NBA-ს ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ფლორიდაში, ერთ-ერთ აუტსაიდერ "მაიამისთან" შეწყვიტა
NBA-ს ლიდერმა "გოლდენ სტეიტმა" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია ფლორიდაში, ერთ-ერთ აუტსაიდერ "მაიამისთან" შეწყვიტა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა შეხვედრა ძირითადი დროის ბოლო წამზე, დიონ უატერსის სამქულიანით 102:105 წააგო.

მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე კევინ დურანტმა ეფექტური გდებით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უატერსმა საფინალო სირენამდე 0,6 წამით ადრე გამარჯვების სამქულიანი ჩააგდო.

მიუხედავად აუტსაიდერობისა, "მაიამის" ლიგის ლიდერ "გოლდენ სტეიტთან" პაექრობის მტკიცე ხასიათი აღმოაჩნდა. 2 კვირის წინ მაიამელები ოკლენდში ბოლომდე ებრძოლნენ "გოლდენ სტეიტს" და დასკვნით წუთებზე წააგეს.

იმ გამარჯვებაში ფაჩულია ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურა გახლდათ. მაიამურ მატჩშიც აქტიური იყო ქართველი ცენტრი და მასპინძელთა მრისხანე ცენტრს, ჰასან უაიტსაიდს კარგადაც მეურვეობდა, მაგრამ საბოლოოდ მისი გარჯა ოკლენდელთა მარცხმა გადაფარა.

სწორედ უაიტსაიდის გამო იყო, რომ ფაჩულიამ მის საშუალო მაჩვენებელზე მეტხანს ითამაშა. რაკი მაიამელთა კომბინაციების მეტი წილი მათ ცენტრზე გადის, ზაზას ჰასანის სამეურვეოდ 27 წუთს მოუწია მოედანზე ყოფნა. ეს დრო კი ქართველისთვის მიმდინარე სეზონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, "მემფისთან" ოვერტაიმიან მატჩს თუ არ ჩავთვლით, რომელშიც ზაზამ მოედანზე 30 წუთი დაჰყო.

ფაჩულიამ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 6 ქულასთან ერთად ზაზამ 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3-ჯერ დაჯარიმდა. მისმა მაიამელმა ოპონენტმა უაიტსაიდმა 36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა. ჰასანმა 13-ჯერ შეუტია თამაშიდან და მხოლოდ 4-ჯერ უწია მიზანს.

იხილეთ ვიდეო: მაიამი-გოლდენ სტეიტი 105:102

ოკლენდელებმა, რომლებსაც 38 გამარჯვება აქვთ, სეზონის მე-7 მატჩი წააგეს, თუმცა ლიდერობა არ დაუთმიათ. მომდევნო შეხვედრა "გოლდენ სტეიტს" 26 იანვარს, შარლოტში "ჰორნეთსთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს