დღეს პრო-ლიგის ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს "პენჯაბ როიალსი" და "ჰარიანა ჰამერსი" დაუპირისპირდებიან
ფოტოზე: ხინჩეგაშვილს დღეს შანსი ეძლევა, ინდურ ლიგაში იმ ერთადერთი წაგებისთვის რევანში აუღოს სანდეეპ ტომარს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და მისი "პენჯაბ როიალსი" ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალში გავიდნენ და დღეს, 19 იანვარს ჩემპიონობისთვის დაუმარცხებელ "ჰარიანა ჰამერსს" შეხვდებიან.

გუშინ პენჯაბელებმა დაძაბულ ნახევარფინალში 5:4 დაამარცხეს "მუმბაი მაჰარატხი" და ახლოს არიან საბოლოო გამარჯვებასთან.

საბედნიეროდ, მოიგო ხინჩეგაშვილმაც - კაპიტანმა ამჯერადაც ღირსეულად უკაპიტნა თავის კლუბს და ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეორედ აჯობა ინდოელ რაჰულ ავარეს, ამჯერად - 12:5.

ეს გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეხვდნენ ერთმანეთს და პენჯაბელებმა მაშინაც იმარჯვეს, ოღონდ 4:3, ხოლო ხინჩეგაშვილმა ავარე დაამარცხა. გორელ ფალავანს ახლა ინდოეთის პრო-ლიგაში ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოგება დაუგროვდა. რომ არა დასანანი წაგება წინა ტურში, უდანაკარგო შედეგი ექნებოდა.

გუშინდელ ნახევარფინალში ისევ მოიგო ხინჩეგაშვილის თანაკლუბელმა, ქალთა შორის ნიგერიელმა მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა ოდუნაიო ფოლასადე ადეკუოროემ (53) - მასპინძელ ლალიტა სერავატს 16:0 აჯობა. აღსანიშნავია, რომ აფრიკელი ქალბატონი ზედიზედ მეორე სეზონია, ინდოეთის ლიგაში დაუმარცხებელია. პენჯაბელთაგან იმარჯვა რუსთა ციმბირელმა ილიას ბეკბულატოვმა (65) - 17:0 ინდოელ ვიკაშთან, და ასევე ინდუსმა ქალმა ნირმალა დევიმ (48), ვინც 2:2-ზე აჯობა კოლუმბიელ პან-ამერიკული თამაშების მესამეპრიზიორ კაროლინა კასტილიო იდალგოს. ასევე ფრეზე - 8:8-ზე მოიგო ინდოელმა პანკაჯ რანამაც (70) თანამემამულე პრიტამთან.

ამდენად, დღეს პრო-ლიგის ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს "პენჯაბ როიალსი" და "ჰარიანა ჰამერსი" დაუპირისპირდებიან. ხინჩეგაშვილს შანსი ეძლევა, ინდურ ლიგაში იმ ერთადერთი წაგებისთვის რევანში აუღოს მეტოქის წევრ სანდეეპ ტომარს - ჩვენებური წინა ტურში სწორედ მასთან დამარცხდა. შემადგენლობითაც "ჰარიანა" უფრო ტიტულოვანი ჩანს - რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს ჩემპიონები, მაგომედ ყურბანალიევი (70) და აბდუსალამ გადისოვი (97), ქალებში ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსნები, ტუნისელი მარვა ამრი (58) და შვედი სოფია მატსონი (53), დანარჩენ წონებში კი უტიტულო ინდოელები ჰყავთ.

ცხადია, პენჯაბელთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხინჩეგაშვილია, თუმცა მათ შემადგენლობაშია ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი და რიოს თამაშების ფინალისტი ტოგრულ ასგაროვი და ზემოხსენებული ბეკბულატოვი (ორივე - 65), იგივე ნიგერიელი ადეკუოროე და ბელორუსი მსოფლიოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ვასილისა მარზალიუკი (75). ამდენად, "პენჯაბს" ფინალში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუმცა დაველოდოთ დღევანდელ შეხვედრას.

ხინჩეგაშვილს პრო-ლიგის ტოპ-ხუთეულში შესასვლელად ვერც ამ მოგებამ უშველა. იქ ასევე არ არის ასევე წაუგებელი ადეკუოროე. წაუგებელთაგან იქ გადისოვი და კანადელი ოლიმპური ჩემპიონი ქალი ერიკა ვიბე (75) შედიან, თუმცა ხუთეულს 9.8 კოეფიციენტით ამრი ლიდერობს. 9.4 აქვს ყურბანალიევს, 9.2 - აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვს (74). გადისოვის ანგარიშზე 8.5-ია, 5.2 კი ვიბეს აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
ინდოეთის ლიგა: ლადო ხინჩეგაშვილმა არაფრით გამორჩეულ მოჭიდავესთან წააგო
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ისევ სპორტში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ხალიჩას უბრუნდება
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თავის ტიტულებს ერთიც მიამატა
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...