"ბრაზილიაში მწვრთნელი ფეხბურთელის მეგობარია, რუსეთში კი მტერი..."
ფოტოზე: გიორგი ასრიაშვილი და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი კარლოს დუნგა

უცნაური შემთხვევაა: ქართველი მცველი გიორგი ასრიაშვილი 4 წელი ბრაზილიურ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა, პორტუგალიაში თამაშობდა და ახლა, დროებით, საქართველოში სათამაშო პრაქტიკაზე ფიქრობს...

"წარმოშობით ქართველი ვარ, მამა ახლაც თბილისში ცხოვრობს. დედა კი რუსია და მეც სანკტ-პეტერბურგში გავიზარდე. "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, მერე ვთამაშობდი "ლოკომოტივ-პრიმორსკში" და "ზენიტის" ჭაბუკთა გუნდში. მაგრამ მწვრთნელმა მიმახვედრა, რომ ჩემზე დაყრდნობას არ აპირებდა და სწორედ მაშინ დავიწყე ფიქრი, ბრაზილიაში როგორ მოვხვედრილიყავი და საბოლოოდ, ეს მოვახერხე კიდეც. თამამად ვიტყვი, რომ ბრაზილიაში 4 დაუვიწყარი წელიწადი გავატარე", - ამბობს გიორგი ასრიაშვილი.

ის სამხრეთ ამერიკაში გატარებულ პერიოდს იხსენებს:

"18 წლის ვიყავი, ოსკარ ბერნარდის მიერ გახსნილ საფეხბურთო აკადემიაში რომ გამსინჯეს და ჩამრიცხეს. ბერნარდი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის მონაწილე გახლავთ. ამერიკაში ფეხბურთის განვითარება რომ დაიწყეს, "ნიუ იორკ კოსმოსში" ბეკენბაუერთან და ნეესკენსთან ერთად თამაშობდა. სან პაულოდან 100კმ-ში, ქალაქ აგუს დელინდოიაში მაღალი დონის საფეხბურთო აკადემია და სასტუმროა, სადაც ფეხბურთელები და სტუმარი გუნდები ვცხოვრობდით.

მთავარი ის არის, რომ იქ მაღალ დონეზე გვავარჯიშებდნენ და კლუბ "ბრაზილისში" ვთამაშობდით. მაგრამ უცნაური ისაა, რომ ეს გუნდი ოფიციალურ ტურნირებში არ მონაწილეობს, მხოლოდ საკონტროლო შეხვედრებს ატარებს ბრაზილიურ და ევროპულ კლუბებთან. ერთხელ რივალდოსა და ლუკასის "სან პაულოს" შევხვდით, მაგრამ 0:6 წავაგეთ.

თამამად ვიტყვი, რომ თავს რუსული ფეხბურთის აღზრდილად არ მივიჩნევ. ამ 4 წლის განმავლობაში ბევრი ვისწავლე და საკმაოდ გავიზარდე. თავად ბერნარდი ძალიან უბრალო ადამიანია. მას ბევრი ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ერთხელ ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარეკა გამაცნო. იცით, განსხვავება რა არის? იქ მწვრთნელი შენი მეგობარია, რუსეთში კი ლამის - მტერი".

24 წლის ფეხბურთელი 2016 წელს პორტუგალიის რანგით მესამე ლიგის კლუბ "ეშმორიშში" თამაშობდა:

"მარჯვენა მცველი ვარ, ჩემს პლუსად დიდ სისწრაფესა და ამტანობას მიიჩნევენ. ბრაზილიაში გაზომეს, რომ 34,74 კმ/სთ-ში სისწრაფით დავრბოდი. ბრაზილიაში ყოფნისას, ჩემით პორტუგალიელი მენეჯერი დაინტერესდა და ამ ქვეყნის მე-3 ლიგის "ალბაში" წამიყვანა. მაგრამ იქ მწვრთნელთან ურთიერთობა ვერ ამეწყო და "ეშმორიშში" გადავედი, სადაც ბოლო ორი სეზონი ვითამაშე, 2016 წელს თითქმის ყველა მატჩი ჩავატარე.

კარგად მახსოვს, რუსეთში შესვენებაზე რომ წავედი და პირველ ლიგაში "ზენიტი 2"-"ტოსნოს" თამაშს დავესწარი, გაოცებული დავრჩი - მეგონა, მაღალი დონის ფეხბურთს ვნახავდი და აღმოჩნდა, რომ პორტუგალიის მე-3 ლიგას არაფრით სჯობდა, ჩემი ყოფილი გუნდი ორივეს მოუგებდა".

ასრიაშვილი ამბობს, რომ დროებით საქართველოში თამაშსაც არ გამორიცხავს:

"პორტუგალიაში მენეჯერთან კონფლიქტი მომივიდა, რის გამოც პრობლემები კლუბთანაც შემექმნა და საბოლოოდ, წამოსვლა მომიხდა. დიდად გული არ დამწყვეტია, რადგან დაბალი ხელფასები იყო, 600-დან 1500 ევრომდე. ამჟამად ახალ კლუბს ვეძებ.

ზაფხულში სომხეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ გაუგებრობა მოხდა და ვერ მოხერხდა. ახლახან კი ჩეხეთის მესამე ლიგის კლუბში თამაში შემომთავაზეს.

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბიდან დაინტერესება თუ იქნება, რატომაც არა, ჩამოვალ და ვითამაშებ - საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე ლეგენდებს არ ვყვები, არ ვამბობ, რომ დანი ალვეში ვარ, მაგრამ ძალებს მოვსინჯავ, იქნებ, რომელიმე გუნდს გამოვადგე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ეს ერთობა?? ესეთ ჭ კლასს სად მიაგენით? ჩვენები პოლონეთის ლიტვის და კვიპროსის უმაღლეს ლიგებში რომ მიდიან იმათ ემდურით ხოლმე და ეს კაცი ისეთ გუნდში გაიზარდა რომელიც არც ერთ ჩემპიონატს არ თამაშობდა და მარტო ამხანაგურებში იღებდა მონაწილეობას იმასთან ვისაც ეცალა და ისიც უბანში
არჩილ ხოფერია
"მარჯვენა მცველი ვარ, ჩემს პლუსად დიდ სისწრაფესა და ამტანობას მიიჩნევენ. ბრაზილიაში გაზომეს, რომ 34,74 კმ/სთ-ში სისწრაფით დავრბოდი". 34.74 კმ/სთ მეტრ წამებში გადაყვანილი არის 9,65 მ/წმ! ასეთია უსეინ ბოლტის რეკორდი 100 მეტრზე. მიაქციეთ ამ ფეხბურთელს ყურადღება!
namdvili zaza
ერთმა უკრაინელმა საფეხბურთო ჩინოსანმა მითხრა, სომხური გუნდები ასეთ უვარგის ქართველ ფეხბურთელებს იმისთვის იმატებენ რომ თავისი გენეტიკაში გადაზრდილი კომპლექსი ჩაიხშონო. ანუ გამოჩნდეს რომ სომხების ფონზე ქართველი ფეხბურთელები ვერ ქაჩავენო. თურმე ამით კაიფობენ...
ვახო
კარგია, რომ ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს და წარმატებები, მაგრამ მეტი სტატია ვერავიზე მოიფიქრეთ? ერთი ეგ გამოვა ალვეში და მეორე საქართველოს ნაკრები ბრაზილია. სომხეთში რომ ექნება საოცნებო თამაში...
megre
ჩემი სუბიექტური აზრია რომ როდესაც მაღალი დონის საფეხბურთო აკადემიაში მაღალ დონეზე გავარჯიშებენ და მიუხედავად ამისა 25 წლის ასაკში შენით მხოლოდ პორტუგალიის, ჩეხეთის... მესამე დივიზიონის გუნდები ინტერესდებიან ფეხბურთს უნდა შეეშვა და რაღაც სხვა საქმიანობას უნდა მოჰკიდო ხელი

ucnauria rato debt amaze saertod rame infos ra uda vis daekarga sasaciloa satirali ro ar ikos :D :D :D :D :
kn
შვილო ბევრს ...
Lasha
რითია გამორჩეული ეს კაცი ქართული ფეხბურთისთვის? რანგით მესამე ლიგა პორტუგალიასა და ჩეხეთში... გიბრალტარის ნაკრებისთვის შესანიშნავი ვარიანტია.
გიორგი
საერთოდ რატომ წერთ ასეთ ფეხბურთელებზე? ყველგან პრობლემა შეექმნა მენეჯერთან პრობლემა შეექმნა ძალიან სასაცოლოა.ისე წარმატებებს ვუსურვებ.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კლუბის ყიდვა და კარიერის განახლება - დანი ალვეში შესაძლოა, მოედანს დაუბრუნდეს
სიგარეტი, ალკოჰოლი და სხვა - ალვეშს შესაძლოა, ციხეში ახალი ბრალდება წაუყენონ
სექსი ორმხრივი შეთანხმებით - უდანაშაულო დანი ალვეში ერთი წელი ციხეში იჯდა
"გააცნობიეროს, რომ სავარაუდო მოძალადე უყვარს" - გაუპატიურებაში ბრალდებული ალვეშისა და მისი ყოფილი მეუღლის შერიგების დეტალები
ალვეშმა ციხეში დიდი დარტყმა მიიღო - ის ზოგჯერ საკვებზე უარს აცხადებს
ნეიმარმა 1 მილიონის სანაცვლოდ დანი ალვეში გაათავისუფლებინა