"ბორჯღალოსნების" სამი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი, ლევან მაისაშვილი და ბრედ ჰარისი - უკვე სამი დღეა, ახალ ზელანდიაში იმყოფება
"ბორჯღალოსნების" სამი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი, ლევან მაისაშვილი, ბრედ ჰარისი და საქართველოს რაგბის კავშირის აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა უკვე სამი დღეა, ახალ ზელანდიაში იმყოფებიან.

ორკვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისინი ზე რაგბის (ზე 18) ორი ფრანჩაიზის მუშაობის პრინციპებს ეცნობიან:

15-22 იანვარს ოქლენდში, "ბლუზის" ბაზაზე იცხოვრებენ, ხოლო 23-26 იანვარს ველინგთონში გადაინაცვლებენ და ზე რაგბის მოქმედი ჩემპიონის, "ჰარიქეინზის" მზადების პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მწვრთნელები სრულად იქნებიან ჩართულნი კივური გუნდების სავარჯიშო პროცესში. პარალელურად, ზაზა ლეჟავა ამ კლუბების აკადემიათა მუშაობის პრინციპებს გაეცნობა.

ქართველთა ვიზიტს "ბლუზის" ოფიციალური ვებგვერდი გამოეხმაურა და სტატია გამოაქვეყნა მილტონ ჰეიგის კომენტარებით:

"ჰეიგი მიიჩნევს, რომ "ბლუზის" ბაზაზე გატარებული ერთი კვირა ქართულ რაგბის ხანგრძლივ პერსპექტივაში დიდ სარგებელს მოუტანს.

ორშაბათიდან "ბლუზში" თავად ჰეიგი, ნაკრების შერკინების მწვრთნელი ბრედ ჰარისი, დაცვის მწვრთნელი ლევან მაისაშვილი და ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზაზა ლეჟავა სტუმრობენ. მათ აქვთ საშუალება, რომ ელიტარული გუნდის მზადების პროცესში სრულად ჩაებნენ.

"მივიღეთ ფრიადი შესაძლებლობა, რომ საკუთარი თვალით ვიხილოთ და ჩართულნი ვიყოთ "ბლუზის" მზადებაში. თავში უამრავი აზრი მიტრიალებს. მათი მეშვეობით საქართველოს ნაკრები გაძლიერდება" - ამბობს ჰეიგი.

ჰეიგი საქართველოში გადასვლამდე, 2008-11 წლებში, "ქაუნთიზ მანუკაუს" წვრთნიდა და მასთან "ბლუზის" მთავარი მწვრთნელის, ტანა უმანგას თანაშემწე სთივ ჯექსონი მუშაობდა.

"ამ ვიზიტის შედეგად დავრწმუნდი, რომ სამწვრთნელო ფილოსოფიის კუთხით სწორ გზაზე ვდგავართ და ეს ძალიან კარგია. უდიდესი სიამოვნება მივიღე ტანასა და მისი ამალის მუშაობის ხილვით", - აღნიშნა ჰეიგმა.

ქართული რაგბი დღითიდღე ძლიერდება. ეროვნულმა ნაკრებმა უკვე დაიბევა მომდევნო, 2019 წლის მსოფლიო თასზე თამაში. ამავდროულად, საქართველო წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

"საქართველოში რაგბი გეომეტრიული პროგრესით იზრდება. პირველად რომ ჩავედი, სულ სამი სარაგბო მოედანი იყო. ახლა მათმა რაოდენობამ ოცს უწია. უკვე მსოფლიო დონის შესაფერი ბაზები გვაქვს. იზრდება ნიჭიერ მოთამაშეთა თაობა. ვიმედოვნებ, რომ ზრდის ტემპი მომავალშიც შენარჩუნდება" - ამბობს ჰეიგი".

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ზურა
მილოტენ ჰეიგი ძაან მაგარი კაცია, ამ კაცისნაირად ბევრი ქართველი ურაპატრიოტებიც რომ აზროვნებდნენ მართლა კარგად იქნებოდა ჩვენი საქმე
ჯონდო
ვახ რა უმადურია ეს ხალხი. მახო ქართველი რომ ყოფილიყო ხო მაგარი მწვრთნელი იქნებოდა? ჩვეულებრივი ღრუზინი ხარ
სოსო
მახო,იქნებ აგვიხსნა რაში ცრუობს?რაიმე იცი,თუ შთაბეჭდილება გრჩება ასეთი? ჩემი აზრით ბიჭებმა უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს,მაგრამ იმაში რომ ნაკრები ახალ,უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა,მწვრთნელების და მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში მილტონ ჰეიგის ღვაწლი უზარმაზარია.ჩვენს ნაკრებს მწვრთნელებში აშკარად უმართლებს და ამიტომ რაგბის ფედერაციას სრულიად ვენდობი,მას ჯერჯერობით დიდი შეცდომა არ დაუშვია და როცა მილტონ ჰეიგი თავის რესურსს ამოწურავს მასაც ჩაანაცვლებენ სხვა უფრო მაღალი რანგის მწვრთნელით,ბატონი მილტონი კი აქედან გასაშვები კაცი არ არის,მისი გამოყენება მომავალშიც დიდ სარგებელს მოუტანს ქართულ რაგბის უკვე სხვა რანგში.
maxo
მე მგონია რომ ცრუობს ადგილის შენარჩუნების მიზნით.ჰეიგის დამსახურება 15% ია, ხოლო ბიჭების 85.
patrioti
ამ კაცს დაფასება ჭირდება და არის უმაგრესი პიროვნება
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ცვლილება ჩემპიონთა ჯახში
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან
როგორ ზრდის მოზარდებს საქართველოს რაგბის კავშირის აკადემია
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში შეკრებაზე გაემგზავრა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
"ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბში ორი ავსტრალიელი მწვრთნელი იმუშავებს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
საქართველოს 7-კაცა ნაკრები "ბორჯღალოსნებმა" გააძლიერეს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
გვაქვს ამბიცია, ოლიმპიადის საგზური მოვიპოვოთ - საქართველოს 7-კაცა დუბაის ტურნირზე გაემგზავრა
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები