საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი "სპარტაკის" ქართველი ლეგიონერის შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია

ზაზა ჯანაშია ჯანო ანანიძის საფეხბურთო შესაძლებლობებით აღფრთოვანებულია. მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა ფორვარდმა რუსულ ვებგვერდ “სპორტბოქსზე” თანამემამულე ბევრი აქო და მას რამდენიმე რჩევაც მისცა.

“ჯანო ძალიან მაღალი დონის და უაღრესად პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ მას “სპარტაკის” სამწვრთნელო შტაბი უფრო მეტ ნდობას გამოუცხადებს, ნამდვილად არ ინანებს. ანანიძეს ახლა ყველაზე მეტად სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიაღწევს საგრძნობ პროგრესს. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშით მან “სპარტაკის” ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა დაიმსახურა”, - ამბობს ჯანაშია.

ანანიძის მომავალი კი მას ასე წარმოუდგენია: “ადრე თუ გვიან, მან კარიერა საზღვარგარეთ უნდა გააგრძელოს, მაგრამ ეს ჯერ ნაადრევად მიმაჩნია. უმჯობესი იქნება, თუ ჯანო ევროპაში ორი-სამი წლის შემდეგ წავა. იმ დროისთვის იგი საამისოდ აბსოლუტურად მომწიფებული იქნება.”

აქვე იმასაც გეტყვით, რომ გუშინ რუსეთის თასის მერვედფინალში “სპარტაკმა” სტუმრად “სიბირს” 2:0 სძლია. ანანიძე მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა და მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა