მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი თავის მშობლიურ ქალაქში - მანაკორში საჩოგბურთო ცენტრის აშენებას აპირებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ქალაქ მანაკორის მთავრობასთან და კუნძულ მალიორკას საბჭოსთან ერთად აპირებს თავის მშობლიურ ქალაქში - მანაკორში საჩოგბურთო ცენტრის აშენებას. ობიექტის მშენებლობა 2011 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყება და პროექტი მთლიანად 24 წლის ჩოგბურთელის მიერ იქნება დაფინანსებული.

სავარაუდოდ კომპლექსში შესული იქნება 15-25 კორტი, საფეხბურთო სტადიონი, აუზი, სამედიცინო ცენტრი, აგრეთვე 70-100 ათლეტისთვის განკუთვნილი აპარტამენტები. ცენტრის ასაშენებლად ქალაქის სამხრეთით გამოყოფილია ტერიტორია, სადაც Toppe dels Enagistes-ის სპორტული ცენტრია განთავსებული.

ადგილობრივი მთავრობა ძალიან გახარებულია იმით, რომ პირველმა ჩოგანმა თავის თავზე აიღო ამ პროექტის დაფინანსება და მიაჩნია, რომ ამის წყალობით მალიორკა მსოფლიოს რუქაზე არა მხოლოდ საჩოგბურთო, არამედ საერთო სპორტული ცენტრით მოიწონებს თავს.

თავად ნადალის ჩანაფიქრით, მისი სკოლა ყველა კონტინენტის ახალგაზრდა ნიჭიერ ჩოგბურთელს მიიზიდავს და სწორედ ამ ცენტრის მეშვეობით ჩამოყალიბდებიან ისინი მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავებად. რაფას თქმით, ამ ცენტრის შექმნაზე დიდი ხანია ფიქრობდა და აღნიშნული კომპლექსის აშენება მას მორალურ კმაყოფილებას მოუტანს.

გეგმის მიხედვით, ახალი საჩოგბურთო ცენტრი პარალელურად რაფაელ ნადალის ფონდის შტაბ-ბინაც იქნება. ესპანელს გულწრფელად სჯერა, რომ კომპლექსი გაჭირვებული ოჯახებიდან გამოსული ბავშვების სახლი გახდება. ამ სკოლაში სწავლა და სპორტში ვარჯიში მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, განუვითარდებათ საკუთარი ღირსების გრძნობა და თავის თავში დარწმუნებული ადამიანები გახდებიან.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა