ბაიერნის ფანები ნოიერის წინააღმდეგ

„შალკესთან“ მატჩი იმითაც გამოირჩა, რომ „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა მანუელ ნოიერის წინააღმდეგ სერიოზული აქცია ჩაატარეს. როგორც იცით, მიუნხენურ გრანდს ზაფხულში მანუელის ყიდვა უნდა, ფანებს კი გერმანიის ნაკრების მეკარე გულზე არ ეხატებათ მას მერე, რაც ამ უკანასკნელმა მათ თვალწინ „ბაიერნის“ ნებისმიერი ქომაგის უსაყვარლეს ფიგურას, ოლივრ კანს დასცინა, როცა 2009 წელს „ალიანს არენაზე“ კუთხურის ალამი ზუსტად ისე აფრიალა, როგორც კანმა 2001 წელს, როცა „ბაიერნმა“ „შალკეს“ ჩემპიონობა ბოლო ტურში, ბოლო

წამს გამოგლიჯა ხელიდან.

როცა ბურთით ნოიერი იყო, ფანები ისე ხმამაღლა იწყებდნენ სტვენას, როგორც არასდროს! „ალიანს არენას“ ტრიბუნებზე გადმოფენილი იყო უამრავი პლაკატი წარწერით Kოან Nეუერ! - რაც ბავარიული აქცენტითაა ნათქვამი და შემდეგს ნიშნავს: „არავითარი ნოიერი!“ ერთ-ერთ ტრანსფარანტზე ეწერა: „ნოიერ, შენ აქ სტუმარი ხარ და ყოველთვის სტუმარი იქნები!“ მეორე ტაიმში კი, „ბაიერნის“ ფანებმა უფრო შორსაც შეტოპეს და შემდეგი სიტყვების სკანდირებას მოჰყვნენ: „ნოიერ, დუ არშლოხ!“ - რაც თარგმანს არ საჭიროებს.

მატჩის მერე მანუელმა თქვა, როცა ფეხბურთს ვთამაშობ, პლაკატებსა და ტრანსფარანტებს არ ვაკვირდები და ფეხებზე მკიდია, სად რა ეწერაო. „ბაიერნის“ ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი განაცხადა, რომ ძალიან რცხვენია იმ საქციელის გამო, რაც ოთხშაბათს რეკორდმაისტერის ფანებმა ჩაიდინეს: „ბავარიის მთელი მხარე განთქმულია სტუმართმოყვარეობით. მანუელ ნოიერს „ბაიერნისთვის“ არაფერი დაუშავებია და ასეთ რამეს არ იმსახურებს. საფეხბურთო კლუბ მიუნხენის „ბაიერნის“ სახელით მას ბოდიშს ვუხდი იმისათვის, რაც დრეს „ალიანს არენაზე“ მოხდა.“

იგივე აზრისაა გერმანიის ნაკრების მეკარეების მწვრთნელი ანდრეას კიოპკეც - ნოიერი ბუნდესგუნდის დამსახურებული მეკარეა და თანაც, „ბაიერნისთვის“ არაფერი დაუშავებიაო. ფაქტია, რომ ამ ყველაფრის შემდეგ მანუელს „ბაიერნში“ გადასვლის სურვილი აღარ ექნება და მიუხედავად რეკორდმაისტერის შეფების უდიდესი მონდომებისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსფერი ჩაშლილია.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა