"დაძაბული სეზონი გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის უხვი ნადავლით დავასრულოთ"
ქართველ მოჭადრაკეებს წლეულს უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები ელით: ეს არის ქალთა მსოფლიოს ინდივიდუალური და გუნდური ჩემპიონატები, ვაჟთა მსოფლიოს თასი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს, ქალ-ვაჟთა ევროპის პირადი და გუნდური ჩემპიონატები და სხვა ტურნირები, რომელთა შესახებ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი დიდოსტატი გიორგი გიორგაძე გვიამბობს.

- მეტად დატვირთული კალენდარი გვაქვს, - გვითხრა მან. - 69 ღონისძიება დავგეგმეთ. სეზონი ვეტერანმა მოჭადრაკეებმა გახსნეს საქართველოს პირველობით. ეს უპრიანიცაა, რადგან შარშან სენიორებში ნონა გაფრინდაშვილი და გიორგი ბაღათუროვი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თამარ ხმიადაშვილმა და ზურაბ სტურუამ მესამე ადგილები დაიკავეს. საქართველოს პირველობაზე ყველას აჯობეს ციალა ქასოშვილმა და გიორგი ხომერიკმა, რომლებმაც ვეტერანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება დაიმსახურეს.

დღეს ჭადრაკის სასახლეში მნიშვნელოვანი შეჯიბრება იწყება - მოჭადრაკე ვაჟთა ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 დიდოსტატი წრიული სისტემით იბრძოლებს მედლებისთვის.

- მათ შორის არ იქნება ბაადურ ჯობავა.

- რამდენიმე წელიწადია, ბაადურს ესპანეთის ერთ-ერთ კლუბთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელსაც ვერ დაარღვევდა, არადა, ჩვენი და ესპანელთა გუნდური ჩემპიონატები ერთმანეთს დაემთხვა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ ჯობავას გარეშეც ძლიერი ჩემპიონატი იქნება - ბოლო წლებში მსგავსი სიძლიერის შემადგენლობა არ გვყოლია.

- 10 თებერვლიდან ირანი ნოკაუტსისტემით ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

- მასში მონაწილეობის უფლება საქართველოს რვა წარმომადგენელმა მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. მონაწილეთა რაოდენობით მხოლოდ რუსეთს ჩამოვრჩებით.

- მთავარია, როგორ გამოვალთ.

- ჩვენი მანდილოსნები კარგა ხანია, ინტენსიურად ემზადებიან დიდოსტატებთან - დავით ჯოჯუასა და მერაბ გაგუნაშვილთან. ფედერაცია რვავე მონაწილეს მგზავრობასა და თეირანში ცხოვრებას დაუფინანსებს პირველ ეტაპზე, მერე თავად უნდა მიხედონ თავს.

- აქედანვე ცნობილია, რომ მეორე რაუნდში ერთი მონაწილე აუცილებლად გვეყოლება.

- სამწუხაროა, რომ წილისყრამ პირველ წრეში სოფიო გვეტაძე და ნინო ბაციაშვილი დაუპირისპირა ერთმანეთს. რადგანაც ჩემპიონატი ნოკაუტსისტემით ტარდება, დამარცხებული შეჯიბრებას გამოეთიშება. მეორე წრეში გასვლის კარგი შანსი აქვთ ნანა ძაგნიძეს, ლელა ჯავახიშვილსა და ბელა ხოტენაშვილს, რადგან მათი მეტოქეები - ეგვიპტელი ხალედი მონა, ვიეტნამელი ნგუენ თაო ლი და იტალიელი ოლგა ზიმინა უმაღლესი რანგის მოჭადრაკეები არ არიან, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ ჩვენებს იოლი გასეირნება ელით - მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი პარტია წყვეტს მატჩის ბედს, სადაც ერთმა უნებლიე შეცდომამ შეიძლება მშრალზე დაგტოვოს.

ნინო ხურციძე ორგზის ევროპის ჩემპიონ ნატალია ჟუკოვას (უკრაინა) შეხვდება, სალომე მელია თურქეთის სახელით მოასპარეზე 2005 წლის ევროპის ჩემპიონ ეკატერინა ატალიკს ეთამაშება. სოფიკო გურამიშვილის მეტოქეა მასპინძელი სარასადათ ხადემალშარიეხი, რომელიც ბოლო დროს საგრძნობლად დაწინაურდა.

ყოველივეს მიუხედავად, მჯერა, რომ ჩვენი მოჭადრაკე ქალები, რომლებსაც წინ გუნდური მსოფლიო ელით, ირანში წარმატებისთვის არაფერს დაიშურებენ.

- ხანტი-მანსიისკში ჩვენებს ტიტულის დაცვა მოუწევთ...

- დიახ, ასეა, ოღონდ მანამდე ქალთა (10-23 აპრილი, რიგა) და ვაჟთა (29 მაისი-10 ივნისი, მინსკი) ევროპის პირადი ჩემპიონატებია. სწორედ ამ შეჯიბრების შემდეგ დავაკომპლექტებთ ქალთა ნაკრებს, რომელიც 16-28 ივნისს ხანტი-მანსიისკში გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

- წლეულს დიდი ტურნირი თბილისსაც ეწვევა...

- შემოდგომით საჭადრაკო ეპიცენტრი საქართველოს დედაქალაქში გადმოინაცვლებს - 1-25 სექტემბერს მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებას ვუმასპინძლებთ. მთავარი პრიზისთვის ნოკაუტსისტემით პლანეტის უძლიერესი 128 დიდოსტატი ითამაშებს.

ქართველებს ორი მონაწილე გვეყოლება. ერთ-ერთია ბაადურ ჯობავა, მეორეს ვინაობას მოგვიანებით გადავწყვეტთ. ეს შეჯიბრება, ფაქტობრივად, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გენერალური რეპეტიცია იქნება. ფიდეს რეგულაციებით, ის ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადის მასპინძლობის უფლებას მოიპოვებს, ვალდებულია, ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშებაც ჩაატაროს.

2015 წელს ჩვენ ბაქოში ვესწრებოდით მსგავს შეჯიბრებას. მაშინ მეზობლები შეგვპირდნენ, რომ საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დაგვიდგებოდნენ გვერდით და ინვენტარითაც დაგვეხმარებოდნენ. ცხადია, მათს მხარდაჭერას აუცილებლად გამოვიყენებთ - ასეთი მასშტაბის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა და სერიოზული მომზადებაა საჭირო. ტურნირის საპრიზო ფონდია მილიონ ექვსასი ათასი დოლარი. 2014 წელს ჭადრაკის განვითარების ოთხწლიან სახელმწიფო პროგრამაში, ცხადია, მსოფლიოს თასის გათამაშებაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. მის მოგვარებას ფიდესთან თანამშრომლობით ვცდილობთ.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია გარკვეულ დათმობებზე წავიდა, თასის გათამაშების ბიუჯეტის დანაკლისი სხვა წყაროებით უნდა შევავსოთ. სპორტის სამინისტრო და თბილისის მერია ზრუნავს საამისოდ, მხარდაჭერას გვპირდება ჩვენი გენერალური სპონსორი "სოკარი".

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველომ ამ ტურნირთან დაკავშირებული ყველა ფინანსური ვალდებულება პირნათლად შეასრულოს.

- წლეულს ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატებიცაა დაგეგმილი.

- ეს შეჯიბრება 25 ოქტომბრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით ჰალკიდიკიში გაიმართება. საინტერესო საერთაშორისო შეჯიბრებები ჩვენც გვექნება - ნონა გაფრინდაშვილისა და მაია ჩიბურდანიძის თასების გათამაშება, ჯერ ბათუმის, მერე ფოთის საჭადრაკო ფესტივალი, სადაც ნანა ალექსანდრიას თასს გავათამაშებთ.

- 2017 თქვენ ბავშვთა ჭადრაკის წლად გამოაცხადეთ...

- დიახ და ყველაფერს გავაკეთებთ მოზარდების ჭადრაკში მასობრივად ჩასაბმელად. 8-20 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობების გარდა, დამატებით საქართველოს სასკოლო პირველობებსაც გავმართავთ 7, 9, 11 და 13 წლის მოჭადრაკეთა შორის. გამარჯვებულებს მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დავაფინანსებთ.

ჩვენი მოზარდები, ტრადიციულად, ითამაშებენ ასაკობრივ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებში, იქ გამგზავრებამდე კი საწვრთნელ შეკრებებს ჩავუტარებთ, რაშიც თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემია დაგვიდგება გვერდით. წარმატებული მოჭადრაკეების მწვრთნელებისთვის წლეულს პრემიები დავაწესეთ.

როგორც ხედავთ, დაძაბული სეზონი გველის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის უხვი ნადავლით დავასრულოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

olegi
სად სეიზლება ვნახო სქემა----ვინ ვისი მეტოქეა ? მარტო ქართველები არ მაინტერესებს.ზოგადი
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
საქართველოს მოჭადრაკე ქალთა 74-ე ჩემპიონატზე მედლები განაწილდა
ნანა ძაგნიძემ მიუნხენის გრან-პრის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა
ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება: ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან პრი მოიგო!
ქართველი მოჭადრაკე ნინო ხურციძე გარდაიცვალა
ნანა ძაგნიძე მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ათეულშია
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მშვიდობიანი ტური
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
"დიდი მადლობა მათ" - ნანა ძაგნიძემ მსოფლიო გრან-პრიზე გამარჯვება ამირან გამყრელიძესა და ექიმებს მიუძღვნა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ფიდემ მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა
ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონს საზოგადოების დახმარება სჭირდება - მის 1 წლის შვილს აგრესიული ფორმის ნეირობლასტომა აღმოაჩნდა
ფიდეს განახლებული რეიტინგის პირველ ასეულში ცხრა ქართველია
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ფიდეს აპრილის რეიტინგი: ნანა ძაგნიძე ათეულს დაუბრუნდა
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესოები გამოვლინდნენ - ძაგნიძე, შარიქაძე...
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: მაგნუს კარლსენი თბილისში გვეწვევა
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა
ივლისის რეიტინგები: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა, ბაადურ ჯობავა - 36-ე
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ჩემპიონობა დავთმეთ
ბელა ხოტენაშვილი ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბელა ხოტენაშვილი ჭადრაკში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა