ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

ავსტრალიის ღია პირველობა: მწვერვალი 34 წლის ასაკში

ავსტრალიის ღია პირველობა: მწვერვალი 34 წლის ასაკში

მელბურნის კორტების პერიპეტიები
მიუხედავად იმისა, რომ სერენა უილიამსმა ისევ ორ სეტში მოიგო თავისი მატჩი, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამერიკელს აშკარად გაუჭირდა მიზნის მიღწევა. რეიტინგის ყოფილი ლიდერი მე-16 ნომრად განთესილ ბარბორა სტრიკოვას ხვდებოდა. პირველ სეტში ამერიკელმა სამჯერ დათმო საკუთარი მოწოდება, 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა და მხოლოდ მერვე სეტბოლზე მოიგო პარტია, თანაც შემთხვევითი მოკლე დარტყმით.

მეორე სეტში უილიამსი ოდნავ უკეთ ათამაშდა, მაგრამ წუნი მის თამაშში მაინც ბევრი იყო. სტრიკოვას აქაც ჰქონდა ქამბექი, როცა ბრეიკი შეასრულა და მეტოქეს მატჩზე არ ჩააწოდებინა. თუმცა, შემდეგ გეიმში სერენამ ისევ აიღო მეტოქის მოწოდება და ზედიზედ მეათედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში - 7:5, 6:4.

მეოთხედფინალში ძალიან საინტერესო უნდა იყოს უმცროსი უილიამსისა და იოჰანა კონტას შეხვედრა. ბრიტანელი სერენაზე უფრო დამაჯერებლად გავიდა რვა საუკეთესოს შორის. კონტამ წინა ეტაპზე უბრალოდ გაანადგურა კაროლინ ვოზნიაცკი, ახლა კი არ დაინდო ეკატერინა მაკაროვა. ეს ჩოგბურთელები შარშანაც შეხვდნენ მელბურნში ერთმანეთს და მაშინ, გადამწყვეტი სეტი კონტამ 8:6 მოიგო.

რუსი ვერ უმკლავდებოდა მეტოქის მოწოდებებს და ვერ უსწრებდა მის ძლიერ დარტყმებს. იოჰანა მუდმივად შეტევაში იყო და ამასთან, თითქმის არ ცდებოდა. საბოლოოდ, კონტამ სასტარტო სეტი 24 წუთში მოიგო.

მეორე პარტია ბრიტანელმა ჩავარდნით დაიწყო და მაკაროვა ბრეიკით გავიდა წინ - 4:1. აღსანიშნავია, რომ ეს იყო მხოლოდ მეორე წაგებული საკუთარი გეიმი ტურნირზე კონტასთვის. თუმცა, მაკაროვას უპირატესობა დიდი ხანი არ გაგრძელებულა და კონტამ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგებით დაასრულა მატჩი - 6:1, 6:4.

იოჰანამ რვა მატჩამდე აიყვანა მოგებათა სერია. მან საათსა და რვა წუთში შესანიშნავი სტატისტიკა დააფიქსირა - 9 ეისი და 21 "ვინერსი". ახლა, ბრიტანელს ზედიზედ 18 სეტი აქვს მოგებული. თან, ყველა მატჩში მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, რადგან სიდნეიშია დაბადებული.

წლევანდელი ტურნირი სავსეა საოცარი ისტორიებით და ერთ-ერთი, ჯერჯერობით, გრძელდება. მირიანა ლუჩიჩი 18 (!) წლის განმავლობაში, მელბურნში ერთი გამარჯვების მოპოვებასაც ვერ ახერხებდა. ახლა კი 34 წლის ხორვატმა ერთბაშად მეოთხედფინალამდე მიაღწია, თან გზად მსოფლიოს მესამე ჩოგანი აგნიეშკა რადვანსკა დაამარცხა.

1998 წელს, 15 წლის მირიანამ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო წყვილებში მარტინა ჰინგისთან ერთად. მას შტეფი გრაფის მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ მამასთან ჩხუბის გამო, რომელიც გოგონას ფეხსაცმლით სცემდა ყოველი წაგების შემდეგ, დიდი ხნით გამოვარდა საჩოგბურთო ელიტიდან. ის ამერიკაში გაიქცა, რამდენჯერმე სცადა კარიერის წამოწყება, მაგრამ მხოლოდ 30 წლის ასაკში გამოუვიდა.

მერვედფინალში მისი მეტოქე იყო ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი, რომელმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო და მისი გასვლა მეოთხე წრეში სერიოზულ სიურპრიზად აღიქვეს. ყველაზე რთული მატჩი ამერიკელმა მესამე წრეში ჩაატარა, როცა ხუთი მატჩბოლი მოიგერია ჰიზერ უოტსონის წინააღმდეგ.

გუშინდელმა მატჩმა კლასში სხვაობა გამოაჩინა. ლუჩიჩიმა შესანიშნავი ფორმა აჩვენა, 35 "ვინერსი" დააგროვა და მხოლოდ 24 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, აგრეთვე მხოლოდ ექვსი ქულა წააგო პირველ მოწოდებაზე. მოკლედ, ვეტერანმა ძალიან იოლად მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. ამ ეტაპზე მირიანა ერთხელ უკვე იყო - უიმბლდონზე შორეულ 1999 წელს! სხვათა შორის, ლუჩიჩი წყვილთა თანრიგშიც არის გასული მეოთხედფინალში.

სხვათა შორის, ბოლო წლებში ლუჩიჩის ჩვევია სენსაციები, მაგალითად, 2014 და 2105 წლებში, "დიდი სლემის" ტურნირებზე სიმონა ჰალეპი ჰყავს დამარცხებული.

ახლა, ხორვატს წინ ელოდება სერიოზული მეტოქე - კაროლინა პლიშკოვა. წინა წრეში, ჩეხი გადარჩა ლატვიელ ელენა ოსტაპენკოსთან მატჩში, მაგრამ გუშინ, დარია გავრილოვას წინააღმდეგ, ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო - 72 წუთში მოიგო 6:3, 6:3.

ქალები. 1/8 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 2)-სტრიკოვა (ჩეხ, 16) 7:5, 6:4

კონტა (ბრიტ, 9)-ვანდევეგე (აშშ) 6:1, 6:4

ლუჩიჩი (ხორ)-ბრეიდი (აშშ) 6:4, 6:2

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-გავრილოვა (ავსტრა, 22) 6:3, 6:3

1/4 ფინალი

ს. უილიამსი (აშშ, 2)-კონტა (ბრიტ, 9)

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 5)-ლუჩიჩი (ხორ)

მუგურუსა (ესპ, 7)-ვანდევეგე (აშშ)

ვ. უილიამსი (აშშ, 13)-პავლიუჩენკოვა (რუს, 24)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა

"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა

"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია

კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში

საქართველო 10:1 ესტონეთი

[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი

უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს

[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...

"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან

[VIDEO] ნიკა გაგნიძე, მეორე ტაიმის ერთ-ერთი გმირი: მოპოვებული პენალტი, საგოლე პასი, დაკარგული შანსი...

[VIDEO] ქვილითაია ნაკრებში გოლით ბრუნდება, ინჯგიამ ქულა გადაარჩინა

[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი

"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს

კონტეს "ნაპოლიდან" უშვებენ? - დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გადაწყდება

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა

იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა

[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა

"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ

ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია

მირიანა ლუჩიჩი - მონსტრის აღზრდილი ნახევარფინალისტი