ტრავმის გამო პორტუგალიელს "ლიონთან" თამაშის 90%-იანი შანსი აქვს, "რასინგთან" და "ერკულესთან" მატჩებს კი 100%-ით გამოტოვებს
როგორც კი "მალაგას" კარში ჰეთთრიკი შეასრულა, კრიშტიანო რონალდომ მაშინვე შეცვლა ითხოვა. ბევრმა იფიქრა, რახან ლიონელ მესის ბომბარდირთა დავაში წამოეწია, პორტუგალიელმა თავისი მისია ამ მატჩში ამოწურულად ჩათვალაო.

სამწუხაროდ, ასე არ ყოფილა - "რეალის" ლიდერმა საზარდული დაიზიანა და მაშინვე მიხვდა, რომ თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. იმ დროისთვის შეცვლების ლიმიტი ამოწურული იყო და რონალდოს ნაცვლად ვერც ვერავინ შემოვიდა, თუმცა "რეალი" 7:0-ს იგებდა და ამას მნიშვნელობა ნაკლებად ჰქონდა.

აი, რონალდოს ტრავმას კი ნამდვილად აქვს დიდი მნიშვნელობა "რეალისთვის". "როცა მესამე გოლი გამქონდა, ფეხი ისე დავიშავე, სხვისი ბრალი ნამდვილად არ არის. რადგან წინ მნიშვნელოვანი თამაშებია, გარისკვად არ ღირდა, ამიტომაც დავტოვე მოედანი, სხვა ანგარიში რომ ყოფილიყო, გუნდის ინტერესებს არაფერს ვანაცვალებდი, საკუთარ ჯანმრთელობასაც კი. ჩვენ თამაშს ძალიან დიდი სხვაობით ვიგებდით და გარისკვა აღარ იყო საჭირო. არა მგონია, კვირას "რასინგთან" თამაში შევძლო", - განუცხადა "მარკას" ლა ლიგის თანაბომბარდირმა.

"რასინგთან" თამაშს ვინ ჩივის, საეჭვოა, რომ რონალდომ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში "ლიონის" წინააღმდეგ თამაში შეძლოს. გუშინ მაგნეტურ-რეზონანსულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ დაზიანებულია მარცხენა ბიცეპსის კუნთი. ასეთი სახის ტრავმის მკურნალობას კი 10-15 დღე ესაჭიროება.

ამით რონალდოს 39-მატჩიანი სერია შეწყდა: ლა ლიგაში, თასზე და ჩემპიონთა ლიგაში რონალდომ ზედიზედ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 37 გოლი გაიტანა. "რასინგთან" თამაშში ის ვერაფრით გამოვა მინდორზე, ასე რომ, მე-40 მატჩი ზედიზედ სასტარტოში არ გამოვა. აქამდე რონალდო ერთადერთი ფეხბურთელი იყო ლა ლიგაში, რომელსაც ჩემპიონატის ყოველი წუთი ჰქონდა ნათამაშები. წინა ტურში მან გადაუსწრო ანდონი ირაოლას, მას შემდეგ, რაც ბასკმა მცველმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. ხუთშაბათის 77 წუთის ჩათვლით, რონალდოს ზედიზედ 2 440 წუთი დაუგროვდა.

ამ სტატისტიკას თუ გადახედავთ, მიხვდებით, რომ რონალდოს არგაყვანა, მაშინ, როცა "რეალი" "მალაგას" სოლიდური ანგარიშით უგებდა, მხოლოდ მესის დაწევის სურვლით ვერ ავხსნით. სხვათა შორის, ორიოდე კვირის წინათ ჟოზე მოურინიომ კითხვაზე, რატომ არ ასვენებთ კრიშტიანოსო, მიუგო - ბიჭი ხარივით ჯანმრთელია და დაღლილობას არ გრძნობსო.

პორტუგალიელს ჰქონდა შანსი ხოსე ანტონიო კამაჩოს მიღწევა გაემეორებინა, რომელმაც "რეალის" მაისურით ჩემპიონატის ყოველი წუთი ითამაშა სეზონში.

P.S. ბოლო ცნობით, კრიშტიანოს "ლიონთან" თამაშის 90%-იანი შანსი აქვს. აი, "რასინგთან" და "ერკულესთან" მატჩებს კი 100%-ით გამოტოვებს.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა