ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კრიშტიანო რონალდოს ქალები

კრიშტიანო რონალდოს ქალები

ლამაზმანები, რომლებთანაც პორტუგალიელ ვარსკლავს რომანტიკული ურთიერთობები ირინა შეიკთან შეხვედრამდე ჰქონდა
ახლახან მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ირინა შეიკთან დაქორწინება რომ გადაწყვიტა და ხელიც სთხოვა, ყველამ გაიგო. რით მოაჯადოვა რუსმა მოდელმა პორტუგალიელი ვარსკლავი, საუბრის ცალკე თემაა, ამჯერად კი სუსტი სქესის იმ წარმომადგენლებს გადავავლოთ თვალი, ვისაც რონალდოსთან სარეცელი კი გაუყვია, მაგრამ მასთან რომანიდან ირინასავით ბეჭდით ხელდამშვენებული არ გამოსულა.

მაშ ასე, გავეცნოთ რონალდოს ქალების სიას [იხილეთ ფოტოგალერეა]:

ფეხბურთელ მარიო ჟარდელის და, მოდელი ჟორდან ჟარდელი ერთ-ერთი პირველია, ვინც კრიშტიანო რონალდოსთან ურთიერთობით თავი მოიწონა. ჟორდანი რონალდოსთან მას შემდეგ აღარ გამოჩენილა, რაც ეს უკანასკნელი სათამაშოდ პორტუგალიიდან ინგლისში გადაბარგდა.

2002-დან 2005 წლამდე, მთელი სამი წელი - რონალდო თანამემამულე მოდელს კარინა ფეროს სწყალობდა. ამბობენ, რომ სწორედ ცნობილ ფეხბურთელთან რომანით შეძლო კარინამ, როგორც მოდელმა, პოპულარობის მოპოვება.

ასე იყო თუ ისე, 2005 წლის ბოლოს კრიშტიანომ კარინა ბრაზილიელი მოდელით - დანიელ აგუიარით ჩაანაცვლა. საგულისხმოა, რომ იმ გოგონებს შორის, ვისთანაც რონალდოს რომანი ჰქონია, დანიელას ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ვნებიან ქალად აღიარებენ. თავად განსაჯეთ.

იმავე წელს მადრიდის "რეალის" ვარსკლავი კიდევ ერთ პორტუგალიელ მოდელს, იზაბელა ფიგეირას "დანებდა", თუმცა მომხიბლავმა იზაბელამ გათხოვება მალევე გადაწყვიტა, მისი რჩეული კი სულ სხვა ფეხბურთელი - სეზარ პეიშოტუ გახდა, რომელთანაც ერთი წლის თავზე ბიჭუნა შეეძინა.

მოგვიანებით რონალდომ კიდევ ერთი ხანმოკლე რომანი ბრიტანელ მსახიობთან ლორენ ფრეინთან გააბა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი ამ ლამაზმანის ცხოვრებაში პირველი ფეხბურთელი არ ყოფილა. მანამდე ლორენი სიამ-ტკბილობას ინგლისელ ფეხბურთელ ალან სმიტთან ეძლეოდა.

ლორენის შემდეგ ჯერი ისევ პორტუგალიელ მოდელზე მიდგა - ამჯერად რონალდოს გულმა მარინა როდრიგესისკენ გაუწია. რატომღაც ფეხბურთელი და "მის პორტუგალია 2004" კარგა ხანს მალავდნენ ურთიერთობას და ბოლო დრომდე ირწმუნებოდნენ, რომ ერთმანეთს არცკი იცნობდნენ.

2006 წლიდან რონალდო ლისაბონელ მოდელს, მსახიობსა და ტელეწამყვანს, დიანა ჩავესს დაუკავშირდა. ამ შემთხვევაშიც წყვილი ურთიერთობას საგულდაგულოდ მალავდა.

დიანას შემდეგ ჯერი ესპანელ პორნოვარსკლავზე, მოდელსა და საფეხბურთო აგენტზე (როგორი ჩამონათვალია?!) ნურია ბერმუდესზეც მიდგა, რომელმაც სახელი მადრიდის "რეალის" არაერთ ფეხბურთელთან სკანდალური კავშირით გაითქვა. მათ შორის აღმოჩნდა რონალდოც.

იმავე წელს პოპულარული ფეხბურთელი კიდევ ერთ მოდელთან და მსახიობთან, სორაია ჩავესთან "გამოიჭირეს." არადა, განა რა მოხდა ასეთი - ახალგაზრდებმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და ერთად რამდენიმე რომანტიკული უიქენდი გაატარეს.

სორაისთან უიქენდის დამთავრების შემდეგ კი რონალდო მსახიობს, მოდელსა და ტელეწამყვან მერჩ რომეროს გადაეყარა. ფეხბურთელსა და მასზე 9 წლით უფროს ესპანელ ქალბატონს შორის რომანმა 2006 წლის შემოდგომამდე გასტანა.

ამბობენ, რომ პარალელურად კრიშტიანო ლუსიანა ობრუსთანაც ცუღლუტობდა. სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება ოპერა Floribella-ს წარმატების პიკი, რომელშიც სწორე დეს პორტუგალიელი ვარსკლავი, მსახიობი და ტელეწამყვანი ასრულებდა მთავარ როლს.

პორტუგალიელი ფეხბურთელის შემდეგი მეგობარი გოგონა ბრიტანელი მოდელი და მსახიობი ჯემმა ატკინსონი გახდა, მაგრამ "რონალდოს გოგონას" სტატუსის შენარჩუნება დიდხანს ვერც მან შეძლო. წყვილის განშორების მიზეზი ტაბლოიდებში გავრცელებული ცნობა გახდა, რომლის თანახმად ჯემმა ჩუმ-ჩუმად ზემოთნახსენებ ალან სმიტთან დაიარებოდა.

2007 წლის დადგომისთანავე კრიშტიანო ინდოელ მსახიობს ბიპაშა ბასუს გაუმიჯნურდა. მათი რომანის შესახებ ხმები ღამის კლუბში გადაღებული ფოტოებით დადასტურდა, სადაც წყვილი თავდავიწყებით მტლაშა-მტლუშობდა.

მასმედიით ფეხბურთელის ახალ გოგონაზე მალევე გავრცელდა ცნობა - ეს კოლუმბიელი მოდელი და ტელეწამყვანი მირელა გრისეილი აღმოჩნდა. რომანის დასრულების შემდეგ გოგონამ ერთ-ერთ ინტერვიუში გულახდილად განაცხადა, რომ კრიშტიანო "ისეთივე კარგია საწოლში, როგორც მოედანზე".

პოპულარულ ფეხბურთელს კიდევ ერთი რომანტიკული თავგადასავალი ბრაზილიელ მოდელთან კარინა ბაჩისთან გადახდა. ახალგაზრდებმა ერთად 2 კვირა გაატარეს, თუმცა მოგვიანებით, 3 წლის შემდეგ, 2010 წლის მარტში რონალდო თითქოს ისევ მიუბრუნდა კარინას, თუმცა როგორც პირველ, ისე მეორე შეხვედრას გაგრძელება აღარ მოჰყოლია.

სასიყვარულო ფრონტზე რონალდოს მორიგი "წარმატება" მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან: ჯემა სტორისა და ტიზ კანინგემისთან თავდავიწყება გახდა. სკანდალური გამოდგა დუეტში მომუშავე ამ გოგონების ვიდეო-ინტერვიუ, სადაც მათ ფეხბურთელთან გატარებულ წუთებსა და ანაზღაურებაზე დეტალურად ისაუბრეს. თურმე კრიშტიანო მათ მომსახურებაში კვირაში 120 000 ევროს გულუხვად იხდიდა.

2008 წლის იანვარში კრიშტიანომ პორტუგალიელ ტელეწამყვან კაროლინა ტაროჩინოსთან გააბა რომანი, რომელიც მანჩესტერში, საახალწლო ღამეს დაიწყო.

კაროლინასთან განშორებისთანავე რონალდომ თვალი მოდელ ლუსიო გარსიას დაადგა, თუმცა ამ უკანასკნელმა ყველა ჭორი უარყო.

პორტუგალიელის მორიგი საკბილო რუსი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა აღმოჩნდა. მართალია ამ შემთხვევაშიც რომანი ოფიციალურად არ დადასტურდა, მაგრამ "ნაიკის" რეკლამისთვის გადაღებებში ერთობლივი მონაწილეობისა და ღამის კლუბში გადაღებული სურათების შემდეგ, ფეხბურთელისა და ჩოგბურთელის კავშირი საეჭვო აღარავისთვის გახდა.

მარიასთან განშორების შემდეგ რონალდო ამერიკელ მოდელს, ნიკი გაზიანს გადაეყარა. ნაცნობობა ღამის კლუბიდან სასტუმროს ნომერში გაღრმავდა, თუმცა ახალგაზრდებმა სულ რამდენიმე შეხვედრა იკმარეს.

2008 წლის მაისში რონალდო ესპანელ მოდელს, ნერეიდი გალიარდოს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ მათმა რომანმა 5 თვეს გასტანა. წყვილის თითქმის ყველა მეგობარი ვარაუდობდა, რომ საქმე ქორწინებამდეც მივიდოდა, მაგრამ... ამბობდნენ, კრიშტიანოს მოდელი ესპანელმა ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა აწაპნაო.

იმავე წელს რონალდოს კიდევ ერთი მოდელი და მომღერალი, პორტუგალიური ფესვების მქონე ამერიკელი მია ჯუდაკენი დაუმეგობრდა.

მალევე მიას ბრიტანული ტელეშოუს წამყვანი იმოჯენ რომასი ჩაენაცვლა. მათი რომანი გასაიდუმლოებული იყო და ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც დაიწყო.

კიდევ ერთი ლამაზმანი, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის გვერდით აღმოჩნდა, იტალიელი მოდელი და ტელეწამყვანი ლეტიცია ფილიპი იყო. კრიშტიანომ ლეტიცია იახტაზე გაიცნო და როგორც ამბობენ, მწველი მზერით უმალ "გაადნო".

ფეხბურთელს ბრიტანელი მილიონერის უკრაინელ ცოლთან, მოდელ ალენა ჰაინესთან რომანსაც მიაწერენ. მოუტყუებულმა ქმარმა განქორწინება უმალ მოითხოვა, ფეხბურთელი და მოდელი კი მალევე დაშორდნენ.

ახალი რომანისთვის რონალდოს დიდხანს არ უცდია - მისი რჩეული 18 წლის ამერიკელი სტუდენტი ოლივია საუნდერსი გახდა.

ამერიკელ სტუდენტის წარმატებით ჩანაცვლება ბრაზილიელმა ფიტნესს-მწვრთნელმა გაბრიელა ენდინგერმა მოახერხა.

თავისმა რიგმა ლუანა ბელეტისაც მოუწია, თუმცა ბრაზილიელმა მოდელმა, ცნობილი ფეხბურთელის ლუჩიანო ბალეტის დამ რონალდოს სარეცელზე დიდხანს ვერ იპარპაშა.

ლუანა იტალიური ტელეშოუს წამყვანმა, მოდელმა რაფაელა ფიკომ შეცვალა. რაფაელამ სახელი იმით გაითქვა, რომ 2008 წლის სექტემბერში ქალწულობა 1 მლნ ევროდ გაყიდა. ამ გასამრჯელოთი გოგონა რომში ბინის ყიდვასა და სამსახიობო კურსების გადასახადის გადახდას აპირებდა.

რონალდოს მკავებში მსოფლიო დონის ვარკლავი პერის ჰილტონიც აღმოჩნდა. 2009 წელს წყვილმა ერთად ათიოდე დღე გაატა, რის შემდეგაც ისინი დაშორდნენ.

ჩამონათვალის ბოლოში 2010 წლის იანვარით დათარიღებული ამბავია - "არმანის" სარეკლამო რგოლის გადაღებისას კრიშტიანო რუს მოდელს, ირინა შეიკს შეხვდა. მას შემდეგ კრიშტიანო და ირინა ერთად არიან და ცხოვრობენ ბედნიერად.

ჭირი იქა, ლხინი აქა

ქატო იქა, ფქვილა აქა.

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე

"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს