ორით მეტი ხმით ზაზა ფაჩულია თანაგუნდელ დრეიმონდ გრინს გადაუსწრებდა
19 იანვარს NBA-მ "ოლ სტარის" სასტარტო ხუთეულების არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ზაზა ფაჩულიამ, მართალია, ფანების გამოკითხვაში დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ ის მაინც ვერ მოხვდა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში.

ამის მიზეზი წლეულს არჩევნების ფორმატში შეტანილი ცვლილებაა, რომლის თანახმადაც, ფანების აზრს მხოლოდ 50%-იანი ძალა აქვს, 25%-25% კი მედიასა და მოთამაშეებს მიენიჭათ.

ზაზამ დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში საშუალოდ 6,5 ქულა დააგროვა (რაც ნაკლები, უკეთესია) და მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა, "ოლ სტარზე" კი მოწინავე სამეული მოხვდა (დურანტი (1), ლეონარდი (2,5) და დევისი (3,5)). ზაზას გაასწრეს კაზინსმა (5,0) და გრინმაც (6,25).

19 თებერვალს "დასავლეთის" გუნდს სტივ კერი (გოლდენ სტეიტი) უმწვრთნელებს, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა NBA-ს კალათბურთელები ხმების მიცემის პროცესში გამოვლენილი არასერიოზულობისთვის.

ზაზა ფაჩულიამ NBA-ს კალათბურთელთა ხმებში მე-12 ადგილი დაიკავა (დასავლეთ კონფერენციის ფორვარდებში) და ეს იყო ჩვენებურის უარესი მაჩვენებელი - მედიამ იგი მე-10 ადგილზე გაიყვანა.

ახლახან NBA-მ გამოაქვეყნა კალათბურთელთა ხმის მიცემის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ზაზამ 324 კალათბურთელიდან (ამდენმა მიიღო მონაწილეობა) 19 ხმა მიიღო. ჩვენებურს კიდევ 2 ხმით მეტი რომ მიეღო, მე-9 ადგილზე გადავიდოდა და საშუალო მაჩვენებელი 5,5 ექნებოდა, თუმცა ეს მხოლოდ გრინის გადასწრების საშუალებას მისცემდა.

კოლეგებს ზაზა პირველ ადგილზე რომ გაეყვანათ, მისი საშუალო მაჩვენებელი 3,75 იქნებოდა. ზუსტად ამდენი ექნებოდა ენტონი დევისსაც და წესის მიხედვით, გადამწყვეტი ფანების ხმა აღმოჩნდებოდა და "ოლ სტარში" ზაზა გავიდოდა.

ისე, მოთამაშეებმა ზაზა ისეთ ფორვარდებს არჩიეს, როგორებიც რუდი გობერი, დირკ ნოვიცკი, ბლეიკ გრიფინი და პაუ გასოლი არიან.

ტოპ-15. დასავლეთის ფორვარდები

Help s
იუთუბზე დებენ ხოლმე ლაივებს ყველა თამაშის

მე ნბა -ს ოფიციალურ საიტზე ვუყურებ ხოლმე მშვენიერი ხარისხი აქვს და არ ჭედავს.nba.com
help
ვინ იცის საიტები, უფასოდ და კარგი ხარისხით რომ ვუყურო ამაღამ ვარიორების თამაშს? სადაც ვუყურებდი ფასიანი გახადეს. (((
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ