ჩვეულებრივ მოკვდავს ერთ-ერთი საუკეთესო პირველობის 26 ტურში 27 გოლის გატანა როგორ უნდა შეეძლოს - მესიმ და რონალდომ კი ეს მოახერხეს
წინა ტურის შემდეგ ახლებურად წარმოგიდგინეთ ტურის შეჯამება. არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ერთჯერადი შემთხვევა იყო, მომავალშიც, თუ რამეთი არ გავამდიდრებთ, პრიმერას ტურის მიმოხილვა კვლავ ამ, ახლებური ფორმატით გვექნება წარმოდგენილი. გამონაკლისი კი მხოლოდ ახლანდელი ტურია, დროისა და ადგილის უკმარისობის გამო (ესპანეთში ლამის გადაება ტური ტურს) დღეს მხოლოდ სიმბოლური ნაკრებითა და სტატისტიკით შემოვიფარგლებით.

სათაურში ორი უცხოპლანეტელი ვახსენეთ - რა თქმა უნდა, ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოზე ვწერთ. აბა, ჩვეულებრივ მოკვდავს პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო საკლუბო პირველობაში 26 ტურში 27 გოლის გატანა როგორ უნდა შეეძლოს, მესიმ და რონალდომ კი ეს მოახერხეს. თანაც, არც ერთი და არც მეორე არ არის "სუფთა" ფორვარდი, ორივეს მოედნის სიღრმიდან უყვარს შეტევა და შეუძლია კიდეც. მოკლედ, "რეალმა" კრიშტიანო რონალდოს +3 გოლის წყალობით, "ბარსასთან" ჩამორჩენა -3 ქულა გახადა, ანუ შვიდი.

მაშ ასე, თქვენ წინაშეა 26-ე ტურის სიმბოლური ნაკრები, რომელშიც ლეო მესი მე-15-ედ მოხვდა ამ სეზონში, კრიშტიანო რონალდო კი - მე-12-ედ.

მეკარე

დანიელ არანსუბია (დეპორტივო): ზედიზედ მესამედ მოხვდა სიმბოლურში. რაც ალმერიაში ისტორიული გოლი გაიტანა, მეკარე დაფრინავს. ასე იყო "რეალთან" და ახლა "ოსასუნასთან" მატჩში.

მცველები

სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა): ითამაშა მისთვის უჩვეულო პოზიციაზე, რაც კარლეს პუიოლის ტრავმითაა გამოწვეული. პედროს შემოსვლის შემდეგ კი ისევ ნახევარმცველობა ითავა. ორივე პოზიციაზე იყო დიდებული.

ადრიანო (ბარსელონა): დაცვაშიც იყოჩაღა და შეტევაშიც საკუთარ მარცხენა ფლანგზე, საგოლე პასის ავტორია.

ასიერ დელ ორნო (ლევანტე): ვალენსიელთა ბასკმა მცველმა ამ ტურში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

ნახევარმცველები

მანუ დელ მორალი (ხეტაფე): გაიტანა გოლი, რომელმაც "ხეტაფეს" მცირე მადრიდულ დერბიში საბოლოოდ ქულა მოუტანა.

ელიასი (ატლეტიკო): შეცვლაზე შევიდა და "ხეტაფეს" კარში ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, სხვა მხრივაც მოედანზე საუკეთესო იყო.

ანხელ დი მარია (რეალი): "მალაგასთან" შეხვედრაში ანხელმა უბრალოდ კარგად კი არა (როგორც ჩვეულად თამაშობს) არამედ, ძალიან კარგად ითამაშა.

ბრუნო (ვილიარეალი): დღეისათვის, ბრუნო ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია ესპანეთში, რაც მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

თავდამსხმელები

ლიონელ მესი (ბარსელონა): სეზონში 27-ე გოლი გაიტანა, თანაც "მესტალიაზე" და თან გადამწყვეტი, გამარჯვებისა.

კრიშტიანო რონალდო (რეალი): სამი გოლი გაიტანა "მალაგას" კარში. ეს მისი მე-4 ჰეთთრიკია სეზონში.

ლუიშ ფაბიანო (სევილია): ბრაზილიელი ბრწყინვალე ფორმაში ჩადგა და, სამწუხაროა, თუკი ის სეზონის ბოლოს პრიმერადივიზიონს დატოვებს.

ტოპ-10 "დონ ბალონის" შეფასებით

1. მესი ბარსელონა 23 177 7,70

2. რონალდო რეალი 26 188 7,23

3. როსი ვილიარეალი 24 173 7,21

4. ინიესტა ბარსელონა 26 187 7,19

5. ბ. ვალერო ვილიარეალი 24 171 7,13

6. კასორლა ვილიარეალი 25 177 7,08

7. დ. ალვეში ალმერია 26 183 7,04

8. ვილია ბარსელონა 25 168 6,72

9. არანსუბია დეპორტივო 20 134 6,70

10. ჩ. ალონსო რეალი 24 160 6,67.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა