საუკეთესოს წოდებისთვის შვიდი ნომინანტი იბრძოლებს
Sportall.ge მკითხველს სთავაზობს 2017 წლის პირველი თვის საუკეთესო ლეგიონერის 7 კანდიდატურას.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 7 ფეხბურთელი, რომელთაც, ჩვენი აზრით, ლეგიონერთა შორის ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი იანვარში და არჩევანი თქვენთვის მოგვინდვია

ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

26 წლის. 4 თამაში, 2 გოლი

"ემპოლის" ქართველი ფორვარდი შესანიშნავ ფორმაშია, მან ბოლო 6 მატჩში 5 გოლი გაიტანა. იანვარში 4 მატჩი ითამაშა და 2 გოლი შეაგდო "უდინეზესთან" და "კროტონესთან". "სამპდორიასთანაც" რომ გაეტანა პენალტი...

გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)

26 წლის. 6 თამაში, -4 გოლი

"მორეირენშეს" გოლკიპერს სუპერთვე ჰქონდა, რომელიც ტიტულით დაგვირგვინდა - მან გუნდთან ერთად პორტუგალიის ლიგის თასი მოიგო. იანვარში ჩვენებურმა 6 მატჩი ითამაშა და აქედან სამი სწორედ ლიგის თასზე იყო, ჯერ "პორტუ" დაამარცხეს 1:0 (მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს), მერე "ბენფიკა" ნახევარფინალში - 3:1 (10 სეივი!) და ბოლოს ფინალში "ბრაგა" - 1:0. ამის გარდა, იყო ჩემპიონატის მატჩები: "ბელენენსეშთან" 1:0 (კარი მშრალად შეინახა და 5 სეივი) და "ფერეირასთან" 2:0 (პენალტი აიღო, ტურის სიმბოლურში მოხვდა). და იყო ერთადერთი ჩავარდნა - მარცხი "პორტუსთან" - 0:3.

გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)

29 წლის. 4 თამაში, 1 გოლი, 2 პასი

"ვიტესის" ქართველ კაპიტანსაც ნაყოფიერი თვე ჰქონდა - კაშიამ ჯერ "ტვენტესთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში საგოლე პასი მიითვალა (ტურის სიმბოლურში მოხვდა), შემდეგ იყო 1:1 "გრონინგენთან" და სათასო ბატალია "ფეიენოორდთან", ქართველის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ჰოლანდიური გრანდი გააგდო, ერთი გოლი კი სწორედ გურამმა გაიტანა. ამის მერე ჩემპიონატში "ვიტესმა" "ალკმაარი" დაამარცხა - 2:1, კაშიამ კვლავ საგოლე პასი მიითვალა, თუმცა მის პასივში ავტოგოლიცაა.

ნიკა კაჭარავა (ახნასი, კვიპროსი)

23 წლის. 5 თამაში, 2 გოლი, 1 პასი

ფორვარდმა თვე შესანიშნავად დაიწყო, "ომონიასთან" მატჩში (2:3) გოლი გაიტანა, შემდეგ "ერმისთან" 3:1 მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო იყო - გოლი და საგოლე პასი მიითვალა. "ომონიასთან" სათასო დაპირისპირება 0:0 მორჩა, საპასუხო 1:1, აქ მას თავი აღარ გამოუჩენია. გოლი არც "დოხასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში გაუტანია. აი, აპოელ-თან კი სულაც სათადარიგო იყო.

სანდრო კობახიძე (გიოზთეფე, თურქეთი)

29 წლის. 4 თამაში, 1 პასი

კობახიძემ კლუბი შეიცვალა, თუმცა თურქულ "გიოზთეფეშიც" მალევე დაიმკვიდრა თავი, უკვე მესამე შეხვედრაში სასტარტოში გამოჩნდა, მეოთხეში კი გამარჯვების გოლი შექმნა.

ირაკლი შეყილაძე (ტუტოკუოიო, იტალია)

24 წლის. 2 თამაში, 1 გოლი

იტალიის ქვედა ლიგაში სეზონი ცოტა მოგვიანებით განახლდა. ამიტომ შეყილაძემ მხოლოდ ორი მატჩი მოასწრო, თუმცა გოლის გატანა უკვე მოახერხა. ეს მისი მე-8 გოლია სეზონში.

ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი)

30 წლის. 4 თამაში

ნაკრების კაპიტანი, ერთ სათასო დაპირისპირებას თუ არ ჩავთვლით, ყოველთვის "რეიმსის" სასტარტო შემადგენლობაში იყო.

როგორც ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ იანვარში ჯერ ყველა ჩემპიონატი არ განახლებულა, ქართველთათვის ურიგო თვე არ ყოფილა.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ იანვრის საუკეთესო ლეგიონერად?

lasha
რეალურად ორი ალტერნატივაა და ეგ სასიხარულოა თავისთავად. მჭედლიძე ან მაკარიძე, ორივეს ეკუთვნის დამსახურებულად.
დავითი
რა თქმა უნდა მაკარიძე - მონატრული ვართ ასეთ შედეგს და თან კარის მშრალად შენახვა ამდენ თამაშში ძალიან რთული საქმეა. ნაკრებმაც უნდა მიაქციოს ყურადღება.
ვახტანგი
ავირჩიოთ ყველაზე საუკეთესო მამლუქი?
giorgi
მჭედლიძე ორი აზრი არარი ის თამაძობს საუკეთესო ლიგაში სადაც ყოველ თამაში თითქმის გოლი გააქვს გუნდში რომელიც არის აუტსაიდერი გუნში რომელშიც თამაშობდნენ ჟილარდინო რომელიც იყო სერია ა-ს საუკეთესო ბომბარდირი რომელმაც ვერ გაუძლო მჭედლიძესთან კონკურენციას
თორნიკე
ძალიან კარგად თამაშობს ლევანი ემპოლიში,მაგრამ მაკარიძე დაუფიქრებლად უნდა იყო თვის ლეგიონერი,მან უდიდესი წვლილი შეიტანა თავისი გუნდის თასის აღებაში!მჭედლძეს კი თებერვალიც აქვს წინ :) ყოჩაღ გიორგი,წარმატებები ლევან!
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ