ახალი ფორმატით მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე მეორე ტურის მატჩები მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, ევროპა ლიგა გასულ კვირას გაიმართა (ამ კვირაშიც ჩატარდება), კონფერენს ლიგის პირველი ტურის ჩატარების თარიღი კი 2 და 3 ოქტომბერია.

ქართველი სამშაბათს

სამშაბათს, 1-ელ ოქტომბერს, მხოლოდ ერთი ქართველის გუნდმა ითამაშა და ეს გურამ კაშიას "სლოვანი" იყო. ვლადიმირ ვაისის ბიჭებმა თვით "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლეს და უშანსოდ დამარცხდნენ - 0:4.

როდრის გარეშე დარჩენილმა "სიტიმ" მანამდე ოთხი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო, თასზე გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდთან." გვარდიოლას გუნდისთვის შეშფოთების საგანი არ არსებობს, რადგან ისინი, ფაქტობრივად, არ მარცხდებიან.

თუკი "ქალაქელთა" ბიუჯეტი მილიარდ ფუნტზე მეტადაა შეფასებული, სლოვაკთა შემთხვევაში ეს სულ რაღაც 24 მილიონია...

ვაისის გუნდმა "სელტიკთან" მწარე მარცხით დაიწყო, მეორე გამოწვევა კი კიდევ უფრო დიდი იყო. "ჟირონასთან", ზაგრების "დინამოსთან" თუ "შტუტგარტთან" შანსები გაცილებით მეტი იქნება.

ცენტრალური მატჩი სამშაბათს

არსენალი - პსჟ

"არსენალმა" პირველ ტურში "ატალანტასთან" უგოლო ფრე ითამაშა, პირველი სამი ქულისთვის კი სერიოზულ მეტოქეს მასპინძლობდა. რაც შეეხება პსჟ-ს, მათ "ჟირონას" ძლევა საკმაოდ გაუჭირდათ. 2:0 "არსენალის" სასარგებლოდ.

ეს გუნდები მანამდე 2018 წელს შეხვდნენ და საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე ლონდონელებმა 5:1 იმარჯვეს. მაშინ 2 გოლი ალექსანდრ ლაკაზეტიმ გაიტანა, რომელიც ახლა "ლიონში" გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელია.

მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებით, უსმან დემბელე არ თამაშობდა. საქმე გარკვეულ კონფლიქტთან გვაქვს. ლონდონელთა მთავარი დანაკლისი მარტინ ოდეგორია.

სამშაბათის სხვა მატჩები

ზალცბურგი - ბრესტი 0:4 ;

შტუტგარტი - სპარტა 1:1;

ბარსელონა - იანგ ბოისი 5:0;

დორტმუნდი - სელტიკი 7:1;

ინტერი - ცრვენა ზვეზდა 4:0;

ლევერკუზენი - მილანი 1:0;

პსვ - სპორტინგი 1:1.

ქართველები დღეს

ირაკლი აზაროვის "შახტარი" კვლავ ადრე ითამაშებს, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქართველს, რთული სათქმელია. დონეცკელები გელზერკირხენის "ფელტინს არენაზე" (სადაც საქართველომ პორტუგალია დაამარცხა) "ატალანტას" 20:45 საათზე უმასპინძლებენ.

პირველ ტურში უკრაინელები ასევე იტლიურ "ბოლონიას" უგოლოდ დაუზავდნენ. გუნდი უკრაინის ჩემპიონატში კარგად ვერ გამოიყურება. რაც შეეხება "შახტარის" ევტოტურნირებს, ბოლო 27 საშინაო (ან ნეიტრალურ მოედანზე) შეხვედრიდან მხოლოდ 8 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ეს გუნდები ერთმანეთს 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. ხარკოვში იტალიელებმა (3:0) მოიგეს, მილანში კი "ატალანტა" (1:2) დამარცხდა.

23:00 საათზე ითამაშებს ოთარ კიტეიშვილის "შტურმი", რომელიც ბელგიურ "ბრიუგეს" უმასპინძლებს. გრაცელებმა ფრანგულ "ბრესტთან" წააგეს და თუკი საპლეიოფო ზონაში მოხვედრა სურთ, წარმატების მისაღწევად შედარებით ხელსაყრელი მოწინააღმდეგე ჰყავთ.

"შტურმი" ავსტრიის ჩემპიონატს კვლავ ლიდერობს და ახლა ეს ოთარ კიტეიშვილი გამარჯვების გოლის (პენალტით) დამსახურებით მოხდა. ოთოს უკვე 3 შედეგიანი დარტყმა და ერთი საგოლე პასი აქვს. ჩვენებური კარგი იყო "ბრესტთანაც", დაცვიდან რამდენიმე ბურთი ამოიტანა და შეტევა წამოიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

ცენტრალური მატჩი დღეს

ლილი - მადრიდის რეალი

კილიან მბაპეს ძმა, ითანი, ტრავმირებულია და ძმების დაპირისპირება არ შედგება. რაც შეეხება კილიანს, მას ჩემპიონთა ლიგის მოგების გემო ჯერ არ გაუსინჯავს და ამ გზას ახლა თვით "სამეფო კლუბთან" ერთად დაადგა.

"ლილი" პირველ ტურში "სპორტინგთან" პორტუგალიაში დამარცხდა, მადრიდელებმა კი "შტუტგარტის" წინააღმდეგობა ბოლოს გატეხეს. ენდრიკის გოლი ცოტათი თავხედური და დაუვიწყარი იყო.

უდანაკარგო გუნდები სატურნირო ცხრილში

ოთხშაბათის სხვა მატჩები

20:45 სთ ჟირონა - ფეიენოორდი.

23:00 სთ ასტონ ვილა - ბაიერნი;

ბენფიკა - ატლეტიკო;

დინამო ზაგრები - მონაკო;

ლაიპციგი - იუვენტუსი;

ლივერპული - ბოლონია.

აშკარა აუტსაიდერები

ქართველები კონფერენს ლიგაზე

ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი, 23:00 სთ

კოპენჰაგენი (გიორგი გოჩოლეიშვილი) - იაგიელონია;

შამროკ როვერსი - აპოელი (ლაშა დვალი).

ჯონდოს
სხვაგან ხართ, ჩემი აზრით, აი, საერთოდ არაა აქ შეცდომა სიტყვატწყობაში, პირიქით, სწორადაა დალაგებული. არასწორია, მაგალითად, როცა "ამ ევროპის ჩემოიონატზე" ამბობენ, "ევროპის ამ" ასეა სწორი. ყველა საქართველოს მოქალაქეს წერენ და ყველა პარლამენტის წევრს და ეს რატო მოგხვდათ ყურში, თუ ინტრიგანი არ ხართ
ჯონდო
სათაურში შეცდომაა. უნდა იყოს: ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის ლიდერები...
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
რეალის მიმართ რა ინტერესია? რამდენ პენალტს დაუდებენ და რამდენ კაცს გაუგდებენ ლილს თუ რა პრიკოლია?
რეროს
ინტრიგისთვის თუ ხართ აქ, კი თქვით და ესაა წინა კვირის სათაური - ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჯერ ის გაარკვიეთ, კონფერენს და ევროპა ლიგა სხვადასხვა კვირაში რომ ჩატარდა და ქართველ ლეგიონერებზე აქ რომ წერენ, იმდენი სხვაგანაც დაიწეროს, მარტო აზიაში გვყავს იმდენი და ყველას ნახვა თუ გინდათ, ფლეშსკორი გადმოწერეთ
ჟორა
სიტი მილიარდზე მეტი ღირს, ვაისის გუნდი კი მხოლოდ 24 მილიონი....მაშ 7,5 მილიარდის მქონე ჩვენი "მეცენატი-ჭეშმარიტი მამულიშვილი" 7 ჯერ მოუგებს სიტის? ა,იქნებ და ვინმემ შესთავაზოთ, ფილოსოფიისა და პოლიტიკის შემდგომ, ფეხბურთით ხომ არ გაგვაოცებს?
Რერო
კომფერენს ლიგაც არაა დღეს და კი დაწერეს გოჩოლეიშვილის და დვალის შესახებ,მაგრამ ის ბიჭები რატომღაც არ ახსოვთ.
d
სად ერეკლე ***** ამათზეა ნათქვამი :)
კაჭკაჭი
ვფიქრობ, ამ საიტზე პრევიუები მაქსიმალური კომპეტენციითა და მრავალფეროვნებით იდება, მაგრამ ფაქტია, ყველასთვის ხვიჩაა მთავარი, ამას რეიტინგები ადასტურებს. პრევიუ კი არა, თუარ გაიტანა, ჟორჟსაც არ კითხულობენ
მეზღვაური
წინა კვირას მე დავწერე ეგ,.მაგრამ მაშინ ევროპა ლიგის თამაშები იყო და მხოლოდ მიქაუტაძე ახსენეს.ასე რომ ეს სხვაა :დ
ტოტტი
მეცოდება სლოვანი დღეს თამაშისთვის
რეროს
წინაზე სხვა სახელით აკომენტარებდით მგონი. ევროპა ლიგა არაა დღეს და რა უნდა დაწერონ? როცა ითამაშა, დადეს, კარგად ითამაშაო. რავა სულ რაღაცას ჩიჩქნით
რერო
ლაშა ოდიშარიაზე და ლუკა სილაგაძის ლატვიურ კლუბზე რატომ არაფერს წერთ?
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "კადისმა" "ვალიადოლიდთან" ქულები გაიყო
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
ჩვენებურების გარეშე - კონფერენს ლიგაზე "შახტარმა" გაიმარჯვა, "რიეკა" დამარცხდა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
კონფერენს ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
ცნობილი გახდა გოჩოლეიშვილის ესპანურ გუნდში გადასვლის დეტალები
"ოქროს ბურთი" ამ ფეხბურთელს უნდა გადასცენ" - კურტუამ თავისი ფავორიტი დაასახელა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
გოჩოლეიშვილი "კადისში" გადავიდა - შეიძლება ამ გუნდში მესამე ქართველიც ჩაირიცხოს
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"კოჭ-წვივი აქვს დაზიანებული" - "კადისმა" გოჩოლეიშვილის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
[VIDEO] აზაროვი სათადარიგო იყო - ჩემპიონთა ლიგაზე ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ხვიჩა ითამაშებს და მოდის - როგორ გამოდიან ნაკრების ფეხბურთელები...
აზაროვის "შახტარი" კონფერენს ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ჩემპიონ გუნდში - ირაკლი აზაროვი კარიერას დიდი ალბათობით, საბერძნეთში გააგრძელებს
"მბაპე თუ იამალი? მე თავშეკავებულ ადამიანს ვირჩევ" - რუმენიგემ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "კადისმა" ისევ ფრედ ითამაშა