ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მაგარი უკრაინელები თბილისში: მარკევიჩი კანკავას ემადლიერება, დემიანენკოს უკვირს...

მაგარი უკრაინელები თბილისში: მარკევიჩი კანკავას ემადლიერება, დემიანენკოს უკვირს...

მაგარი უკრაინელები თბილისში: მარკევიჩი კანკავას ემადლიერება, დემიანენკოს უკვირს...

"ზამთრის თასზე" უკრაინიდან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გვესტუმრა. "ლელომ" რამდენიმე მათგანთან ინტერვიუ ჩაწერა. ვფიქრობთ, ეს მოგონებები და შეფასებები დაგაინტერესებთ...

ხოჭოლავას საგრძნობი პროგრესი აქვს, ლიპარტია კი მეტ ნდობას იმსახურებს

მაკეევკაში დაბადებული ედუარდ ციხმეისტრუკი თავის დროზე ბულგარეთში გადაბარგდა და "ლევსკიში" ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ერთ წელიწადში მოსკოვის "სპარტაკში" მიიწვიეს და რუსული "ოქროს" გემოც გაიგო. სწრაფმა ფორვარდმა უკრაინის ნაკრებში სულ 7 მატჩი ჩაატარა, კარიერა კი ახლახან, სამი წლის წინ მოყვარულთა გუნდში დაასრულა და ამჟამად ჩვენი კოლეგაა - ტელეკომპანია "2+2-ის" ექსპერტი და საფეხბურთო მიმომხილველი გახლავთ...

- ბევრ ქვეყანაში ვეტერანთა ჩემპიონატები იმართება და ნაკრებები ისეთ შეკრებებს მართავენ, ბევრი გუნდი რომ ვერც იოცნებებს. უკრაინელ ვეტერანთა გუნდი მუდმივმოქმედია თუ შემთხვევიდან შემთხვევამდე იკრიბება?

- სპონტანურად ვიკრიბებით ხოლმე, მაგრამ საკმაოდ ხშირად გვიწვევენ რაიონებში, ზოგჯერ უცხოურ ტურნირებზეც.

- დონეცკსა და ლუგანსკში ფეხბურთელებს მაინც თუ გიშვებენ?

- ადრე ვეტერანთა ტურნირებსა და მატჩებს დონბასში ხშირად ატარებდნენ. ახლა კი, თავადაც იცით, იქ ჩასვლა, სამწუხაროდ, შეუძლებელია. თუმცა ბიჭებთან ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ვცდილობთ, ერთმანეთი არ დავკარგოთ.

- წელიწადში რამდენი შეხვედრა გამოგდით?

- 35-40 თამაშს მაინც ვატარებთ.

- ამდენს არათუ ჩვენი ვეტერანები, უმაღლესი ლიგის გუნდებიც არ თამაშობენ!

- უკრაინაში ვეტერანთა ნაკრების ტრადიცია არსებობს და ვცდილობთ, შეთამაშებული გუნდი გვყავდეს.

- ქართველების გვერდით გითამაშიათ?

- დონეცკის "მეტალურგის" დროიდან, ყველაზე ახლოს დემეტრაძეს და ჯამარაულს ვიცნობ. გამიხარდა, თბილისში რომ ჩამოვედი. მეგობრებთან ერთად დავსხედით, დავილაპარაკეთ, ახალგაზრდობა გავიხსენეთ... ყოველთვის სასიამოვნოა, როცა ძველ თანაგუნდელებს თუ, უბრალოდ, კარგ ნაცნობებს მოინახულებ. სხვა საშუალება, რომ მსგავსი შეხვედრა შედგეს, ფაქტობრივად, არც არსებობს.

- თავად, როგორც შევიტყვეთ, ტელევიზიაში მუშაობთ...

- საფეხბურთო მიმომხილველი ვარ და ექსპერტის როლშიც მიწვევენ.

- ომმა უკრაინულ ფეხბურთზე რამდენად სერიოზული გავლენა იქონია?

- რა თქმა უნდა, ომმა ძალიან მძიმე დაღი დაგვასვა. ფეხბურთი ხომ ისე ზუსტად ასახავს ცხოვრებას, როგორც არც ერთი სხვა სახეობა. ცხოვრების დონეც საგრძნობლად დაეცა. რას ვიზამთ, ქვეყანაში ომია.

- უკრაინის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებიდან რომელი მოგწონთ?

- საუკეთესო უდავოდ კობახიძეა, რომელიც ახლა თურქეთში გადავიდა. საწყენია, რომ ასეთი კარგი ფეხბურთელები მიდიან, მათი დონის შემცვლელებს კი ჯერ ვერ ვხედავთ. აქვე ხოჭოლავასაც ვახსენებ, რომელსაც დიდი პროგრესი ჰქონდა. ლიპარტია სტაბილური და კარგი მოთამაშეა. მაგრამ მიმაჩნია, რომ "ზორიაში" მეტ ნდობას იმსახურებს.

წლებია, აქ

არ ვყოფილვარ

ასაკოვან და საშუალო ასაკის გულშემატკივრებს, რომელთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბოლო წლები ახსოვთ, ანატოლი დემიანენკოს წარდგენა არ დასჭირდებათ. კიევის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების (80 მატჩი, 6 გოლი) ერთ-ერთი ლიდერი 1980 წელს ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1988 წელს - ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

კიეველთა კაპიტანი და მარცხენა მცველი 1985 წელს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მის მიღწევებშია სსრკ-ის 5-გზის ჩემპიონობა, 4 თასი და 3 სუპერთასი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულმა (1986) უეფას სუპერთასზეც (1986) ითამაშა. არის მსოფლიოს სამი (1982, 1986, 1990) და ევროპის ერთი (1988) ჩემპიონატების მონაწილე.

დემიანენკომ კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და ავარჯიშებდა კიევის "დინამოს", ბაქოს "ნეფთჩის", უზბეკურ "ნასაფს", ლუცკის "ვოლინს"... თბილისს ის ვეტერანთა ნაკრების მწვრთნელის რანგში ესტუმრა:

- ყველაფერი უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. ასეთი ტურნირები ძალიან კარგი და მისასალმებელია. ბოლოს და ბოლოს, იმდენ მეგობარს შევხვდი, წლებია, რაც არ მინახავს.

- საქართველოში ბოლოს როდის იმყოფებოდით?

- ოოო!.. ძალიან დიდი ხნის წინათ. თბილისი რომ დავათვალიერე, ვეღარ ვიცანი, როგორ შეცვლილა და გალამაზებულა. არადა, ადრე წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვდიოდით. საქართველო ძალიან მიყვარს, რადგან თბილისის დინამოელებთან ყველაზე მეტად ვმეგობრობდით. ძალიან მომენატრეთ! თუმცა ცხოვრება და გადატვირთული გრაფიკი ერთმანეთთან შეხვედრის ასეთ საშუალებას აღარ გვაძლევდა.

- თანამედროვე ქართულ ფეხბურთს თუ იცნობთ?

- ვიცნობ და, სამწუხაროდ, ვიცი, რომ საუკეთესო დროება არ გიდგათ. არადა, ქართული ფეხბურთი გამორჩეული იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რომ ეკითხათ, წარმატებას რომელი ქვეყნები მიაღწევენო, უპირველესად, საქართველოს, უკრაინასა და რუსეთს დავასახელებდი... სულ მიკვირდა, თქვენს ნაკრებსა და კლუბებს რა სჭირდათ. მაგრამ პროცესი, რაც თქვენ წლების წინათ გაიარეთ, ახლა უკრაინაშიც ხდება - ომი და გაჭირვება ფეხბურთს ძალიან აზარალებს. მაგრამ დონე აუცილებლად აიწევს, საქართველო და უკრაინა საფეხბურთო ქვეყნებია და შეუძლებელია, ჩვენი სიტყვა არ ვთქვათ.

კანკავა ჩემი

გუნდის დაცვას

აცემენტებდა...

უკრაინელ ვეტერანთა შორის მირონ მარკევიჩიც გვესტუმრა - მისი საფეხბურთო კარიერა ლვოვის "კარპატიში" დაიწყო, მაგრამ სახელი მწვრთნელობით უფრო გაითქვა. 2005 წლიდან ხარკოვის "მეტალისტს" ავარჯიშებდა და გუნდი ჯერ უეფას თასის 1/8 ფინალში გაიყვანა (2008/09), ხოლო მერე 1/4 ფინალში (2011/12). სულ ოთხ შეხვედრაში უთავკაცა უკრაინის ნაკრებს და ერთი მატჩიც არ წაუგია. პარალელურად, "მეტალისტსაც" თავკაცობდა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციამ გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობის ბრალდებით 9 ქულა დააკლო და პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.

მარკევიჩი პირველი და ერთადერთი უკრაინის მწვრთნელია, რომელმაც ამ ქვეყნის კლუბი დამოუკიდებლობის პერიოდში ევროპული გათამაშების ფინალამდე მიიყვანა - ეს 2015 წელს მოხდა, როცა ჯაბა კანკავას დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" ევროპალიგის ფინალში "სევილიასთან" 2:3 დამარცხდა.

მარკევიჩმა ეს წარმატება ოკუპანტებთან მებრძოლ უკრაინელ მეომრებს მიუძღვნა. 2016 წლის დასაწყისში, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო კომიტეტმა მარკევიჩი მსოფლიოს 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა. 2016 წლის ივლისიდან ის უკრაინის სხვადასხვა ნაკრების კომიტეტის ხელმძღვანელია...

- "ზამთრის თასზე" უკრაინის გუნდის შემადგენლობაში იყავით, მაგრამ ძალიან ცოტა ითამაშეთ...

- 65 წლის ვარ და ჩემს ასაკში ძალიან ძნელია თამაში პატარა მოედანზე, სადაც სულ უნდა იმოძრაო. იმითიც ბედნიერი ვარ, აქ რომ ჩამოვედი, ახალგაზრდების გვერდით ვიყავი და ლამაზი სანახაობის მომსწრე გავხდი. სხვათა შორის, თუ არ მეშლება, საბჭოთა პერიოდში ვიყავით, როცა თბილისის "დინამო" სერიოზული გუნდი იყო. არადა, აქაურობა მიყვარს. ჯერ ერთი, ლამაზი ქალაქია, მეორეც იმიტომ, რომ ხალხის სტუმართმოყვარეობა მართლაც გასაოცარია.

- როგორც ვიცით, ახალგაზრდობის პერიოდიდან მეგობრობთ შოთა ჭეიშვილთან...

- მოსკოვში მწვრთნელთა უმაღლეს სკოლაში ერთად ვსწავლობდით და იმ დროიდან დავმეგობრდით. შოთა ნიჭიერი მწვრთნელი და წესიერი ადამიანია. როცა ჩამოვედი, ვნახე და ძალიან გამიხარდა.

- უკრაინული ფეხბურთის ამჟამინდელ მდგომარეობაზე რას გვეტყვით?

- გული მტკივა, როდესაც ვხედავ, გუნდები რა დღეში არიან. ხარკოვის "მეტალისტი" დაიშალა, "დნიპროს" კი, რომელიც ორი წლის წინათ ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, ახლა ისე გაუჭირდა, რომ არავინ უწყის, რა ბედი ელის.

- ასეთი უიმედო მდგომარეობაა?

- იმედს ვინარჩუნებთ, მაგრამ ესეც პირობითია. ჩვენთან ომია და ყოველდღე არაერთი ახალგაზრდის დაღუპვის ამბავს ვიგებთ. ასეთ გარემოში ძნელია ფეხბურთის დონე შევინარჩუნოთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დროება უნდა გადავიტანოთ, სხვა გზა არც გვაქვს. ესაა ჩვენი პრობლემა, თორემ შორეულ პერსპექტივაში ფეხბურთი აუცილებლად განვითარდება.

- როგორც ვიცით, ნაკრებების კომიტეტს ხელმძღვანელობთ. პრობლემები ამ დონეზეც საგრძნობია?

- პრობლემები ყველაფერს დაეტყო, მაგრამ ვცდილობთ, ნაკრებებს სახე შევუნარჩუნოთ.

- საქართველოს ფედერაციასთან ნაკრებების ამხანაგურ შეხვედრაზე მოლაპარაკება ხომ არ გქონიათ?

- იყო მოლაპარაკება და იმედია, ადრე თუ გვიან ეს თამაში გაიმართება. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გააჩნიათ და ეს ურთიერთობა ხშირ საფეხბურთო კავშირებშიც უნდა აისახოს.

- როგორც მწვრთნელს, ყველაზე დიდხანს ლაშა ჯაკობიასა და ჯაბა კანკავასთან გიმუშავიათ...

- ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ლაშა "მეტალისტის" კაპიტანი გახლდათ, ჯაბა კი ძალიან დამეხმარა, ძლიერი გუნდი რომ ჩამომეყალიბებინა. ის ნახევარდაცვას აცემენტებდა და "დნიპრო" ევროპის ლიგის ფინალში რომ გავიდა, ამისთვის მან ძალიან ბევრი გააკეთა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია