დონეცკის "ოლიმპიკის" მცველს მოქალაქეობის დაბრუნებაში სპორტის სამინისტრო და სფფ ეხმარებიან
დიდი ალბათობით, დონეცკის "ოლიმპიკის" ქართველი მცველი თემურ ფარცვანია უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ 25 წლის ფეხბურთელმა Sportall.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, მოქალაქეობის მიღების პროცესი უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან საუბრისას არაერთხელ დაადასტურა ფარცვანიასადმი ინტერესი და განაცხადა, რომ მის შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ მოქალაქეობაა.

ფარცვანია 25 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, 2004-ში უკრაინაში გადაბარგდა და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მას უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, 2009 წელს კი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა. თავის დროზე ის კიევის "დინამოში" თამაშობდა და უკრაინული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა. კიევის "დინამოს" დუბლშემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 6 წელი ითამაშა, თუმცა პირველ გუნდში თამაშის საშუალება არ მისცემია. სწორედ ამის შემდეგ გადავიდა ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ლუცკის "ვოლინში"...

მარჯვენა მცველი საქართველოს მოქალაქეობას მალე მიიღებს, ხოლო გამოიძახებენ თუ არა ეროვნულ გუნდში, ეს თავად ფეხბურთელმა ჯერ არ იცის...

- პროცესი დაწყებულია. საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სურვილი საჯაროდაც გამოვხატე და ვთქვი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მინდა თამაში. მახარებს და მაიმედებს ის, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თითქმის ყველა პრესკონფერენციაზე, ჩემსა და იმ ფეხბურთელებზე საუბრობს, რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ.

საქართველოში არ ვიმყოფები და პროცესი სწორედ ამიტომ იწელება. ჩემი ოჯახია ამაში ჩართული. შედგა შეხვედრა სპორტის მინისტრის მოადგილესთან და საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც. პროცესის დაჩქარებასა და მოქალაქეობის დაბრუნებაში ორივე სტრუქტურაა ჩართული და ამისთვის მათი დიდი მადლობელი ვარ.

- გამოდის, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარს ამბობ...

- სრულად მაქვს გაცნობიერებული, რომ უკრაინის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს, მაგრამ ჩემთვის ეს არანაირ პრობლემას წარმოადგენს.

- თავად ვლადიმირ ვაისთან გქონდა საუბარი?

- არა, ვაისთან არ მისაუბრია და მის პოზიციაზე ასე გადაჭრით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მან განაცხადა, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და მეც ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მივიღე. გამომიძახებს თუ არა ნაკრებში მას მერე, რაც მოქალაქეობას მივიღებ, არ ვიცი.

- მაქსიმუმ, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ პროცესებმა?

- სტანდარტული პროცედურაა. სპორტის სამინისტრომ იუსტიციაში წერილი გაგზავნა. როგორც ვიცი, ფედერაციამ უნდა დაადასტუროს, რომ ეროვნული ნაკრების კანდიდატი ვარ. აპლიკაციაა შესავსები, რომელიც შემდეგ განსახილველად პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ ის გადაწყვეტს, დამიბრუნებს თუ არა მოქალაქეობას.

ჯერ პირადობა უნდა ავიღო და ამის მერე - პასპორტი. ამიტომ ზუსტად რამდენი ხანი დასჭირდება საქმის მოგვარებას, ვერ გეტყვით. ალბათ, დაახლოებით ორი თვე...

ბაჩო გ
გჩერდი ერთი,სულ არ იცის ცისკაიძემ ქარტული მაგრამ არ ვათამაშოთ ნაკრებში?
rezi
კარგია..იმედია დროს არ გაუწელავენ..სასწრაფოდ პასპორტი და ნაკრებში..
niko
ასეტი ქარტულით როგორც თქვენ წერთ არავინ ლაპარაკობს ინტერვიუს დროს. ბრტყელ ბრტყელი სიტყვებით, სრულად გაქვთ გაცნობიერებული?
qutaiseli
უჩა სუფთა გამცილებელია ,,,მაგას რავ არ აჯობებს
სოსო
არ ვიცი ითამაშებს თუ არა ნაკრებში,არც ის გამოადგება თუ არა ნაკრებს,უბრალოდ ძალიან მიხარია,რომ ქართველმა საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნა.
andro–ს
უჩა უკეთესია? –––––––––– ვაისის მიკვირს–ჯერ ამისულაშვილი ყავდა კაპიტნად და სანამ არ გაიდირკა ავსტრიასთან და სანამ თვითონ არ დატოვა ნაკრები... არ ეშვებოდა(((ეხლა ვეტარანებშიც ვერ თამაშობდა 3–4თვის წინ ნაკრების კაპიტანი(( –ეხლა უჩა ლობჟანიძე გააკაპიტნა მაგარი ხედვა აქვს ტალანტებში,კოჭებში ატყობს კლასს
Zaza
ფარცვანიას დონის ფლანგი ჩვენ არ გვყავს!სწრაფია,ფიზიკურად შესანიშნავი..
რეზო
ხშირად მესმის მოსაზრებები ჩვენი ქვეყნის სიცუდესთან დაკავშირებით. ერთს გკითხავთ რას აკეთებთ საიმისოდ რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალოს?
2 uchas pani
uchas fani.magra gamacine sagoll
uchas fani
რა აზრიაქ მარჯვენა ფრთა მთლიანად უჩასია :) :) :)
andro
დაუძახებენ ნაკრებში. ითამაშებს ორ-სამ თამაშს და დაუწყებენ გინებას. არაა ეგ ფეხბურთელი ნაკრების დონის.
ირაკლი
აუ შენ აიღე ძმაო და დანარჩენი ჩვენზე იყოს. დიდი მადლობა რო ამ მდაბიო ქვეყნის მოქალაქე ხდები. ვერ ამოვალთ შენი პატივისცემიდან ვერასდროს.
andro
თბილისში კი არა ზუგდიდში დაიბადა. 25 კი არა 27 წლისაა. ორი წელი აქვს გადაკეტებული. ტამაშობდა ელგუჯა ქომეთიანთან 89იანებში.
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ალექსანდრე კობახიძის მოპოვებული პენალტი და მისი გუნდის "ქამბექი" [VIDEO]
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
თემურ ფარცვანია "დესნაში" გააგრძელებს კარიერას
ის პერსპექტიულ მცველად ითვლებოდა - ფარცვანია ყაზახურ გუნდში გადავიდა
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
თემურ ფარცვანიამ სამართალი აღადგინა და ახალი კლუბიც იპოვა
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
თემურ ფარცვანია: თუ ყაზახეთში ომი დაიწყო, თამაში საშიში იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა