"შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე უელსურ "სქარლეთსთან" მოპოვებული ისტორიული გამარჯვებიდან (23:7) ერთი კვირის თავზე, "ავჭალაზე" ისრაელის "თელ-ავივ ჰითს" 27:17 სძლია და ზედიზედ მესამედ გახდა რაგბი ევროპის სუპერთასის მფლობელი.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა პირველ ტაიმში 17-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ტაიმი 14, გარკვეული დროით კი 13 კაცის ამარა დავრჩით, "შავმა ლომმა" შეძლო უპირატესობის შენარჩუნება და "ავჭალის" ტრიბუნაზე შეკრებილი 3 ათასი ქომაგის გახარება.

"მარტივი თამაშის მოლოდინი არც გვქონდა. "ჰითს" მეშვიდედ შევხვდით და მათთან იოლი თამაში არც ერთხელ გვქონია. ის ერთი თავით მაღლა დგას ტურნირის სხვა მონაწილეებზე და შანსის გამოყენებას მაქსიმალურად ეცადა. პირველ ტაიმში დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ და შეგვეძლო გამარჯვებამდე მშვიდად მივსულიყავით, მაგრამ სადღაც ემოციამ გვძლია, სადღაც დისციპლინამ გვიმტყუნა. დიდი ზეწოლის ქვეშ მოვექეცით წითელი ბარათის მიღების შემდეგ.

მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ამ გამარჯვებისთვის, სიხარულისთვის, თამაშში უზარმაზარი ენერგია ჩადეს. მიუხედავად პრობლემებისა, მათ მესამედ აწიეს სუპერთასი. "შავი ლომი" ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს, ისტორიას ქმნის და მადლობა ყველას, ვინც მის დაარსებას საფუძველი ჩაუყარა", - ამბობს მაისაშვილი.

შეგახსენებთ, 2024 წლის იანვარში "შავი ლომი" ჩელენჯ თასს დაუბრუნდება და 13-ში სტუმრად "კასტრს" ერკინება, 20-ში კი თბილისში "კლერმონს" დაუხვდება.

Rugby.ge

15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
"ბარსელონას" ფეხბურთელის აზრით, მისი გუნდი პსჟ-ზე და "რეალზე" უკეთესია
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
[VIDEO] 18 წლის ხარებაშვილის ორი საგოლე პასი თურქეთის სუპერლიგაში
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს