ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პოდოლსკი დორტმუნდს ემუქრება!

პოდოლსკი დორტმუნდს ემუქრება!

დღეს დორტმუნდის „ბორუსია“ საკუთარ „ვესტფალენშტადიონზე“ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ „კიოლნს“ მასპინძლობს
ბუნდესლიგის წინა ტურში, მიუნხენის „ბაიერნის“ დამარცხებით გაბედნიერებულმა დორტმუნდელებმა პირველად სწორედ ამ კვირაში აღიარეს ოფიციალურად, რომ ჩემპიონობისთვის იბრძვიან. გერმანიის პირველობის 25-ე ტურს დღეს სწორედ ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი ხსნის - „ბორუსია“ საკუთარ „ვესტფალენშტადიონზე“ (იმედია, არ გვიწყენთ, რომ დორტმუნდელი ქომაგების მსგავსად, „ბორუსიას“ ჩვენც ისევ „ვესტფალენშტადიონად“ მოვიხსენიებთ და არა „სიგნალ იდუნა პარკად“, როგორც მას კომერციული მიზნების გამო რამდენიმე წლით დაარქვეს) საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ „კიოლნს“ მასპინძლობს.

„ბაიერნთან“ მოგებული მატჩის შემდეგ, ემოციური ზეიმის დროს, ნური შაჰინმა „ბორუსიას“ მთავარ მწვრთნელ იურგენ კლოპს შემთხვევით სათვალე გაუტეხა და ორშაბათის შემდეგ, კლოპის დამტვრეული სათვალე BVB-ს მუზეუმში, საპატიო ადგილზე დევს. შესაბამისად, კლოპი დღეს მოედანზე მიმდინარე მოვლენებს ახალი სათვალით დააკვირდება.

მას მერე, რაც იურგენმა დორტმუნდული კლუბი ჩაიბარა, „შავ-ყვითლებს“ 49 მატჩი მოაგებინა და თუ BVB დღესაც გაიმარჯვებს, ეს კლოპისთვის „დორტმუნდის“ მწვრთნელის რანგში საიუბილეო, რიგით 50-ე მოგება იქნება. პირდაპირ ვთქვათ, რომ „ბორუსიას“ მორიგი სამი ქულის აღების საუკეთესო შანსი აქვს, რადგან „კიოლნი“ იმ გუნდების კატეგორიას განეკუთვნება, დორტმუნდში თითქმის ყოველთვის რომ მარცხდებიან ხოლმე. თვითონ განსაჯეთ: ზუსტად 20 წელია, რაც „კიოლნს“ დორტმუნდში არ მოუგია. „თხები“ საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, განსაკუთრებით კარგად კი მათი ლიდერი ლუკას პოდოლსკი გამოიყურება, რომელმაც მეორე წრის 7 მატჩში 6 გოლის გატანა შეძლო, რითაც სეზონის მეორე ნახევრის საუკეთესო ბომბარდირია.

პირველ წრეში „ბორუსიამ“ კიოლნში 2:1 მოიგო და თუ გახსოვთ, იმ მატჩს დიდი სკანდალი მოჰყვა, რომელიც სწორედ პოდოლსკის დამსახურება იყო. გაგახსენებთ: ლუკასმა ანგარიში რომ გაათანაბრა, დორტმუნდელთა თურქ ნახევარმცველ შაჰინს უხამსი ჟესტი გაუკეთა და თითების კომბინაციით გაახსენა 3:0 - სწორედ ამ ანგარიშით დაამარცხა იმ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიამ თურქეთი. თუმცა პოდოლსკიმ შაჰინის პროვოცირება ვერ შეძლო. მეტიც: რამდენიმე წუთში სწორედ შაჰინმა გაიტანა გამარჯვების გოლი და ამით გახარებული პოდოლსკის შემართული მუშტით ცხვირწინ ჩაუსრიალდა - რითაც ანიშნებდა, რომ ეს შურისძიება იყო. ლუკასი კი ძალიან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდა...

პოდოლსკი და შაჰინი დღეს ისევ შეხვდებიან ერთმანეთს. პოლდი ამბობს, შაჰინი საერთოდ არ მაინტერესებს, დორტმუნდიდან კი სამი ქულის წაღებაზე ვფიქრობო. „თხების“ მთავარი მწვრთნელი ფრანკ შეფერი კი პირობას დებს, რომ თამაშამდე პოდოლსკის სერიოზულად დაელაპარაკება და აუხსნის, რომ დორტმუნდელების პროვოცირება მას კარგს არაფერს მოუტანს.

„ფაქტია, რომ დორტმუნდელი გულშემატკივრები პოდოლსკის სტვენას აუტეხავენ და ლუკასი ამისთვის მზად უნდა იყოს, ნერვები არ უნდა მოეშალოს. მე მას აუცილებლად დაველაპარაკები და დავარიგებ, - აცხადებს შეფერი და იქვე დასძენს, - პირველი წრისგან განსხვავებით, ლუკასი ახლა გუნდის კაპიტანია და გაცილებით მეტი მოეთხოვება. ნერვებს არ უნდა აჰყვეს და ფეხბურთის გარდა არაფერზე არ უნდა იფიქროს. იმედი მაქვს, რომ შაჰინს აღარ დაუპირისპირდება.“

მაშინ პოლდიმ და შაჰინმა თამაშის მერე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ითქვა, რომ შერიგდნენ, მაგრამ თუ ლუკასის ხასიათს გავითვალისწინებთ, ეს უფრო პუბლიკაზე გათვლილი ჟესტი იყო და არა გულახდილი შერიგება.

ბორუსია (დ)-კიოლნი 23:30
ტრავმა: ოვომოიელა, კაგავა, ზიდანი - ჟერომელი, მაკენა, შორხი, მატუშიკი, ჩიჰი

სტატისტიკა: კიოლნი-ბორუსია (დ) 1:2. დორტმუნდელებს „კიოლნთან“ საკუთარ მოედანზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ (12 მოგება, 1 ფრე) და ბოლო ხუთიდან ხუთივე მოიგეს

სავარაუდო შემადგენლობები

ბორუსია დ. (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, გროსკროიტცი - ბარიოსი.

კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მოჰამადი, პეცონი, აიხნერი - ლანიგი, პეტიტი - ჟაჟალო, პოდოლსკი, კლემენსი - ნოვაკოვიჩი.

არბიტრი: გიუნტერ პერლი (პულახი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბორუსია (დ) 24 18 4 2 52-14 58

2. ლევერკუზენი 24 13 7 4 50-34 46

3. ჰანოვერი 24 14 2 8 34-31 44

4. ბაიერნი 24 12 6 6 50-30 42

5. მაინცი 24 13 1 10 37-30 40

6. ჰამბურგი 24 11 4 9 35-32 37

7. ფრაიბურგი 24 11 4 9 31-31 37

8. ნიურნბერგი 24 10 6 8 34-32 36

9. ჰოფენჰაიმი 24 8 9 7 41-35 33

10. შალკე 24 8 6 10 29-29 30

11. კიოლნი 24 8 5 11 31-42 29

12. ზანკტ პაული 24 8 4 12 27-38 28

13. აინტრახტი 24 8 3 13 24-34 27

14. ვოლფსბურგი 24 6 8 10 29-34 26

15. ვერდერი 24 6 7 11 30-50 25

16. კაიზერსლაუტერნი 24 6 6 12 33-42 24

17. შტუტგარტი 24 6 4 14 42-47 22

18. ბორუსია (მ) 24 5 4 15 35-59 19.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს