საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ზამთრის შეკრებაზე მეორე საკონტროლო თამაში მოიგეს. ოთხი დღის წინათ მათ პირველი ლიგის ლიდერი, რუსთავის "ხარები" დაამარცხეს ლელოებით - 3:2, ხოლო 24 იანვარს უმაღლესი ლიგის ბინადარ გორის "ჯიქს" 5:1 აჯობეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს. მწვრთნელებმა საკონტროლო მატჩები ტურნირის რეჟიმში, ოთხდღიანი ინტერვალით დაგეგმეს.

"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" "ჯიქის" წინააღმდეგ მნიშვნელოვნად სახეცვლილი შემადგენლობით ითამაშეს, ვიდრე წინა მატჩში და პირველ ტაიმში დიდ უპირატესობასაც ფლობდნენ: მძლავრობდნენ შერკინებასა და რაკებში, ბურთს მეტწილად აკონტროლებდნენ და სწრაფი შეტევებით შესვენებამდე 4 უპასუხო ლელო მიითვალეს.

თამაშის განახლებიდან რამდენიმე წუთში 20-წლამდელებმა მეხუთე ლელოც გაიტანეს, რის შემდეგაც ინიციატივა "ჯიქის" მხარეს გადავიდა და მატჩის მიწურულს გორელებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხეს.

ზურაბ ამონაშვილი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი:

"პირველ თამაშში შანსი იმ მორაგბეებს მივეცით, რომლებიც ბრიტანულ ტურნეზე ვერ წავიყვანეთ და კომუნიკაციის მხრივ გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. "ჯიქთან" განსხვავებული შემადგენლობა დავაყენეთ. მათ ერთად ასპარეზობის მეტი გამოცდილება აქვთ და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ყველა მორაგბე თანაბარ პირობებშია და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში გარანტირებული არავის აქვს.

ვიდეოანალიზის გაკეთების შემდეგ თამაშამდე ორი დღე იმ პრობლემათა გამოსწორებას დავუთმეთ, რომლებიც "ხარებთან" მატჩმა დაგვანახვა. დარწმუნებული ვარ, ნაკლოვანებებს ამ თამაშის შემდეგაც შევნიშნავთ. საკონტროლო მატჩების მიზანიც ეგაა, რომ დასკვნით შეკრებამდე ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ.

"ჯიქთან" ბურთის შენარჩუნება მოვახერხეთ. როდესაც ბურთი გაქვს, მეტოქეს წნეხში ამყოფებ. კარგად გამოვიყენეთ უპირატესობა და დავხვეწეთ დეტალები. ბიჭები ბევრად მობილიზებულნი იყვნენ, ვიდრე წინა თამაშზე. მორაგბეები კარგად ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.

დასკვნით ნახევარ საათში ჩვენი თამაში აირია. ვფიქრობ, ბიჭებმა ნაადრევად ირწმუნეს გამარჯვების და მოეშვნენ. ხვალინდელი დღე აღდგენას დაეთმობა. მწვრთნელები ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და დასკვნებსაც ამის მერე დავდებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
ისტორიაში პირველად - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს!
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის
ზურაბ ამონაშვილი: საფრანგეთთან კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
18 წ. | ზურაბ ამონაშვილი: ზედმეტი ემოციებისთვის დავისაჯეთ