"მანჩესტერის" ტოპ-სამიზნეები ბერნარდო სილვა და ანტუან გრიზმანი
12:07. "იუვენტუსი" მზადაა, "არსენალში" გაუშვას მირალემ პიანიჩი, ოღონდ სანაცვლოდ ალექსის სანჩესი მიიღოს. ჩილელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2018 წელს უმთავრდება.

12:12. ხორვატი ფორვარდი ნიკოლა კალინიჩი ჩინეთში მიდის. "ფიორენტინა" მის ნაცვლად 45 მილიონ ევროს მიიღებს, კალინიჩი კი - წელიწადში 12 მილიონ ევროს. ამ დროისათვის ხორვატი წლიურად 1,2 მილიონ ევროს იღებს. კალინიჩით დაინტერესებული გუნდია "ტიანძინი", რომელმაც ცოტა ხნის წინ აქსელ ვიტსელი იყიდა.

12:15. "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ თქვა, რომ მოილაპარაკა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მემფის დეპაის ტრანსფერის თაობაზე. "იუნაიტედი" დეპაის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ორი წლის წინ "იუნაიტედმა" 29 მილიონი გადაუხადა დეპაის სანაცვლოდ "ეინდჰოვენს". "დეილი მეილი" წერს, რომ კონტრაქტის მიხედვით, ინგლისურ გრანდს დეპაის დაბრუნების უფლება აქვს.

12.31. "მანჩესტერ სიტიმ" ბრაზილიელი გაბრიელ ჟესუსი წარადგინა.

12:36. "გაცოფებული ვარ ჟურნალისტებზე. ისინი წერენ, რომ ჩემი კლიენტი ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს. ეს სრული სისულელეა. კლუბში მისით კმაყოფილები არიან", - თქვა ლუკ შოუს აგენტმა.

12:45. ჩინელი ფანები ამ ქვეყანაში ჩასულ კარლოს ტევესს დიდი ზეიმით დახვდნენ.

13:02. დიეგო კოშტა მანიპულირებს ჩინური ინტერესით, რათა ახალი კონტრაქტი გამოგლიჯოს "ჩელსის" ხელმძღვანელობას. ის კვირაში 346 ათას გირვანქას ითხოვს. ამის თაობაზე "სანი" წერს.

13:05. "ჩელსი" მზადაა, კოშტას კვირაში 260 ათასი ევრო გადაუხადოს.

13:11. "კრისტალ პალასი" მზადაა, 11,5 მილიონი ევრო გადაუხადოს "ტოტენჰემს" ბენ დევისის სანაცვლოდ.

13:21. "მონაკოს" პორტუგალიელი შუახაზელი ბერნარდო სილვა "მანჩესტერს" და "რეალს" უნდათ. ისინი მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევრომდე გაიღონ. ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეშია.

13:34. "სქაი სპორტის" ინფორმაციით, ერთბაშად სამი ჩინური კლუბი მზადაა, 580 ათასი ევრო მისცეს კვირაში საფრანგეთის ერთ-ერთ ლიდერს, დმიტრი პაიეს. პაიეს კი "მარსელში" უნდა წასვლა. ის მზადაა, 30 პროცენტით ნაკლები აიღოს იქ, ვიდრე "ვესტ ჰემში" იღებს.

13:44. პაიემ თქვა, რომ თუ "ვესტ ჰემი" მას შინ არ გაუშვებს, სპეციალურად გაიწყვიტავს კუნთს.

13:52. "ვესტ ბრომვიჩი" "უოტფორდს" ოდიონ იგალოს თაობაზე ელაპარაკება. დაახლოებითი ფასი 20 მილიონი ევროა.

13:56. ემანუელ ადებაიორმა "ლიონში" გადასვლა იუარა, რადგან აფრიკის თასზე ტოგოს ნაკრებში თამაში სურს.

14:01. ჯონათან კალერი შესაძლოა, "ვესტ ჰემიდან" წავიდეს. მას მეტი თამაში უნდა. მსურველი "ლას პალმასია". მისი გადაბირება კიდევ რამდენიმე კლუბს სურს.

14:18. "საუთჰემპტონმა" ჟოზე ფონტეს თაობაზე ორი წინადადება მიიღო. მსურველები არიან "ვესტ ჰემი" და "ვესტ ბრომვიჩი".

14:31. "ბოკა ხუნიორსს" სერხიო რომერო აინტერესებს. ჟოზე მოურინიო ალბათ, არ დათანხმდება. ასეთ შემთხვევაში დე ხეა შემცვლელის გარეშე დარჩება.

14:37. "ლივერპულმა" "საუთჰემპტონს" სახო არ ათხოვა. მამადუ მხოლოდ იყიდება, 23 მილიონ ევროდ.

14:59. "იუვენტუსმა" 19 წლის რიკარდო ორსოლინი იყიდა. მის სანაცვლოდ "ასკოლი" 4,5 მილიონ ევროს მიიღებს და ასევე, იჯარით აიყვანს ელვის კაბაშის.

15:10. რივალდო დარწმუნებულია, რომ კოუტინიო "ბარსელონას" გამოადგება. "ეს არის შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელიც იცნობს ნეიმარს. ტრანსფერის ალბათობა არის, რადგან "ბარსელონას" ყოველთვის საუკეთესოები მიჰყავს. თუ ტრანსფერი შედგება, "ბარსელონა" ამით იხეირებს" - თქვა რივალდომ.

15:16. მინო რაიოლას რჩევით, ჯანლუიჯი დონარუმა არ ჩქარობს "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

15:29. "მინდა, რომ ალექსის სანჩესი და მესუთ იოზილი დარჩნენ. ეს ორი ფეხბურთელი გუნდის მომავალია. ალექს, არავის მოუსმინო, დარჩი", - თქვა "არსენალის" ლეგენდამ, ტიერი ანრიმ.

15:35. "ბირმინგემმა" "მიდლსბროს" ნახევარმცველი ემილიო ნსუე აიყვანა. კონტრაქტი 3,5 წლით გაფორმდა. მისი ღირებულება 1,1 მილიონი ევროა.

15:41. რადიო "მარკა" არ არის დარწმუნებული, რომ ლუის ენრიკე "ბარსელონაში" დარჩება. მის მემკვიდრეებად სახელდებიან ერნესტო ვალვერდე (ბილბაო) და რონალდ კუმანი (ევერტონი).

15:54. "ბაიერნის" ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი კავშირები მაქვს. სწორედ ამიტომ ავირჩიე "რეკორდმაისტერი" და არა ლონდონის "ჩელსი". ინგლისში გადასვლა სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა", - თქვა "ბაიერნის" ახალწვეულმა ზიულემ.

16:05. დევიდე სანტონმა შესაძლოა, "ინტერი" დატოვეს. მისი სამსახურით "ესპანიოლია" დაინტერესებული.

16:13. კარლოს ტევესი ჩინეთში წარადგინეს.

16:33. დმიტრი პაიე "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებმა სოციალური ქსელიდან წაშალეს.

17:02. ლივერმორი "ჰალს" ტოვებს. მისი შეძენა "ვესტ ბრომვიჩს" სურს 9 მილიონ ევროდ.

17:12. "ტუტოსპორტი" წერს, რომ მადრიდის "რეალს" დონარუმას შეძენა სურს.

17:17. "არ ვარ დარწმუნებული, რომ დმიტრი პაიე გუნდიდან წავა. მე მას უკვე ვუთხარი, რომ ჩვენს ლიდერებს ცენტების სანაცვლოდ არ ვყიდით", - თქვა "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა.

17:23. ფაბიან გიფერმა "შალკე" "ბრისტოლ სიტიზე" გაცვალა.

17:28. ისლანდიის ნაკრების წევრი სვერირ ინგასონი 1,5 მილიონ ევროდ "ლოკერენიდან" "გრანადაში" გადავიდა.

17:34. ლიონელ მესის მამას, ხორხეს არ სჯერა, რომ მისი შვილი "ბარსელონას" დატოვებს. "არაფერია სახიფათო", - თქვა მან.

17:40. "დეილი მეილი" წერს, რომ "ლესტერმა" გასტონ რამირესის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო შესთავაზა "მიდლსბროს".

17:51. შვედეთის ნაკრების წევრი ოსკარ ჰილემარკი "პალერმოდან" კიევის "დინამოში" გადადის 2,8 მილიონ ევროდ. შეიძლება ტრანსფერის ღირებულება 3,5 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

17:53. პერ მერტეზაკერმა "არსენალთან" კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე გააგრძელა.

18:01. "გლადბახის" მცველი უილიან კორბი "საუთჰემპტონს" აინტერესებს. ფეხბურთელის სანაცვლოდ "წმინდანები" მზად არიან, 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. ეგაა, "ბილდი" არ აკონკრეტებს, ახლა თუ ზამთარში.

18:07. "იუნაიტედს" "აიაქსის" შემტევის, კასპერ დოლბერგის გადაბირება სურს.

18:16. "ჰალი" და "ვესტ ჰემი" სნოდგრასისათვის იბრძვიან. "ჩაქუჩები" მზად არიან, ფეხბურთელის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო გადაიხადონ.

18:35. ლეო ულოამ "ლესტერს" გუნდიდან გაშვება სთხოვა. მისი სამსახურით "ალავესია" დაინტერესებული.

18:54. რონალდ კუმანმა დაადასტურა, რომ ჟერარდ დეოლოფეუმ შესაძლოა, "ევერტონი" დატოვოს. "მისთვის უკეთესი იქნება, თუ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს", - თქვა "ევერტონის" დამრიგებელმა. ესპანელის იჯარით აყვანა "მილანს" სურს.

19:12. "მანჩესტერ ივნინგი" წერს, რომ კეილორ ნავასს პეპ გვარდიოლა აკვირდება.

19:20. ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ სუპერლიგაში ხელფასები დაიწევს.

19:29. "ანტუან გრიზმანი კიდევ დიდხანს ითამაშებს "ატლეტიკოში" - ასე უპასუხა კითხვას ფეხბურთელის "მანჩესტერში" შესაძლო გადასვლის თაობაზე "ატლეტიკოს" პრეზიდენტმა სერესომ. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ გრიზმანმა სიტყვიერად შეათანხმა კონტრაქტი "წითელ ეშმაკებთან".

19:42. "ლონდონ ივნინგის" ცნობით, ჟოზე ფონტე წუთი-წუთზე გახდება "ვესტ ჰემის" წევრი.

19:48. კარლო ანჩელოტიმ გამორიცხა მარკო ვერატის ტრანსფერი "ბაიერნში". "მარკოს დიდი ხანია, ვიცნობ. ჩემი აზრით, ის კიდევ დიდხანს დარჩება "სენ-ჟერმენში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
ჯიქიას გუნდი თურქეთის სუპერ ლიგიდან გავარდა და ჩერჩესოვი ფეხბურთელს უკან რუსეთში უხმობს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს" - "ლივერპულში" ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
აპელაციამ არ გაჭრა - "საუთჰემტონი" პლეი-ოფის ფინალიდან მოხსნეს
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
ფერანი რჩება - "ბარსელონა" ტორესს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
მოტას ტოპ 5 ლიგაში დასაქმების რამდენიმე ვარიანტი აქვს
"ცოტა შევშინდი" - დემბელემ თავისი მდგომარეობის შესახებ კომენტარი გააკეთა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-0 დინამო (თბ). თითქოს, დრო გაჩერდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. ის, ვინც მოედანზე განსხვავებას ქმნის...
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-4 ტორპედო. პირველი ტაიმის შემდეგ ვინ იფიქრებდა...
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბენფიკას" მოურინიოს შესაძლო შემცვლელთა შორის ორი კანდიდატი ჰყავს
მიქაუტაძის შემდეგ ვინ უშველის "ლიონს"? - ფრანგულ გუნდში კვლავ მძიმე სიტუაციაა
[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"
გამოცდილი ნახევარმცველი შეიძლება პსჟ-ში პორტუგალიურ დიასპორას შეუერთდეს
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მოურინიომ "რომას" დეპაით გაძლიერება მოისურვა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვერატის ევროპაში დაბრუნება სურს და პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
ვერატი: პსჟ სწორედ ამის გამო დავტოვე
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ასოციაციის თასის ფინალი: ლონდონის "არსენალმა" ინგლისის ახალი რეკორდი დაამყარა
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ამომავალი ვარსკვლავი: მოდის ახალი ზლატანი
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
კარლოს ტევესი: არგენტინას მუნდიალის მოგების კარგი შანსი აქვს
დეპაი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა
კრეატივის მეფეები: ევროპის საუკეთესო საგოლე გადაცემების შემქმნელები
"სევილიამ" დანიის ნაკრების ფეხბურთელი ინათხოვრა
"მანჩესტერ სიტის" ფორვარდი კარიერას "არსენალში" გააგრძელებს
"ალ არაბი" მარკო ვერატის დამატებასთან ახლოსაა
გაბრიელ ჟესუსი კვლავ ტრავმირებულია
ასოციაციის თასის ფინალი: რეკორდსმენი "არსენალი" [VIDEO]
ევროპალიგა. 1/2-ფინალი: "აიაქსმა" პირველ მატჩში "ლიონი" გაანადგურა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სუპერმატჩი პრემიერლიგაში - "არსენალმა" "იუნაიტედი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
დაიწყო - ლონდონის "არსენალში" სეზონის პირველი ტრავმაა
კარლოს ტევესი ოჯახური ტრაგედიის გამო კარიერას ასრულებს
კარლოს ტევესი "ინდეპენდენტეს" მწვრთნელად დანიშნეს
მტრობიდან თანაგუნდელობამდე - მესი და კაზემირო ერთად ითამაშებენ
"ნიცას" ფეხბურთელი თანაგუნდელის საათის მოპარვაშია ეჭვმიტანილი
ზამთრის ტოპ-ტრანსფერები: ჩინური თვე ფრანგული არომატით
[VIDEO] მესი შეუჩერებელია - არგენტინელის დუბლი და საგოლე პასი MLS-ში
სერია A-ში ორიჯისთან ერთად - publicnewstime-ის თქმით, ხვიჩას თამაშს ყველა უნდა დააკვირდეს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
"მოთამაშის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია" - რატომ ელევა "სიტი" ვარსკვლავებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ნიცას" ფეხბურთელმა თანაგუნდელის 70-ათასევროიანი საათის მოპარვა აღიარა
ვერატი იანვარში შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
მარკო ვერატიც საუდის არაბეთს მიაშურებს
"ბარსელონა" დეპაის ლა ლიგის გუნდში გაანათხოვრებს
დიმიტრი პაიეს ლონდონის "ვესტ ჰემში" დაბრუნება სურს
"გრიზმანი MLS-ში?" - სიმეონემ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მაშველი რგოლი - ბრემენში პერ მერტეზაკერის დაბრუნებაზე ფიქრობენ
კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა
სილვას თურქეთიდან სუპერ შეთავაზება აქვს - ბერნარდოს "ბარსელონაში" თამაში სურს
"ბარსელონამ" ბერნარდო სილვას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
"სულელო, ასე კიდევ ერთ შეხვედრას ვერ მოიგებენ..." - მესის მესიჯი აგუეროს "რეალის" მატჩის მიმდინარეობისას
ვარსკვლავები, რომლებსაც ზაფხულში კონტრაქტები უმთავრდებათ
მარკო ვერატი "ალ არაბიში" გადავიდა
"აიაქსის" დაბრუნება - კრუიფის არენის ბიჭების თაობა
"ჩემს თავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მახსენებს" - ლიონელ მესი
"ისეთ მწვრთნელებთან მიმუშავია, როგორებიც ალექს ფერგიუსონი და მარსელო ბიელსა იყვნენ, თუმცა კონტე მათ შორის ყველაზე მაგარი იყო" - კარლოს ტევესი
"ნიუკასლს" კვარაცხელიას დამატება არ გამოსდის და "ბარსელონას" შემტევის ტრანსფერს შეეცდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს
38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
[VIDEO] თავის სტილში - მესის ულამაზესი გოლი MLS-ში
ტრანსფერ ONLINE: ფული დააბრუნე, ბიჭო! 30 იანვრის ტრანსფერები და ჭორები
დრიბლინგი: იყო და "პარმა" იყო რა...