მეივეზერი მიიჩნევს, რომ ამის თქმის უფლება მხოლოდ დაუამცხებელ მოკრივეს აქვს
ხუთ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ამერიკელი ფლოიდ მეიეზერი ტელეარხ ESPN-ზე არ დაეთანხმა წამყვანთა აზრს იმის შესახებ, რომ მოჰამედ ალი - უდიადესი მოკრივეა მსოფლიოში.

"რა კრიტერიუმებით ვაფასებთ მოკრივეს? თუ ჩვენ ვმსჯელობთ საკუთარი იდეალებისთვის ბრძოლის მიხედვით, მაშინ ის საუკეთესოა. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა გავატაროთ და რეკორდები დავამხოთ, მაშინ ეს არის ფლოიდ მეივეზერი.

მოჰამედ ალი - ლეგენდაა. მან გაკვალა გზა ჩემთვის, რომ მე იქ ვყოფილიყავი, სადაც ახლა ვარ. მაგრამ, როცა ვლაპარაკობთ რეკორდებზე და ბრძოლების სტატისტიკაზე, ბევრს ავიწყდება, რომ ალიმ წააგო თავისი ტიტული მოკრივესთან, რომელსაც მხოლოდ შვიდი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული. ქედს ვიხრი ალის წინაშე, მაგრამ კრივს იმისთვის არ მივუძღვენი 40 წელი, რომ თქვან - არსებობს ჩემზე ძლიერი მოკრივე", - განაცხადა მეივეზერმა.

ფლოიდს მხედველობაში ჰყავდა ლეონ სპინქსი (შვიდი მოგება და ერთი ფრე), რომელთანაც მოჰამედმა წააგო საჩემპიონო ბრძოლა 1978 წელს. მატჩ-რევანშში ალიმ დაამარცხა სპინქსი და ტიტული დაიბრუნა.

"კრივის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დაარტყა და თავად არ გაატარო დარტყმა. მიყვარს ალი, მაგრამ ბაგირებთან დგომა და მეტოქისგან დაზიანების მიღება - მაგარი სულაც არ არის. კარიერა დავასრულე 49 მოგებით და 0 წაგებით, ისე, რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგა. საკმარისი თანხა დავაგროვე, რათა განათლება მივცე ჩემს შვილებს და მაქვს შესაძლებლობა, ცოდნა გადავცე ახალგაზრდა მოკრივეებს", - აგრძელებს მეივეზერი.

თავის კარიერაში მთავარ ბრძოლად ფლოიდმა მენი პაკიაოსთან გამარჯვება დაასახელა.

"40 წუთში 300 მილიონი დოლარი გამოვიმუშავე", - აღნიშნა ამერიკელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცეცხლთან თამაში არ ღირს: ჯეიკ პოლმა მეივეზერს კეპი წაართვა, შემდეგ კი მაისური თავზე გადაახიეს და სათვალეც დაუმტვრიეს [VIDEO]
UFC-ის ვარსკვლავი გეი-პორნოში აღმოაჩინეს? უზბეკი ბიჭის ისტორია
"ფული მე არ მმართავს, პირიქით, მას ვმართავ მე..." - მეივეზერი
"მინდა ამ ვარიანტის ცდაც, უკვე მაქვს რაღაც პატარა გამოცდილება..." - ცნობილი "იუთუბერისთვის" კრივი ბოლო გაჩერება არ იქნება?
ხაბიბი ფლოიდის წინააღმდეგ? MMA თუ კრივი?
Marca-მ სერენას წასვლის შემდეგ ლეგენდების დამშვიდობება გაგვახსენა