ზაზა ფაჩულია NBA ALL STAR-ზე ვერც წელს ითამაშებს...
27 იანვარს, თბილისის დროით გამთენიისას, NBA ALL STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა 7-7 სათადარიგო მოთამაშე დაასახელეს.

სამწუხაროდ, დასავლეთის ვარსკვლავების გუნდის მწვრთნელმა სტივ კერიმ "გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგოებში არ შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფაჩულია NBA ALL STAR-ზე ვერც წელს ითამაშებს.

ALL STAR-ის სათადარიგო შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია

აიზია ტომასი, ჯონ უოლი, კევინ ლავი, კაილ ლავრი, პოლ ჯორჯი, კემბა უოლქერი, პოლ მილსაპი.

დასავლეთი კონფერენცია

გორდან ჰეივარდი, დეანდრე ჯორდანი, მარკ გასოლი, რასელ უესთბრუქი, დემარკუს კაზენსი, დრეიმონდ გრინი, კლეი ტომფსონი.

შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდების სასტარტო ხუთეულები ასე გამოიყურება:

აღმოსავლეთი კონფერენცია

კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია

ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

andrias avtors
თავი ვერ შევიკავე და ვითომ ზაზას ფანობიდან მაინ გამოაჩინა პრორუსულობა. :))
andrias
არჩევის წესი იძლეოდა იმის შანსს რომ ქართველი გასულიყო და რატომ არ უნდა გვასარგებლა ისე რომ იცოდე ფანების მიერ ხმის მიცემა ყოველთვის სუბიექტურია მონობა კი ისაა რომ თუ ამერიკელმა რაიმე თქვა შენთვის ის უკვე ჭეშმარიტებაა
andria
"სტერეოტიპების მონა" - ეს ვაფშე რა შუაში იყო ვერ მივხვდი...ან,ძმურად,რა სტერეოტიპზეა საუბარი?! ელემენტარული სტატისტიკაა და მეტი არაფერი! ერთხელ მაინც უყურე Golden State Warriors-ის თამაშს რომ მიხვდე ვის შეყვანას ლამობდით All Star-ში :))) ისე რომ ფიქრობდნენ ესპანელები ან სხვა მრავალმილიონიანი ერები,როგორც ჩვენი ქართველები,ახლა All Star-ში ნახევარი ევროპა უნდა თამაშობდეს(სულ მინიმუმ უფროსი გასოლი ან გობერტი),მაგრამ მათ ჩვენგან განსხვავებით ნამუსი და შუბლზე ძარღვი აქვთ ;)))
შენ ვერ გაიგებ ჩემს ნათქვამს იმიტომ რომ შენგან განსხვავებით მე თავისუფალი ადამიანი ვარ დაარა სტერეოტიპების მონა-ს
მოდი მაზიანი რომ, შენ პუტინის მონა მსქროლავი ტროლი ხარ?
eh andria andria
შენ ვერ გაიგებ ჩემს ნათქვამს იმიტომ რომ შენგან განსხვავებით მე თავისუფალი ადამიანი ვარ დაარა სტერეოტიპების მონა
didi vashlidan.
მართალი ხარ მასაცუსეტსიდან! კერიმ-კარივ ორივენაირადე გაოითქმება ინგლისურად იმამაძაღლა ოთხივე სასტარტო ვარიორიდან აიყვანა ოლ სთარში,და გრინიც მიამატა ზაზა "დაამცირა" თომსონზე და კარიზე ნაკლები მებრძოლი არაა ფაჩულია,თუმცა შოუა ეს მატჩი ფლორიდაში ცხრამეტში,მაგრამ ოქროს ბეჭდის ასაღებად ენბეაში მარტო შოუთი ვერ გახვალ ფონს,ბრძოლაც საჭიროა,კალათში სასროლად რომ გიფონონ გვერდზე მხარში დფომით.
NBA Masachusetsi
ერთი "არამკითხე რჩევა" ზაზა ფაჩულიას.ქართველს ქართველისაგან ორივეს სიძლიერისთვის,სამომავლოდ.კარი რასაც "წარმოადგენს"სულაც "ნაhtინგ იზი"ადამიანი რომაა ამგვარი "არჩევნით" ფაჩულიას დასანახია და გასათვალისწინებელია ამ მწვრთნელთან ურთიერთობებისას სამომავლოდ ან მართლა "სუსტად"მიაჩნია თავისი გუნდის ქართველი მოთამაშე, თავის მიერ არჩეულ სათადარიგოებზე,"ვარსკვლავოვან გუნდში"სადაც ქოაჩადაა დანიშნული.და საერთოდ, მაგარი "ჭკვიანური" ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული ფაჩულიას მხრიდან, კარიერის გამაძლიერებელი და თუ ამგვარი ნათქვამი გასაჯაროვდება... თუ კი უთხრა კარის,გთხოვ არ აამირჩიო სათადარიგოში,კლოუნადის სუნი უდის ამ არჩევნებს და ამგვარ "შოუში" საერთოდ მონაწილეობას,"რაც დავინახე" არც ვაფირებდი თქო.დააყენა ასე საკითხი,უთხრა?სტივს ქართულად სათქმელი. არც ეხლაა დაგვიანებული გასასაჯაროვდეს ზაზასგან ამგვარად ნათქვამი ან ჩანაფიქრი ასეთი მიმართვისა "მებრძოლთა" ქოაჩისადმი.
შენ რისი გრცხვენია სირცხვილი ამერიკელებს ზაზას დასამარცხებლად წესებიც კი შეცვალეს ყველაფერი იკადრეს-ს
შეაყარე კედელს ცერცვიო, შენს ნაირებზეა ნათქვამი.
andrias
შენ რისი გრცხვენია სირცხვილი ამერიკელებს ზაზას დასამარცხებლად წესებიც კი შეცვალეს ყველაფერი იკადრეს
andria-s
ყველაზე საინტერესოა, კითხულობს ვინმე ან უყურებენ თუ რა ხდება ამ აბსურდული სიტუაციიდან გამომდინარე ამერიკულ მასმედიაში? სასაცილოდ რომ იგდებენ მას და ქართველებს? ან კიდევ სოციალურ ქსელებში რომ შეურაწმყოფელი პოსტები ჭარბობს მასზე? ძალიან გულდასაწყვეტია რომ, მსოფლიოს ისევ იდიოტიზმით უდა დავამახსოვროთ თავი იმ კაცის გულისთვის რომელიც, ამ სეზონში ნბა-ს თამაშებში ერთი სამქულიანის ჩაგდებას ნატრულობს.
andria
მე რა დავაშავე რომ ასეთი სირცხვილი ამკიდეთ და როგორც ქართველს საქვეყნოდ მომჭერით თავი?! :))) ამ ყველაფრის შემდეგ ვიღაც კიდევ წერს პირველზე გავიყვანოთ შემდეგ წელსო o.O ღადაობ,ძმაკაც?! :)))
ჯაბა ნბა
დიახ არაფერს ნიშნავს. ნუ გაგიკვირდება. მარკი ზაზაზე ბევრად ძლიერი კალათბურთელია საერთო ჯამში, მაგრამ ოლ სტარში რას გააკეთებს ? კარგი დაცვა ოლსტარში არავის სურს, არც ზაზას ბლოკის დაყენება. შოუ სჭირდება ხალხს, შოუს კი ვერც მარკი დადგავს, ვერც ზაზა. იქ კავაია. კარია. რასელია. დევისია. დეანდრეა. მე პირადად ოლსტარში მარკის 4 საშუალოს, 1 სამიანს, 1 პასს და ა.შ ზაზას 2 საჯარიმო მერჩივნა. არცერთი არაა შოუს ელემენტი, მაგრამ ქართველია და მსოფლიო საკალათბურთო შოუში თუნდაც სახელი ჩაეწერა, ეს ისტორიაა.
ჯაბა ნბა-s
42 ქულა არაფერს არ ნიშნავს? :))ეეეე
სოსო
შეგირცხვა ნამუსი სტივ კერის...
ჯაბა ნბა
მარკი გამთამაშებელი არაა. ოლ სტარის დანიშნულება სხვაა. მარკი არაა შოუმენი. არც ზაზაა. კაზენსი შოუმენია, ათლეტია უნდა იყოს. ასევე დევისი. მარკსა და ზაზას შორის ზაზა უნდა ყოფილიყო. ალსტარში მარკის ჩაგდებული 42 ქულა ტორონტოსთან არაფერს ნიშნავს
tanto
მარკ გასოლი ცენტრია, 20 მილიონიანი ანაზღაურებით და საკმაოდ მაღალი შედეგებით, რომელიც საშუალოდ 22-ზე მეტ ქულას აგროვებს თამაშებში.
eliozi
გაისად პირველზე და მერე რაღას იზამენო ))))) რაც უნდა ექნათ, ქნეს უკვე. გინდა პირველზე გაიყვანე, გინდა ყოველ დილა-საღამოს ლოცვები უკითხე, ახალი წესებით ფაჩულია იქ ვერ მოხვდება. ვერც ერთი წლის მერე გადაიქცევა შაკილ ონილად. ამ ხმის მიცემის პროცესში, ყველაზე მეტად სწორედ მაგან გამაღიზიანა. ვიცოდით რაც მოხდებოდა და მაინც რქებით ვაწვებოდით. ძალიანაც კარგი რომ არც მწვრთნელებმა გაითვალისწინეს ამდენი უვიცის აზრი და ფაჩულია არ აირჩიეს. ობიექტურობის ფასი არაფერია. ეს იყო მკვეთრი მესიჯი ამერიკიდან. ქართველებს ისედაც უამრავი პრობლემა გაქვთ და კონსოლიდირება უფრო მნიშვნელოვან საკითხებში მოახდინეთოო... მახათები კი შოოოორს მოისროლეთოოო )))))))
fraternity
და მარკ გასოლი როდის აქეთ გახდა გამთამაშებელი ვინმემ იცით?
ივანე
მარკ გასოლის მაგივრად? საუკეთესო სეზონს ატარებს, ბევრი ექსპერტის აზრით mvp-ია წელს, მიუხედავად უესტბრუკისა და ჰარდენის.
Giza
მარკი როგორ არაა მეგობარო ღირსი,ტიპს საშუალოდ 27-28 ქულა აქვ და ლიდერია მემფისის, ბოლო 15 თაში ნახე ტიპი რეებს აკეთებს, მემგონი შენ ნბას თვალს არ ადევნებ:) საერთოდ ბოლო თამაში 42 ქულა გააკეთა და გუნდს თამაშებს აგებიმებს და არააო ღირსი და ზაზა უფროაო ეგ ცოტა ნამეტანია!

მარკ გასოლი გამთამაშებელია ჯიგარო და ის და ზაზა არანაირად არ ეცილებოდნენ ერთმანეთს დეანდრე საჯარიმოების სროლაშია უნიჭო, თორემ სხვა მაჩვენებლებით ზაზასაც ჯობია და ბევრ სხვასაც მოდი ვთქვათ: გვინდოდა ჩვენიანის გაყვანა და ვერ შევძელით; გასულებში ზაზაზე ნაკლები არავინაა!
vvv
გაისად პირველზე მერე რაღას იზამენ
ჯაბა ნბა
დეანდრე იმსახურებს ოლსტარს. მარკის ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ზაზას გაყვანა. გული დამწყდა. კერს მაგრად შეეშალა.. ხალხის ხმებისთვის უნდა ეცა პატივი, თორე მარკი საოლსტარე ნამდვილად არაა, ისევე როგორც ზაზა. ამ ორში ამ ეტაპზე ზაზას ეკუთვნოდა!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ