ბერიკა შუკაკიძე: "დიდი იმედი გვაქვს, რომ "ჩიხურა" საკუთარი სტადიონისა და მოედნების პრობლემას ამიერიდან აღარ წააწყდება"
ზამთრის შესვენების შემდეგ, საჩხერის "ჩიხურა" თბილისში შეიკრიბა, "ზამთრის" თასზე ითამაშა და პარალელურად, პირველად იპოდრომზე ივარჯიშა, 21 იანვრიდან კი თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა.

ცნობილია, რომ ახალი სეზონისთვის გუნდში საკადრო ცვლილებები მოხდა: საბა ლობჟანიძეს იჯარის ვადა ამოეწურა და თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. გიორგი რეხვიაშვილსა და ლაშა გვალიას კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და კლუბიდან წავიდნენ. "ჩიხურაში" კი სამი ახალწვეული ჰყავთ: ზაზა ჭელიძისა და ბაქარ მირცხულავას გარდა, ცნობილი გახდა, რომ საჩხერელებთან კონტრაქტი ნიკა გელაშვილმაც გააფორმა.

"ჩიხურა" არსებობის ისტორიაში ვიცე-ჩემპიონი პირველად გახდა. მაგრამ "სამტრედიასთან" მარცხმა გუნდის მინუსებიც გამოაჩინა.

"ჩვენ ახლა ვცდილობთ, ისეთი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, რომლებიც უფრო მაღალ სისწრაფეებზე ითამაშებენ. სოსო ფრუიძე 3-4 პოზიციაზე ცდილობდა მოთამაშეების დამატებას. ნაწილი დავიმატეთ. კიდევ რამდენიმეს დამატება გვსურს. მათ შორის, ლეგიონერებიც იქნებიან, ოღონდ, კარგი დონის მოთამაშეები, რომლებიც ჩვენ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებას მოახერხებენ.

მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, ჩვენთვის სასურველ პოზიციებზე ადგილობრივი რესურსი თუ არ გვეყოფა", - ამბობს კლუბის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

ძველი არენის რეკონსტრუქცია

ჯერ კიდევ უცნობია, მომავალ წელს უმაღლესი ლიგის გუნდებს რა მოთხოვნებს წამოუყენებენ. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ჩანაფიქრი არახალია - სფფ-ის თავკაცებს სურთ, რომ ეროვნული ჩემპიონატის თამაშები საღამოს, განათებაზე გაიმართოს, რათა ტურნირი უკეთ შეიფუთოს და საყურებლად უკეთესი იყოს.

ცხადია, დავინტერესდით, ასეთი შემთხვევისთვის საჩხერელები თუ ემზადებიან:

"ინფრასტრუქტურის გამოსწორება ფეხბურთის ფედერაციის შესაძლებლობის ფარგლებს აღემატება. თუმცა, სახელმწიფო პროგრამით ამ მიზნისთვის გამოყოფილი ყოველწლიურად დასარიცხი 7 მილიონი ლარის გამოყენებაზე საკმაოდ გონივრული მიდგომა მოიფიქრეს - ამ თანხას გაანაწილებენ არა თანაბრად, არამედ, მათზე, ვინც სახსრების ნაწილს თავადაც მოიზიდავს.

ამ ეტაპზე განათებას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ სამი მოედნის საფრის შეცვლაზე ვფიქრობთ და სამივე ბუნებრივი იქნება. პირველი მათგანი ივანწმინდის სარბიელზე დაიგება, ორი კი - საჩხერის ძველ სტადიონზე. ამას გარდა, ერთი არასტანდარტული მოედანიც მოეწყობა, რომელსაც მეკარეების სავარჯიშოდ და ფიზიკური დატვირთვებისთვის გამოვიყენებთ, ბალახის საფარი სავარჯიშო სარბიელზე რომ არ გაფუჭდეს.

ეს პირველი ეტაპის გადაუდებელი ამოცანაა. ორ კომპანიას დაველაპარაკეთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ საჩხერის "ჩიხურა" საკუთარი სტადიონისა და მოედნების პრობლემას ამიერიდან აღარ წააწყდება".

შუკაკიძის თქმით, ბალახის საფარის დაგებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებებია მიღებული:

"მომავალ წელს ისევ ივანწმინდაში ვითამაშებთ. მაგრამ ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ 2018 წლის დასაწყისისთვის საჩხერის არენა ისე მოვაწესრიგოთ, რომ განათებაც იყოს, გასახდელებიც, საშხაპეებიც, მსაჯების, დელეგატებისა და საექიმო ოთახები და ტრიბუნებიც თანამედროვედ მოვაწყოთ, საშინაო შეხვედრებს რომ ვუმასპინძლოთ".

საჩხერელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, გუნდი შეკრებებს თურქეთში გაივლის:

"ორი შეკრება დაიგეგმა ანთალიაში და ორივე 12-12 დღით. თურქეთიდან 1 თებერვალს დავბრუნდებით. მერე ხანმოკლე პაუზა გვექნება, ისევ შევიკრიბებით და მეორე შეკრებაზე გავემგზავრებით, რომელიც 6-18 თებერვალს გვექნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
ოთხი კი არა, ერთი ევრო სტანდარტის სტადიონი გააკეთეთ და ერთი ბაზა. ეს არის სწორედ არა პროფესიონალიზმი როგორ უნდა დაგეგმო შენი ბიუჯეტი ეს არ იციან არცერთმა კლუბის ხელმზგვანელმა.
dato
თუ იმ დონის არაა რომ დააწინაურონ რატო დააწინაურებენ
levani
ვისთვის აშენებთ სტადიონს? რაც საჩხერეში ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა არცერთი ფეხბურთელი არ დაუწინაურებია ფრუიძეს მთავარ გუნდში,ბავშვები იმედგაცრუებულები არიან,ბევრმა თავი დაანება თამაშს,ზოგმა მოუკლო და ვარჯიშის ხალისი აღარ აქვთ,ამათ კიდე ფეხებძე კიდიათ არიან თბილად,ხელფასი კარგი აქვთ და სულ ფეხებზე კიდიათ ქართული ფეხბურთის მომავალი,აი ესაა სიმართლე.
ჩიხურა
რაც თავი მახსოვს სულ სტადიონის გაკეთებაზე ლაპარაკობთ.ივანწმინდაში დარჩეს სავარჯიშოთ და გააკეთეთ საჩხერის ცენტრალური სტადიონი და აღარ დაგვცინიან.გარშემო ყანები არისო.არადა თვითონ სარდაფებში ათევენ ღამეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს