თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა
გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ თითქმის გადაწყვეტილია სუპერმძიმე წონაში ყველაზე სასურველი ბრძოლის გამართვა - ვლადიმერ კლიჩკო დევიდ ჰეის წინააღმდეგ. მეორე დღეს კი კრივის მოყვარულებმა კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი შეიტყვეს - თუ ამერიკულ პრესას დავუჯერებთ, პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა ფილიპინელ მენი პაკიაოსთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

როგორც ირკვევა, მეივეზერი და პაკიაო მოლაპარაკებების საწყის სტადიაში იმყოფებიან. რაც ყველაზე მთავარია, ამჯერად ბრძოლის ორგანიზების ინიციატივა ამერიკელის მხრიდან მოდის, რაც ადრე არასოდეს მომხდარა.

"ფლოიდი შეხვდა ნელსონ მანდელას ქალიშვილს და მას მამის 93-წლის დაბადების დღისთვის დიდ საჩუქარზე ჩამოუგდო სიტყვა. ამ შეხვედრაზე ისინი პაკიაოსთან ბრძოლის შესაძლებლობას განიხილავდნენ. ამ მომენტისთვის ერთად ადგენენ წერილს ფილიპინელის მისამართით, რომ იქნებ ამ ბრძოლის ორგანიზება მოხერხდეს, რომელსაც მთელი საკრივო სამყარო მოუთმენლად ელოდება", - ამბობს მეივეზერის გუნდის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ბევრი რამ სწორედ იმ წერილზე იქნება დამოკიდებული.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა