"ლევადიასთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, "იბერია 1999"-ის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და მეკარე გიორგი მაკარიძემ ისაუბრეს.

ლევან კორღალიძე: "რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. დიდი იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა.

კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების.

"ლევადიასთან" თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივა".

გიორგი მაკარიძე: "პირველი თამაშიდან გამომდინარე, შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ.

დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია, ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ".

სიმართლე
იბერიაში ვინც მუშაობს მაგათი ნათესავების და ოჯახის წევრების გარდა არავის უნდათ თქვენ რო ჩემპიონები გახდეთ დიდი სიამოვნებით ჯობია დილა იყოს ჩემპიონი თქვენგან განსხვავებით უკეთეს ფეხბურთს მაინც თამაშობენ…მთელი ერი თქვენს არ გაჩემპიონებას გულშემატკივრობს დამიჯერეთ თქვენ სადაც უნდა რაღაც გექნათ იქ ვერაფერი ქენით ამიტომ სულ კარგად ბრძანდებოდეთ თუნდაც გამოვარდეს სამარცხვინოდ გორია დილა მაინც გვირჩევნია ერს დილამ ან ტორპედომ წაგვარდგინოს ჩემპიონთა ლიგაზე თქვენ როგორც ევროპიდან გამოვარდით ნეტა ისე გავარდნილიყავით ევროსაგზურიდან….ნამდვულად არ გვინდა თქვენაირი უსუსური ჩემპიონი კრისტალბეთი ჩემპიონიი
დიმიტრი
ვერ ნახავ ჩემო ავთანდილ. ერთ საათში გაიყიდა ყველა ბილეთი. )))))))))))))))))))))))
ირაკლი
კორღალიძე ეგ ზღაპრები მოუყევი შენი კლუბის პრეზიდენტს, კობიაშვილს და მუჯირს. თქვენ მწვრთნელები და ფეხბურთელები არ იყოთ მეტი არაა ჩემი მტერი. ისე თქვენი პროფესიონალიზმის დონის ექიმი ქირურგები რომ გვყავდნენ ხომ წარმოგიდგენია რამდენ პაციენტს გაუყენებდნენ საიქიოს გზას?
ავთანდილ
მოგესალმებით, ლევადიასთან თამაშის ბილეთები სად იყიდება რომ მითხრათ - ვერსად ვერ ვნახე ინფორმაცია... დიდი მადლობა წინასწარ!
Evoie
იბერია შეიძლება დღეს გავიდეს მაგრამ ძალიან უსახური გუნდი ყავს ამ გუნდს ცხრილის სათავეში რაუნდი მე ვერ გამიგიაა მაგრამ არც ჩემპიონატი გვივარგა და არც გუნდები ტორპედო რაღაცას ფაფხურობს ამ ტრანსფერების მაგრამ ისეთ გუნდებს ახვედრებენ შანსი 90-10რო აქვს!
Roma
იცი რა ძმაო. მე ბათუმიდან ვარ და თუ გახსოვს 21 ში სტადიონს ვავსებდით. მერე რა გააკეთა დინამოს პატრონმა? ეხლა რომ წუწუნებს სტადიონს ვქირავობო მაშინ როცა ხალხი დადიოდა მარტო ლუდის გაყიდვით აკეთებდა იმ ფულს რაც ყველა თამაშზე სტადიონს ჭირდება. გასაგებია რომ ფეხბურთი ისეთი ბიზნასია სადაც ფეხბურთელი ნებისმიერ დროს შეიძლება დაკარგო მაგრამ ამდენ ფულს რომ შოულობ ფეხბურთელების გაყიდვიდან ვიღაც ნორმალური ხომ უნდა მოიყვანო? მთელი საქართველოს ბალასტი მოიყვანეს კლუბში ნაცვლად იმისა რომ ვინმე ნორმალური მოეყვანათ მხოლოდ კვარას გაყიდვიდან მიღებული 2 მილიონი ევრო და კიდევ იმ წელიწადს ევროთასებზე გამომუშავებული ფულით სულ მინიმუმ 5 ნორმალურ ფეხბურთელს მოიყვანდა გუნდში და ჩვენც გავაგრძელებდით სიარულს სტადიონზე.ვინ მოიყვანა დინამო ბათუმმა კვარას, ზურიკოს, ალთუნაშვილის, ზარია, მამუჩაშვილი, აზაროვის, გაფრინდაშვილის წასვლის შემდეგ? ერთი ნორმალური ფეხბურთელი დამისახელეთ? ასეა დღეს იბერიაც და დამიჯერეთ არავინ არ მივა სტადიონზე. პირველი გუნდებმა რაც უნდა გააკეთონ უფასო ფეხბურთელების მოყვანას შეეშვან და ფული გაიმეტონ როგორც დღეს ტორპედო შვრება. აღარც უფასოდ გაშვება მოუწევთ ფულსაც გააკეთებენ და ხალხიც ივლის. როდის იყო უფულოდ და უტვინოდ ფული კეთდებოდა ან საქმე? ასე რომ ჯერ არავინ არ მივა სტადიონზე. შემადგენლობა რომელ გუნდში გაძლიერდა იქ მივა მაყურებელიც. დარწმუნებული ვარ მხოლოდ ტორპედოს თამაშზე მივა 10 ათასი ან 12 ათასი მაყურებელი სხვა არა და თუ გადალახავს ომონიას ბარიერს (ღმერთით გადალახავს ამის იმედი მაქვს) მომდევნო თამაშზე სავარაუდოდ "არისთან" ბოლომდე გაივსება სტადიონი.
makaridzes
რა სავსე სტადიონს ითხოვ... დრო გაგყვდა ისეთ გუნდთან რა გითხრა...იმის მაგივრად შეუტიო გოლი გაიტანო ,ქულები ჰაერივით გვინდა ამას დრო გაყავდა ... ეხლაც0:2 დრო გაიიყვანე და მერე უფრო მეტი მოვა
ბოროტი ბეჰემოტი
მიუხედავად ჩემი სახელისა, დღეს კეთილი ვარ - იმიტომ რომ მიუხედავად "იბერია"-ზე ჩემი ადრინდელი კომენტარებისა, ამჯერად მოგებას ველოდები!
თაზო
კარგი რა,გუნდები სულ ერთ დონეზეა,არანაირი პერსპექტივა არ ჩანს,ათწლეულებია უკვე ერთ ადგილს ვტკეპნით,რა სტიმული,რა სავსე სტადიონი,არაა ამათი საშველი,კარგა ხანს არ იქნება კიდე,ლევადიას ვერ ეთამაშები ტოლ-სწორად,რაზეა საუბარი,ქვეყნის ჩემპიონი ხარ,სხვა გუნდებს რა უნდა მოთხოვო,უნამუსობის პიკია,ერთი გუნდი ვერ შექმნეს ევროტურნირებზე ღირსეულად რომ ითამაშოს,ამათ ხომ მიზეზები არ ელევათ...
ცოტნე
წადით .. ვინც მაგ თამაშზე მიხვალთ სტვენის მეტი არაფერი აკეთოთ … უსირცხვილოები ესენი
გულის ტკივილი
ქართული ჩემპიონატი წლებია ერთ ადგილას დგას — უინტერესო მატჩები, სუსტი ორგანიზაცია, ცარიელი ტრიბუნები. დინამო, როგორც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ასეთ ჩემპიონატში იზოლირებულია და რეგრესი მუდმივი ხდება. კონკურენცია არ არის, პროგრესი — მითუმეტეს. ინფრასტრუქტურა ძველია, ფედერაცია უმოქმედოა, კლუბებს კი ხედვა არ გააჩნიათ. ჩვენ, დინამოს გულშემატკივრები, ევროპული სიმაღლეები გვახსოვს. და ამ ფონზე ორმაგად მტკივნეულია ის უგემოვნო რეალობა, რომელშიც ქართული ფეხბურთი დღეს იმყოფება. ცვლილებების დროა — ახლა ან არასდროს. გუნდი, რომელსაც წარსული მეტი აქვს, ვიდრე მომავალი.

საათნახევარზე მეტია,რაც ეს სტატიაა დადებული და ჯერ გამოხმაურება არ ჩანს!ესეც მიგვანიშნებს,როგორ არის ხალხი გაბრაზებული,საბურთალოზე.საბურთალო შემთხვევით არ დამიწერია და მგონი ადვილი მისახვედრია,რატომ.მწვრთნელი ამბობს ,ხარისხი არის,მაგრამ რეალიზება არ გვივარგაო,აბა ხარისხი რა არის?საგოლე პოზიციაში რომ გადიხარ და უაზროდ უჩაჩუნებ ბურთს,სწორედ ეგ არის ხარისხი და კლასი!სამ თამაშში გოლს რომ ვერ გაიტან,ეგ არის ცუდი ხარისხი! 4 კლუბი თამაშობს,ოთხივემ წააგო პირველი შეხვედრები და ანგარიშის მიხედვით,ყველას აქვს მომდევნო წრეში გასვლის შანსი.ამიტომ უნდა მივიდეთ სტადიონებზე,მაქსიმალურად ვაიძულოთ ბოლომდე თამაში,ბრძოლა და თუ კიდევ დამატებით სასაყვედურო გვექნება,მერე ვუსაყვედუროთ ქართულ გუნდებს.გულშემატკივრობა ხომ სწორედ გაჭირვებაში გვერდით დგომას ნიშნავს.ძალიან გვჭირდება ყოველი გუნდისაგან გამარჯვება თუ არა,არ წაგება მაინც,თორემ მომავალ სეზონში,ჩვენი წარმომადგენლობა კიდევ უფრო შემცირდება და კიდევ უფრო ღრმად ჩავიძირებით.ამის გაკეთება ჩვენ გუნდებს ნამდვილად შეუძლიათ,მაგრამ ჩვენი დახმარებაც საჭიროა.მხოლოდ წყენით,ლანძღვით და გინებით,საქმე ვერ გაკეთდება,სტიმულიც საჭიროა და სავსე სტადიონზე უკეთესი სტიმული,ფეხბურთელისათვის,სხვა ბევრი არაფერი არსებობს.
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
თსუ-ს იოლი გასეირნება ტყიბულში: სტუდენტები ფინალს მიუახლოვდნენ
[VIDEO] კვარაცხელიამ პსჟ "ლანსთან" დააწინაურა
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა "სევილიასთან" 20 წუთში
ერაყის ნაკრების 5 ფეხბურთელს აშშ-ში მუნდიალზე საასპარეზოდ ვიზა არ მისცეს
ორი რეკორდი დამყარდება - ადვოკაატი დაბრუნდა და მუნდიალზე ისტორია გადაიწერება
2 დასახული მიზნიდან ვერცერთი შეასრულა - "მარსელს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
სამართალდამცავები სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს იღებენ - პსჟ ჩემპიონობას თანალაქელებთან მატჩის შემდეგ ვერ იზეიმებს?
გარიგება შედგა - სერხიო რამოსმა ლა ლიგის კლუბი იყიდა
15-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ერევნის განვითარების თასზე ასპარეზობა დაასრულა
ცნობილი გახდა, რატომ მიდის ალისონი "იუვენტუსში" - დეტალები გახმაურდა
ესპანური ეპოქა ქართულ ხელბურთში: ნაკრებს რუბენ გარაბაია უხელმძღვანელებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
სამწუხარო ამბავი - NBA-ის კალათბურთელი 29 წლის ასაკში გარდაიცვალა
ალონსო თანახმაა - "ჩელსის" ესპანელი სპეციალისტი ჩაიბარებს?
ჰანსი ფლიკმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
სერხიო რამოსმა "სევილია" შეიძინა
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
ხვიჩა ზედიზედ მეორე ჩემპიონობისთვის! - "ახლა ან აღარასოდეს"
ქვიზი: შეამოწმე, რამდენად კარგად იცნობ პსჟ-ს ისტორიას?
"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 ტორპედო. ...მაგრამ ისინი წლიდან წლამდე იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას...
ერთმანეთზე ლამაზი გოლები - არაბიძემ "ლევადიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
[VIDEO] წაგების ტოლფასი ფრე "ლევადიასთან" - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის გათამაშებას გამოეთიშა
ლევან კორღალიძე: ჩვენი პროგრამა-მინიმუმი გამარჯვებაა
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-2 იბერია 1999. ლიდერი მდევრებს მოსწყდა
"კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეგვიძლია!" - "ლევადიას" რიგებში "იბერიასთან" მატჩამდე საიმედო განწყობაა
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-1 იბერია 1999. ლიდერი ისევ გაიქცა...
[VIDEO] "იბერია 1999"-მა ესტონეთში "ლევადიასთან" მოსაგები თამაში წააგო
"დილას" მწვრთნელად ლევან კორღალიძე დანიშნეს
"მსაჯი ჩვენს წინააღმდეგ ბევრ ჯარიმას ნიშნავდა" - "ლევადიას" მწვრთნელი "იბერიასთან" თამაშის შემდეგ
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
"ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან" - "იბერიას" მწვრთნელმა "მალმიოსთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი