ფიფას დირექტორს უცნაური იდეები აწუხებს
ამსტერდამის "აიაქსისა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, მარკო ვან ბასტენის აზრით, რომელიც ამჟამად ფიფას დირექტორის პოსტზე მუშაობს, ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმება სპორტის ამ სახეობას წაადგება:

"საინტერესოა, როგორი იქნება ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობის გარეშე. ახლანდელი ფეხბურთი ძალიან ჰგავს ხელბურთს, მოთამაშეები ხაზზე მწკრივდებიან და ნამდვილ კედელს ქმნიან. ბალახის ჰოკეიში თამაშგარე გააუქმეს და ამას პრობლემები არ მოჰყოლია. ფეხბურთიც მალე შეეგუებოდა ასეთ სიახლეს", - განაცხადა ჰოლანდიელმა გერმანულ "ბილდთან" ინტერვიუში.

ვან ბასტენი შორს მიდის და მხოლოდ თამაშგარეს წესის გაუქმებაზე არ ჩერდება. მისი აზრით, პენალტების სერიაც გასაუქმებელია. უკეთესი იქნება, ყინულის ჰოკეის მსგავსად, ბულიტების დარტყმა: "მივცეთ თითოეულ მოთამაშეს 8 წამი, რომლის განმავლობაში მან დარტყმა უნდა შეასრულოს. ბურთი კი 25 მეტრის მანძილიდან წამოიღოს", - ამბობს ვან ბასტენი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ბულიტები პრაქტიკაში იყო 90-იანი წლების ბოლოს ამერიკაში. ბულიტებით არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა.

ვან ბასტენის სხვა იდეები:

- თითოეულ მოთამაშეს სეზონში 55-60 მატჩზე მეტის გამართვის უფლება არ უნდა ჰქონდეს;

- მოედანი გაიყოს ოთხ სწორ ნაწილად;

- ყვითელი ბარათების გაუქმება და ნარინჯისფერი ბარათების შემოღება (10-წუთიანი გაძევება, როგორც რაგბიშია).

ეს ყველაფერი კარგი, სახალისო წასაკითხია, როცა ფეხბურთის ლეგენდას ასეთი იდეები აწუხებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მარკო ვან ბასტენის ამჟამინდელი თანამდებობაც - იგი ფიფას ტექნიკური განვითარების დირექტორია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
მოედნის 4 ნაწილად კი არა ტაიმების გაყოფაზე ამბობს 2 ნაწილად. ე.ი. 4 ტაიმი 3 შესვენებით.
arsena
ვისაც მოგბეზრდათ,სპორტის სხვა სახეობაზე გადადით ან სხვა რამით გაერთედ!
გია
რაღაცა რო უნდა შეიცვალოს ფაქტია, მოსაწყენი გახდა უკვე ფეხბურთის ყურება, იმატა მოსაწყენმა და უალამაზო მატჩებმა,ხანდახან ისე ჩაივლის მთელი თამაში ერთ ხეირიან მომენტს და კომბინაციას ვერ ნახავ...ლუდის და თევზის ხათრით უყურებენ ეხლა უმეტესობა ფეხბურთს,თორე ისე არაფერი საინტერესო აღარ ხდება, სულ ერთფეროვანი თამაშებია...
Gia
თამაშგარეს და პენალტების ნაწილში ვეთანხმები.უფრო საინტერსო გახდება ფეხბურთი.ტან მსაჯის შეცდომებიც გამოირიცხება
დინჯი
რა ვიცი, ძიუდოს ვგულშემატკივრობ 1970 წლიდან,მახსენდება:მაშინდელი წესები ბევრად ჯობდა დღევანდელს(სუბიექტური აზრი). ფეხბურთი ძიუდო არაა, მას მსოფლიო უყურებს და უფრო მეტად საფრთხილოა ამდენი სიახლის შემოტანა.
ვეტერანი
ვიღაცამ აზროვნება დაიწყო ფიფა-ში რაც გასაკვირია, თამაშის ყველა წესი შესაცვლელია ზოგიერთი ისეთი კომიკურია პაროდიების წერა შეიძლება: ვთქვათ ქუჩაში მიდიხართ და ვიღაცამ წიხლი გითავაზათ, მოირბინა პატრულმა და აუფრიალა ყვითელი ბარათი. დღის ბოლომდე კიდევ თუ ამოაკრავ წიხლს ვინმეს სახლში წახვალ და ხვალ საერთოდ ვერ გამოხვალ გარეთო. ხომ მარაზმია და ეს მარაზმი 1966წ. მერე ძალაშია. სასწრაფოს გამოძახება რომ დაგჭირდეთ უბნის ინსპექტორს უნდა შეუთანხმოთ? მსაჯი მივა დახედავს და მერე დართავს ნებართვას შევიდეს ექიმი მოედანზე თუ არა. ბევრი ალოგიკური წესია და ყველა გამოსასწორებელია, მაგრამ არ უნდათ.
effe
ბარემ გამოვიდეს და თქვას ფეხბურთს აღარ უყუროთო... არ ვიცი შეიძლება ზოგს 8-5 ან 9-8 მოეწონოს ანგარიშად მაგრამ პრემიერლიგური 1-0 მირჩევნია...
papa
ყვითელი ბარათის ფერის შეცვლა ვერ გავიგე რა საჭიროა, ისე 10 წუთიან გაძევებას ვემხრობი.
ჩოგანა გორელი
მოედნის ოთხად გაყოფა ვერ გავიგე, დანარჩენი კი მგონია ფეხბურთის მომავალი განვითარებისათვის წინადადგმული ნაბიჯი იქნება.
ვეტერანი
ორი წლის უკან,წელსაც,ფიფა-ს, უეფა-ს და ჩვენს ფედერაციას მოვთხოვე გაეცათ პასუხი იმ 10 ცვლილებაზე წესებში, რომელიც ამ თამაშს სულ სხვა განზომილებაში გადაიყვანდა, პასუხი მივიღე კურიოზული "გადავწყვიტეთ არ გიპასუხოთო". იმ 10 სიახლეში იყო თამაშგარეს გაუქმება ან მარტო საჯარიმოში დატოვება. ყვითელი და წითელი ბარათის გაუქმება, 11 მეტრიანის დანიშვნა სეიოზული დარღვევისათვის, მიუხედავად დარღვევის ადგილისა. მოთამაშეთა გამოცვლაზე და უკან დაბრუნებახე რაიმე შეზღუდვის მოხსნა. ყოველ წელს კონტინენტების ჩემპიონატების ჩატარება ყველას მონაწილეობით და იმავე წელს საუკეთესო გუნდებით მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. რა თქმა უნდა ვიდეო რეფერი, გუნდებიდან თითო წარმომადგენელთან ერთად მომუშავე და ყველა უსამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უფლებით, თამაშის გაჩერების გარეშე. ფრეს გაუქმება დამატებითი მონაცემის შემოღებით, ან სტუმარი გუნდისათვის 1ქულის მიმატება, რომელიც ახლა იკარგება......... ეს და კიდევ სხვა ბევრი სიახლე დიდი ხანია არსებობს, 2013 წლის ივნისში ჩავატარე საჩვენებელი მატჩი, განსხვავებული წესებით, რომელიც 8:5 დამთავრდა. ბასტენის იდეაზეც არ იკადრებს ჩვენი ფედერაცია პასუხის გაცემას???
felisio
დანარჩენი სიახლეები არ ვიცი მაგრამ ვფიქრობ თამაშგარეს მოხსნა მართლაც საინტერესოს გახდის ფეხბურთს, რადგან მეტი ზონა გათავისუფლდება და ლამაზი ფეხბურთისთვის მეტი საშუალება შეიქმნება
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
შევჩენკოსა და კიდევ სამ ფეხბურთელს დღეს "მილანის" დიდების დარბაზში შეიყვანენ
'სრული იდიოტიზმი!' - ვან ბასტენმა ტენ ჰაგი გააკრიტიკა
"ეს სიმართლეა?! - შეუძლებელია!" - კვარაცხელიამ ლეგენდარული ვან ბასტენიც გააოგნა
"ეშმაკმა დალახვროს, შენ ხომ მცველი ხარ" - დე ბურმა და ვან ბასტენმა კანსელუ გააკრიტიკეს
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
მესისა და რონალდოს გარეშე - ვან ბასტენმა მისი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა