2024 წლის 3 აპრილი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება 18-წლამდელთა ნაკრებისა და ზოგადად, ქართული რაგბის ქომაგთა გულებსა და მეხსიერებაში. ეს არის დღე, როდესაც საქართველომ "ექვსი ერის" ეგიდით გამართულ ტურნირში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

70 წუთის განმავლობაში მთელი გუნდის თავდაუზოგავი ბრძოლა ბოლო წუთზე ანრი შველიძის ლელოთი დასრულდა, რასაც უკვე გაწითლებულ დროზე გიგი სირბილაძის ცივსისხლიანად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა და უძლიერეს საფრანგეთთან "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 20:19 გაიმარჯვეს.

ეს იყო 18-წლამდელთა "ექვსი ერის" ფესტივალზე საქართველოს მეორე შეხვედრა (პირველ მატჩში შოტლანდიას 14:22 ვეთამაშეთ). წინ კიდევ ერთი მატჩია, 7 აპრილს ინგლისთან (საქართველოს დროით 17:30 საათზე), მანამდე კი საფრანგეთთან თამაშს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი აფასებს:

"ეს გამარჯვება იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც ერთმა მაღალი დონის თამაშმა მოგვიტანა. შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ უკეთესი შედეგისთვის გამოცდილება დაგვაკლდა და ფაქტი სახეზეა. იმ მარცხმა კი არ დაგვთრგუნა, გაგვაძლიერა, შეცდომები გავითვალისწინეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. შოტლანდიასთან და საფრანგეთთან თამაშების წინ შესრულებულ ჰიმნებს თუ შევხედავთ, იქაც კარგად ჩანს, რომ მეორე შეხვედრას უფრო მობილიზებული შევხვდით.

შოტლანდიასთან უფრო მეტი ვიბრძოლეთ, ვიდრე ვითამაშეთ, საფრანგეთთან კი ორივე ერთად იყო. შეცდომები აქაც გვქონდა და მომავალშიც გვექნება, მაგრამ მთავარია, რომ ამ შეცდომებზე ვისწავლოთ და გამოცდილება მაქსიმალურად გამოვიყენოთ.

საფრანგეთთან მენტალურად უკეთ მომზადებულები აღმოვჩნდით. ბიჭებს თავიდანვე ვუთხარი, რომ 55-ე წუთამდე თამაშში თუ დავრჩებოდით, დასკვნით 15 წუთში ფრანგებს უფრო მეტი ექნებოდათ სანერვიულო და ასეც მოხდა. ჩვენ არ ვართ არავისზე მეტი, მაგრამ არც არავის ჩამოვუვარდებით და როდესაც ამისი მთელმა გუნდმა ირწმუნა, შევძელით თამაშის მართვა და საქმის ბოლომდე მიყვანა.

ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის, მთავარია, რომ მცდელობა იყოს სწორი და შეცდომას თუ დავუშვებთ, არ დავითრგუნოთ – სწრაფად დავივიწყოთ და ახლიდან ვცადოთ. სწორედ ეს მოხდა დასკვნით წუთებში. მეტოქემ მოლი ლელოში ჩაგვიხურა, მაგრამ წნეხით შეცდომა დავაშვებინეთ და შემდგომმა მოლმა უკვე შედეგი გამოიღო. იგივე იყო გიგი სირბილაძის გარდასახვის დროს. მას ვუთხარით, რომ ჩვეულებრივი დარტყმა იყო, რომელიც აღარაფერს წყვეტდა და გიგიმაც დარტყმა ცივსისხლიანად შეასრულა. ეს დარტყმა რომც არ გასულიყო, მწვრთნელები თამაშით მაინც კმაყოფილი ვიქნებოდით.

მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს თავდადებული შრომისთვის. აქ ყველამ აღნიშნა, რომ კი არ გაგვიმართლა, გამარჯვება ჩვენი თამაშით მოვიპოვეთ და ბედნიერებაა, როდესაც ამის მონაწილე ხარ.

წინ ინგლისთან თამაშია, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია. ახლა ჩვენი თამაშის ანალიზს ვაკეთებთ, მერე კი მომავალი მეტოქის თამაშს გავარჩევთ. მთავარია სწრაფად მოხდეს აღდგენა, ენერგიის შევსება და ძალების გადანაწილება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ თამაშიდან თამაშამდე უკეთესები გავმხდარიყავით და ვფიქრობ, ამისაკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. პირველიდან მეორე თამაშამდე სხვაობა თვალსაჩინოა და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება მესამე შეხვედრაშიც დაგვეხმარება. მთავარია შევინარჩუნოთ ცივი გონება, თამაში ვმართოთ და შესაბამისი ხარისხი ვაჩვენოთ".

Rugby.ge

გია
კარგი მწვრთნელია ამონაშვილი, კომენტარებიც ყოველთვის ობიექტური და დალაგებული აქვს. კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეტებს ჩვენთვის.
გიორგი
მოგებაზე მეტად იმან მოახდინა შთაბეჭდილება პირველი ტაიმის ბოლოს, 10-19 ვაგებდით, საკუთარი 22 დან იმათ ოცდაორამდე რო სულ სირბილით არეკეს ფრანგები და შეტევიდან დაცვაში გადარეკეს თავის ბურთიანად, და მერე ბურთიც წაგლიჯეს. ფრანგები ასაკობრივებში ყველაზე მაგრები არიან, და ამის გამკეთებელი თამაშის ზებუნებრივი ინტენსიობით უნარით უნდა იყოს დაჯილდოვებული. პირადად ჩემთვის ესაა სწორედ 'ქართული ხასიათს' რო ეძახიან რითაც ისტორიულად ცნობილი იყო ქართული ჯარი, ტავისი პირველი დარტყმის ძალით, და რამაც დიდგორის გამარჯვება მოგვაპოვებინა. ფეხბურთი ფეხბურთია, მაგრამ სწორედ რაგბში ყველაზე ბუნებრივად ვაჩენთ ჩვენს ამ ხასიათს, რომელიც სამწუხაროდ მიძინებულია სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ამ ბიჭებში ისევ თავი შეგვახსენა. სწორედ ამიტომ მიყვარს რაგბი.
სოსო
სიტყვა მაგარში,რა თქმა უნდა ჭკვიანი იგულისხმე!ჩემგან მოწონება(ლაიქი).
კახა
მთავარია ირწმუნონ საკუთარი თავი, და ერთმანეთის გვერდში დგომა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი კი ბატონო გრანდია მაგრამ ბევრჯერ გაგვიმარჯვია გრანდებიც ბარეორი დაგვიდევს ბეჭებზე ჩვენ ქართველები ვართ მგლების ქვეყანას გვეძახდნენ ოდითგან ბიჭებო მთელი ერი გვერდში გიდგათ არას არ მივცემდი მანდ ვიყო!!!
სოსო
საფრანგეთს მაშინ ვაჯობეთ,როცა დავიჯერეთ,რომ შეგვეძლო მათი ძლევა.თავიდანვე დავიჯეროთ,რომ ინგლისის ძლევაც შეგვიძლია და ვძლევთ.ვნახე მათი თამაში შოტლანდიასთან და მართლაც ფიზიკურად ძალიან ძლიერი,სწრაფი ზორბა ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია.ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან და ალბათ ძალიან გაგვიჭირდება,მაგრამ თუ უფრო მეტს ვითამაშებთ,ვიდრე უბრალოდ ვიბრძოლებთ,შესაძ.ლოა გავიმარჯვოთ კიდეც.ინგლისელები ნამდვილად არ თამაშობენ,უშეცდომოდ.ჩვენი მთავარი პრობლემა,დერეფანი და წელს ზემოთ ბოჭვის დაუშვებლობის წესთან,ჩვენი მიუჩვევლობა და აქედან მიღებული მრავალი ჯარიმა მგონია.ასე მგონია,თუნდაც წავაგოთ,ჩვენთან,შოტლანდიელებთან ინგლისელების სრული უპირატესობაზე მეტი არ ექნებათ.ჩვენი გამოსვლა,ამ მატჩში შედეგის მიუხედავად,ჩვენი გამოსვლა,მხოლოდ დადებითად და წარმატებულად შეიძლება შევაფასოთ.ახლა წნეხი ნაკლებად ექნებათ და უფრო უკეთესად შესძლებენ თამაშს.
ჰაჰა
ვეთანხმები. მთავარია წინსვლა და ცივი გონება. კარგია როცა წაგებიდან სწავლობ, თუმცა მაგარი თუ ხარ მოგებიდანაც ბევრს ისწავლი.
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
18 წ. | დასკვნითი მატჩისთვის ირლანდიასთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" ხუთი ლელო ინგლისთან
მადლობა რწმენისთვის! - "უმცროსი ბორჯღალოსნები" ფიჯისთან მატჩს აფასებს
20 წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი: რთული იქნება 12 უძლიერეს შორის დარჩენა, მაგრამ...
18 წ. | უკეთესი დაცვით სამხრეთ აფრიკასთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მწვრთნელი: ეს მაქსიმუმი არ არის
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ზურაბ ამონაშვილი: ამ ორ თამაშს დადებითად შევაფასებ - დაცვაში პრობლემები გვქონდა
U20. ახალი ზელანდია VS საქართველო - "არაფრის დათმობას არ ვაპირებთ"
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
18 წ. | ზურაბ ამონაშვილი: ზედმეტი ემოციებისთვის დავისაჯეთ