როგორ გახდა საავადმყოფოს დამლაგებელი მარკ ედმონდსონი ავსტრალიის ღიას ჩემპიონი
საათზე 23:15 იყო. პაციენტებს ეძინათ, მორიგე ექთანი საავადმყოფოს ფურცლებში იყო თავჩარგული და იშვიათად თუ ასწევდა თავს ვიღაცის ამოოხვრაზე. ავსტრალიის ქალაქ გოსფორდის საქალაქო საავადმყოფოს დამლაგებელმა მარკ ედმონდსონმა იატაკის ჯოხი საპნიანი წყლით სავსე ვედროში ჩადო და სუსტად განათებულ დერეფანს გახედა - ყოველ ჯერზე ის უსასრულო ეჩვენებოდა.

საავადმყოფოს გარეთ, მარკი ჩოგბურთს თამაშობდა, მაგრამ პროფესიონალ ჩოგბურთელს მას რთულად თუ უწოდებდი. ფული მუდმივად არ ჰყოფნიდა, ამიტომაც, ნებისმიერ სამუშაოს ებღაუჭებოდა. "დამ დამირეკა და მითხრა, რომ დამლაგებლის ვაკანსია აქვთ საავადმყოფოში. მეც დავთანხმდი", - იხსენებდა ედმონდსონი.

მოზარდის ასაკში, მარკს ლეგენდარული როდ ლეივერის მწვრთნელი - ჩარლი ჰოლისი ავარჯიშებდა. მან ბიჭს კარგი ტექნიკა დაუყენა, ისიც პროგრესირებდა, მაგრამ ნელ ტემპში. ფულის ნაკლებობის გამო, ედმონდსონი ხანდახან ავსტრალიურ ტურნირებზეც კი უარს ამბობდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ევროპაში მოგზაურობაზე. 1976 წლის ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე, 21 წლის მარკი 212-ე ადგილზე იყო მსოფლიოს რეიტინგში და არც აპირებდა ტურნირში მონაწილეობას - ფული არ ჰყოფნიდა მელბურნამდე ბილეთისთვის.

ადრე დილა იყო. ტელეფონი არ ჩერდებოდა. მარკი მორიგი მორიგეობის შემდეგ, დაქირავებულ ბინაში გამოძინებას აპირებდა და ზლაზვნით აიღო ყურმილი. ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ურეკავდა - მან ედმონდსონს უაილ-ქარდი შესთავაზა. ჩინოვნიკი სულაც არ ყოფილა მარკის ოსტატობის თაყვანისმცემელი, უბრალოდ, იმ დროს ხშირად იცვლებოდა სატურნირო ბადე სხვა ქვეყნების ჩოგბურთელთა უარისა და თვითმფრინავით მგზავრობის მაღალის ფასის გამო. გარდა ამისა, ტურნირზე საპრიზო თანხები არ შეედრებოდა დღევანდელ ჰონორარებს. თუ 2016 წელს, ავსტრალიის ღიას ტრიუმფატორმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 3.4 მილიონი დოლარი მიიღო, 40 წლის წინ, გამარჯვებულს მხოლოდ 7.5 ათასი ერგებოდა.

ედმონდსონი დათანხმდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ბილეთის საფასურს აუნაზღაურებდნენ. ორგანიზატორებმა დასტური უთხრეს. მარკმა სამსახურში უფასო შებულება აიღო და მელბურნის ცნობილი სპორტკომპლექსისკენ Kooyong Stadium-სკენ აიღო გეზი. ის მეგობართან გაჩერდა და ეკონომიის მიზნით, ორი კვირა იაფ სასადილოებში იკვებებოდა და მატჩებზე ფეხით დადიოდა, რაც ერთ საათს იკავებდა.

დღეს, მელბურნში ჰარდზე თამაშობენ, 70-იანი წლების შუაში კი ბალახზე უწევდათ გასვლა და ეს მარკს შანსს აძლევდა - მას ტურში ერთ-ერთი უძლიერესი მოწოდება ჰქონდა. მეტწილად ამის წყალობით, ედმონდსონმა სენსაციურად მიაღწია ნახევარფინალამდე, თან გზად ორ ყოფილ ფინალისტს - ფილ დენტსა და დიკ კრილის მოუგო. "ჩემთვის ყველაფერი უჩვეულო იყო. ცუდ კორტებზე თამაშს ვიყავი მიჩვეული, სადაც ჩემი მაყურებელი მხოლოდ ვიღაც ბიჭი და მისი ძაღლი იყო. აქ კი ცენტრალურ კორტზე მიწევდა თამაში", - არ სჯეროდა მარკს.

ფინალში გასასვლელად ის ებრძოდა "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონს კენ როზუოლს. ვეტერანი უკვე 41 წლის იყო, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მეორე ადგილზე ყოფილიყო მსოფლიოს რეიტინგში. ხვდებოდა რა, რომ გრძელ გათამაშებებში შანსი არ ექნებოდა, ედმონდსონი ფავორტს მოკლე დარტყმებით ტანჯავდა, რითაც ის წყობიდან გამოიყვანა და დაღალა. მარკმა მოიგო - 6:1, 2:6, 6:2, 6:4.

ყველასთვის უცნობი 21 წლის ჩოგბურთელის "თავხედური" გამარჯვებების მიუხედავად, ფინალში მისი წარმატება ბალახის მეფესთან ჯონ ნიუკომბთან სრულიად არარეალურად მოჩანდა. ედმონდსონს და "დიდი სლემის" ტურნირების მრავალგზის ჩემპიონს, რომელმაც წინა წელს, ფინალში იოლად დაამარცხა ჯიმი კონორსი, არაფერი ჰქონდათ საერთო, გარდა ულვაშებისა. ნიუკომბი დღევანდელი ფედერერი იყო - ბევრ ფულს შოულობდა და ცნობილ ადამიანებთან მეგობრობდა. ფინალამდე სამი თვით ადრე, ის ერთი მანქანით მგზავრობდა ჯორჯ ბუშ-უმცროსთან, როცა აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი პოლიცამ დააჯარიმა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.

გადამწყვეტ მატჩში ედმონდსონს ამინდი დაეხმარა. პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე წაგების შემდეგ, ძლიერი ქარი ამოვარდა. ნიუკომბს ისედაც უჭირდა მეტოქის უძლიერეს მოწოდებასთან გამკლავება, ქარის თანხლებით კი საერთოდ არაპროგნოზირებადი გახდა ბურთის ჰაერში მიმართულება და ბალახზე ასხლეტა.

ედმონდსონმა მოიგო მეორე სეტი 6:3, გარდამტეხი მომენტი კი მესამე პარტიის ტაი-ბრეიკზე მოხდა. ნიუკომბი 6:4-ს იგებდა, მაგრამ ქარის გამო ასპროცენტიანი ბურთი ააცილა და წააგო. ჯონი იმდენად განაწყენდა, რომ განადგურდა გადამწყვეტ პარტიაში - 1:6. ასე გახდა მარკ ედმონდსონი "დიდი სლემის" ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩემპიონი და ბოლო ავსტრალიელი, ვინც საშინაო "მეიჯორი" მოიგო. ცერემონიაზე ისე ანერვიულდა, რომ თასი ხელიდან გაუვარდა და გატეხა. გამარჯვება მარკმა ორი წლით ადრე, კიბოთი გარდაცვლილ მამას მიუძღვნა.

ედმონდსონი აღარ მისულა "დიდი სლემის" გადამწყვეტ მატჩებამდე, სამაგიეროდ, მაღალი დონის წყვილების მოთამაშედ ჩამოყალიბდა (34 ტიტული). მთელი კარიერის განმავლობაში, ჟურნალისტები მას "დამლაგებელ მარკს" ეძახდნენ, მაგრამ ჩოგბურთელს არ წყინდა, რადგან ესმოდა, რომ ეს იყო კიდევ ერთი საბაბი იმის გასაცნობიერებლად, რამდენად დიადი გამოვიდა ეს გამარჯვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
ავტორს ყოჩაღ და დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის
[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს