გეთამაშათ თუ მაგრები იყავით და მოგეგოთ, სამტრედია ბათუმი და ტორპედო გჯობდათ მთელი სეზონი. ევროპა ლიგაზეც ვერ გახვედით რა უნდა გელაპარაკოთ...
romandro
უბრალოდ კლუბი შეიცვალე,თორე დონეში კლასში არაფელი სხვაობაა.
georgian
ჯაბა შენი არ ვიცი, მაგრამ მაკედონიაში ვცხოვრობდი და ვარდარი არის დინამოს დონის გუნდი. პირობებით დინამო სჯობს. წარმატებები!
uchas fani
ესეც ჩემი უჩასავით დაწყევლა ვიგაცამ :)
nika
carmatebebi jaba yvela shemtxvevashi magram ai mand rogor unda ganvitarde eg gagvagebine.fuli ki aqvs mag gunds magram sxva aranairi ganvitareba mand araaa.
Dato
ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუნდაც თავისი წვერ-ულვაშით,უკაცრავად და ვისი რა საქმეა გაიპარსავს თუ არა, ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ.
Dato
ღმერთმა ხელი მოუმართოს, თუნდაც თავისი წვერ-ულვაშით,უკაცრავად და ვისი რა საქმეა გაიპარსავს თუ არა, ყველამ ჩვენ თავებს მივხედოთ.
otara
წვერი გაიპარსე, სპორტსმენს დაემსგავსე და განვითარებასა და წინსვლაზე შემდეგ ისაუბრე, ისე წარმატებებს გისურვებ!
status quo
ვარდარში ხო მესის დონეზე განვითარდები.საქართველოზე უფრო ფარჩაკი ჩემპიონატია, დასავლეთ ევროპასთან ახლოა და მაგიტომ გადავიდა...
111
ვისაც საქმის კეთება უნდა არც წინა ფედერაცია აძლევდა ამის საშუალებას და არც ახალი აძლევს. სახელმწიფოს ფული დაიხარჯება კლუბებში ნათესავების დასაქმებაზე და მათ ხელფასებზე. დაფინანსებას ვაძლევთ ხალხს, რომლებიც ინვესტორად გვეცნობიან და შემდეგ თავის სამშობლოში 1000 დოლარიან ხელფასს ეძებენ. ეს დანაშაულია და სახელმწიფოს (მათ შორის ჩემიც) ფულის ფლანგვაა
svan
კიდევ კარგი წახვედი მაკედონიაში თორემ ხომ დარჩებოდი იგივე დონეზე ამხელა პოტენციალის კაცი! ზაზასგან ბეჭედს და შენგან თასს ველოდები აბა შენ იცი
გიორგი 78.
ჩვენი ჩემპიონატი გასაგებია,მაგრამ მაკედონიაში განვითარდება?
vova
ვარდარი რომ ჯობია დინამოს და მაკედონიური ფეხბურთი ქართულს ესეიგი საქართველოში ფეხბურთი გასაუქმებელია!
"დავბრუნდი, რათა..." - მესი მოულოდნელად განახლებულ "კამპ ნოუს" ეწვია
"11 ადამიანის 12-ის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია" - "ლიონისა" და პსჟ-ის მატჩში მსაჯობას დიდი სკანდალი მოჰყვა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...
[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ყაზახეთიდან საფრანგეთში - "გრენობლმა" ჯაბა ჯიღაური წარადგინა
ლეგიონი ჩემპიონთა ლიგაზე: "ვარდარისა" და ბატე-ს უქართველო მოგება-წაგება
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
ჯაბა ჯიღაური კარიერას საფრანგეთის მე-2 ლიგაში გააგრძელებს
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ჯაბა ჯიღაური "ვარდარის" ფეხბურთელი აღარაა
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
ევროპა ლიგა. პლეი-ოფი. I მატჩები: "მილანი" 6:0-ით იწყებს [VIDEO]
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი