ნიკა მნათობიშვილი: "მე მჯერა - თუ ადამიანი არ დაეცემა მორალურად, ყველა ავადმყოფობაზე გაიმარჯვებს"
როცა სიცოცხლე გიყვარს და გწყურია, როცა ბრძოლის ჟინით ხარ სავსე, ყველაფერს შეძლებ. მათ შორის, იმ სენის დამარცხებასაც, რომლის დამარცხებაც ძალიან რთულია.

24 წლის ნიკა მნათობიშვილი თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ მცველად ითვლება. სხვადასხვა დროს უთამაშია "ზესტაფონში", გორის "დილაში", ბელარუსის "დნეპრში", ამჟამად კი "გაგრას" ღირსებას იცავს.

მნათობიშვილი ახლა ვერაგ სენს ებრძვის და ამ ბრძოლის მთავარი ნაწილი მოგებულია. ახლა ამ სენს ერთად უნდა მივაყენოთ გამანადგურებელი დარტყმა. ფეხბურთშიც ყოფილა ასეთი მაგალითები - დამარცხებულა ვერაგი სენი და ფეხბურთელი მინდორზე დაბრუნებულა. ყველაზე მეტად, გულშემატკივრებს ერიკ აბიდალისა და ხონას გუტიერესის მაგალითები ემახსოვრება. მათ გადალახეს ავადმყოფობა და მაღალ დონეზე ითამაშეს ფეხბურთი.

ამასვე იმედოვნებს ნიკა მნათობიშვილიც და ჩვენც გვჯერა, რომ ეს სწორედ ასე იქნება...

- ნიკა, თავდაპირველად მოგვიყევით თქვენს საფეხბურთო კარიერაზე...

- ჯერ "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. ამას მოჰყვა გორის "დილა". იქ ჯერ დუბლებში ვიყავი და მერე უმაღლეს ლიგაში გადამიყვანეს. ამის შემდეგ ბელარუსში ვთამაშობდი - მოგილიოვის "დნეპრში". გუნდი უმაღლეს ლიგაში იყო და ძირითადში სტაბილურად ვთამაშობდი.

ამის მერე დაიწყო უიღბლობის პერიოდი - ტრავმები დამჩემდა და გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ერთი წლის განმავლობაში კიევში გავდიოდი სარეაბილიტაციო პერიოდს. "გაგრას" პრეზიდენტი ბესო ჩიხრაძე ბოლომდე დამიდგა გვერდით და მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩავირიცხე "გაგრაში".

ოქტომბრის მერე, რაც კანის სიმსივნე დამიდგინდა, აღარ მითამაშია ფეხბურთი, რომელიც უზომოდ მენატრება. დავდივარ "გაგრას" ვარჯიშებზე, ვუყურებ ბიჭებს და მაქვს დიდი იმედი, რომ დავუბრუნდები ფეხბურთს - ფეხბურთს, რომელიც ჩემი ცხოვრებაა. სხვანაირად ვერც წარმომიდგენია.

- როგორ დაიწყო ის არასასიამოვნო ისტორია, რამაც დროებით ჩამოგაშორათ მწვანე მინდორს?

- ხელზე უბრალო გამონაყარი მქონდა. ერთი წერტილი დატოვა, პატარა ჭრილობასავით. თერთმეტი თვის განმავლობაში ისე მკურნალობდნენ, როგორც მწერის ნაკბენს. ვიტამინებს ვსვამდი, რაც ასეთ დროს არანაირად არ შეიძლება. მხოლოდ ერთმა ექიმმა დასვა დიდი კითხვის ნიშანი. თქვა - 70 პროცენტით კანის სიმსივნეაო.

თავს ვატყობდი, რომ კარგად ვეღარ ვიყავი. მოედანზეც დამეკარგა ძველებური სტაბილურობა და ვარჯიშების მერე წნევები დამჩემდა. თურქეთში, სტამბოლში წავედი. იქ ძალიან ცნობილი კლინიკაა, საუკეთესოა ევროპაში. ხუთ დღეში დამისვეს კანის სიმსივნის დიაგნოზი.

- ახლა როგორაა საქმე?

- ქიმიოთერაპიას საქართველოში ვიტარებ, ოღონდ - სტამბოლის კლინიკაში დაწერილი პროგრამით. თვის ბოლოს კიდევ უნდა ჩავიდე თურქეთში შემოწმებაზე. ხელი შეხორცდა, მაგრამ სისხლში რა მდგომარეობაა, ეს ზუსტად უნდა გაირკვეეს.

დიდი იმედი მაქვს და მჯერა, მალე, ასე თვე-ნახევარში, შევძლებ და დავუბრუნდები საყვარელ საქმეს. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი - ფეხბურთის გარეშე მე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ეს არის ჩემი საქმე და მოწოდება. ეს არის ის, რის გარეშეც ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

- რაღა შორს წავიდეთ, ეს მძიმე ავადმყოფობა ერიკ აბიდალმა და ხონას გუტიერესმა დაამარცხეს...

- ეს მაგალითები ძალას მაძლევს. მე მჯერა - თუ ადამიანი არ დაეცემა მორალურად, ყველა ავადმყოფობაზე გაიმარჯვებს. არ ვიცი, ზუსტად როგორ გითხრათ... იმხელა ძალა ვიპოვე ჩემში, რომ...

- აქტიური საფეხბურთო კარიერის გაგრძელებას მართლა აპირებთ?

- კი, ძალიან მინდა, ისევ ვითამაშო ფეხბურთო. ვითამაშო თუნდაც იმიტომ, რომ ვიღაცისთვის, თუნდაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ვიყო მაგალითი, რომ პატარა ტრავმის, პატარა იმედგაცრუების გამო არ ღირს ფეხბურთზე გულის აცრუება.

ოქტომბრის შემდეგ აღარ მითამაშია. ბოლო დროს შეხვეული ხელით ვთამაშობდი. ალბათ, ავადმყოფობის ბრალია ის, რომ ისე ვერ მოვუმატე ბოლო დროს თამაშს, როგორც მსურდა.

- ცხადია, მკურნალობის პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული...

- რა თქმა უნდა. 18 ათას ლარამდეა უკვე დანახარჯი, მაგრამ რას იზამ. როცა ჯანმრთელობას ეხება საქმე, ყველაფერს გაყიდი - სახლსაც, მანქანასაც... ქიმიოთერაპიის 70 პროცენტს მთავრობა ანაზღაურებს, მაგრამ ხარჯი მაინც დიდია - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყოველ მეორე დღეს მჭირდება სისხლის ანალიზი, რომელიც 25 ლარი ჯდება...

ასეთ დროს უკან ვერაფერზე დაიხევ, რადგან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

juvesempre
უფალმა გამოგაჯანმრთელოს
გიორგი
ღმერთმა გაგაძლიეროს! დარწმუნებული ვარ დაამარცხებ მაგ სენს და ბედნიერი იქნები. უფალი გფარავდეს
საქმე კომენტარებთან ერთად
ამ ბიჭს ანგარიში ექნება უეჭველი ბანკში გახსნილი და ნომერი მიუთითეთ გთხოვთ. სხვათა შორის რამდენადაც ვიცი კანის სიმსივნე სათანადო მკურნალობის პირობებში რამდენიმე წელია 100 პროცენტით განკურნებადია. კომენტარების წერა და კეთილი სურვილები კარგია, მაგრამ მას ეხლა რეალური დახმარება სჭირდება
Giorgi
წარმატებები სიმსივნის დამარცხებაში და კარიერის გაგრძელებაში. ისე, მეგონა, რომ საუკეთესო კლინიკა გერმანიაში იყო
VENDETA
უფალმა დაგიფაროს და გაგძლიეროს.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სეტიენს აბიდალს ზედ მიაყოლებენ - "ბარსამ" პოჩეტინიოს კონტრაქტი შესთავაზა
აურზაური "სალხინეთში" - აბიდალი გადააყენეს, კუმანი ბარსელონაში ჩაფრინდა, ტერ შტეგენს ოპერაცია გაუკეთეს
"გაგრას" დირექტორი: მიხარია, რომ ნიკამ ასეთი სასწაული შეძლო
"დაქორწინებულ მამაკაცთან ძილი" - არმატურით ნაცემი ფეხბურთელის საქმეში შესაძლოა "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელის მეუღლე ფიგურირებდეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] "გაგრა" გადარჩა, "გარეჯი" პლეი-აუტში... მაღალი ალბათობით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
აბიდალი: ნეიმარისა და მარტინესის ტრანსფერებში შეუძლებელი არაფერია
ალბა აბიდალისა და მესის კონფლიქტზე: ისედაც მძ....ში ვართ, დამატება არ გვჭირდება
ნიკა მნათობიშვილი: დავამარცხე სიმსივნე და სტადიონზე დავბრუნდი
VIDEO | ეროვნული ლიგა. პენალტების "სერია" და ლოგიკური ფრე ბათუმში
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] ტიტული დაცულია! თბილისის "იბერია 1999" ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი!
ბართომეუ და აბიდალი საგანგებო შეხვედრას მართავენ