საქართველოს ნაკრებისა და ნალჩიკის "სპარტაკის" თავდამსხმელი რუსეთის ჩემპიონატის დაწყებისთვის ემზადება

ნალჩიკის “სპარტაკი” სეზონისთვის მზადებას ასრულებს. ყარაჩაევო-ჩერქეზეთის კლუბმა თურქეთში ბოლო ორი შეხვედრა ჯერ დონეცკის “შახტართან” გამართა და 0:0 ითამაშა, 1 მარტს კი კიევის “დინამოსთან” 0:2 წააგო. უკრაინულ კლუბებთან შეცვლაზეც არ უთამაშია საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ დავით სირაძეს.

“სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნალჩიკელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ეშტრეკოვმა კიეველებთან ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა და გასასინჯ ფეხბურთელებს აკვირდებოდა. ამ შემთხვევაში სირაძის უთამაშებლობა კიდევ გასაგებია, მაგრამ დონეცკელებთან მოედანზე საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა და რატომ არ ითამაშა, ამ კითხვით თავად ფეხბურთელს მივმართეთ.

“მცირე ტრავმა მაწუხებს, 9 თებერვალს სომხეთის ნაკრებთან მატჩის დროს კუნთი გამეჭიმა. მართალია, სერიოზული არაფერია, მაგრამ თურქეთში შეკრებაზე ჩასულს კუნთი ისევ ამტკივდა და ეშტრეკოვმა დამასვენა. თუმცა თავს უკვე კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვემზადები.

კიევის “დინამოსთან” სათამაშოდ მზად ვიყავი კიდეც, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატი 12 მარტს გვეწყება და, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები ამხანაგურია, ასეთ დროს თამაში მაინც სარისკოა, თანაც “დინამოსთან” მწვრთნელმა გასასინჯი ფეხბურთელები ათამაშა”, – გვითხრა სირაძემ.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს